კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ...“

პრეტენდენტები და, განა „ბორჯომის“ სმაში?!

არჩევნებზე ქვეყნის ბედიც რომ არ წყდებოდეს, წინასაარჩევნო პროცესი ერთობ საამო საცქერი იქნებოდა: გულიც გახალისდებოდა, თვალიც და თვით ყურსაც კი ესიამოვნებოდა, ხოლო, რაკი ჯანმრთელი სიცილი ჟამგრძელობის საწინდარია, სიცოცხლეც გაგვიხანგრძლივდებოდა. მაგრამ, რაკი წყდება, ზემოჩამოთვლილი სიამენი უკანა პლანზე ინაცვლებს.
ერთი სიტყვით, ვინაიდან კანონი მოითხოვდა, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიული სიებიც წარუდგინეს და, მათ შორის, პრემიერმინისტრობის კანდიდატების ვინაობაც გამოამზეურეს.
ყველაზე თავდაჯერებულად (მე ვიტყოდი, ამპარტავნულადაც) „ახალი მემარჯვენეები“ გამოიცქირებოდნენ (ოღონდ ისიცაა, რადგან არჩევნებამდე ბლომად დროა დარჩენილი, იქნებ ეს პირველობა კიდეც დაკარგონ, რადგან, თავდაჯერებულზე თავდაჯერებულს რა დალევს?!). მაგალითად, მემარჯვენე და, იმავდროულად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის სახკომისიის თავმჯდომარემ, ბ-ნმა მამუკა კაციტაძემ, საზეიმოდაც გვამცნო, რომ მათი სიის პირველი ნომერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი დავით გამყრელიძეა და, ზედაც დასძინა, რომ მეტად აინტერესებს, ვინ გაუწევს მას ოპონენტობა-პაექრობას (პათოსით, რომ ასეთი თითქმის არ მოიძებნება ქართულ პოლიტელიტაში). ვინ, სად და რატომ მოიძებნება, ამას დრო დაგვანახვებს და, რა თქმა უნდა – დებატებიც, თუ ამ დემოკრატიული სამყაროსთვის დამახსიათებელმა ტრადიციამ ჩვენკენაც ჩამოიქროლა.
მანამდე კი ისმის კითხვა, მათგან, ვინც პრემიერ-მინისტრის სავარძლისთვის მზაობაშია, იმისთვის თუ ემზადებიან, რომ, „ვისაც პირველ მწვადს მიართმევენ, პირველი ტყვიაც მან უნდა გასინჯოსო“?!

скачать dle 11.3