*** ეკონომიკის ნამდვილი დამღუპველი – ველოსიპედია. მისი მფლობელი არ ყიდულობს ავტომობილს და, თავისთავად‚ კრედიტსაც არ იღებს; არ ყიდულობს ბენზინს; არ სარგებლობს ავტოტექმომსახურებით და ავტოსამრეცხაოებით; არ აზღვევს; არ იყენებს ავტოსადგომებს; არ სუქდება და ჯან
– იყიდეთ ჩვენი ფირმის ელექტროყავადანი და თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ჯეზვე.
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– უნდა გითხრათ‚ რომ სიმსივნე გაქვთ, თან – სკლეროზი.
– ო, მადლობა ღმერთს‚ მე კიდევ, მეშინოდა‚ კიბო არ მქონოდა...
***
წარწერა ჯიხურზე:
„ბიოლოგიური შესვენება – 15 წუთით“.
***
გამოვიდა „ვიაგრა“ შარდმდენით – აბა‚ მოახერხე უნიტაზში ზუსტად დამიზნება!
***
სანდრო‚ პან გი მუნამდე ვინ იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარე?
– ჩაი მასტურბანი?
– რა?!
– ფუ‚ ვეღარ დავიმახსოვრე – კოფე ანანი.
***
ერთი ვირუსი შეხვდა მეორეს:
– რაღაც, ცუდად გამოიყურები...
– ახლოს არ მოხვიდე‚ მგონი‚ ანტიბიოტიკი მაქვს.
***
მოწიფულობის ასაკი ეპიზოდია სიცოცხლის იმ ეტაპებს შორის‚ როცა ადამიანს სურს‚ რომ ყველა მას ამჩნევდეს და როცა სურს‚ რომ არ დაივიწყონ.
უმეტესის სურვილია, ყოველთვის იმ ასაკში იყოს‚ როცა სწავლა უკვე გვიანაა და მუშაობა – ჯერ კიდევ ადრე.
***
პუტინი ისეთივეა‚ როგორც რუსეთის ჰიმნი: სიტყვები ახალია‚ მუსიკა – იგივე.
***
– მე დიდმკერდიანი ქალები მომწონს.
– მე – სქელტუჩება.
– მე – გრძელფეხება.
– მე კი – სათვალეებიანი... როცა სათვალეს იხსნის‚ ესე იგი, უკვე გახდისა და საქმეზე გადასვლის დროა...
***
ბოლო ზარზე ფიზკულტურის მასწავლებელი და შრომის მასწავლებელი წაიჩხუბნენ. გაიმარჯვა შრომის მასწავლებელმა – კარატე კარატეა‚ მაგრამ, ჩაქუჩი მაინც სულ სხვაა...
***
– ნუ ინერვიულებ‚ კედლებსაც კი ყურები აქვს‚ – დაამშვიდა გენამ ჩებურაშკა.
***
ამერიკელს ჰკითხეს:
– კი მაგრამ‚ ზანგი რამ აგარჩევინათ პრეზიდენტად?
– ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა გვაქვს‚ ზანგის კი არა, იდიოტის არჩევაც ვერაფერს დაგვაკლებსო, – უპასუხა ამერიკელმა.
***
როგორ შეიცვალა ყველაფერი! ადრე ერთ ფაკულტეტზე‚ ერთ ადგილზე 20 აბიტურიენტი მოდიოდა‚ ახლა კი თითო აბიტურიენტზე 20 ინსტიტუტი მოდის.
***
საოცარია... როცა ცოლი ფეხმძიმედაა‚ ყველა მუცელზე უყურებს და ეუბნება: გილოცავ! კაცებს კი „ყოჩაღსაც“ არავინ გვეუბნება‚ შემოხედვაზე აღარაფერს ვამბობ...
***
– გამოგისწორებია ეს სპორტსმენები‚ მაგრად დარბიან... როგორ მოახერხე?
– დამხმარე მწვრთნელი ავიყვანე‚ ჰომოსექსუალი...
***
– უკვე ოთხი თვეა‚ ერთად დავდივართ და ჩვენ შორის არაფერი ხდება.
– ხომ იცი‚ რომ მე „ისეთი“ არ ვარ.
– კი, მაგრამ‚ არ მინდა‚ რომ გიღალატო‚ არადა‚ სექსი მინდა...
– გასაგებია‚ მაგრამ, ვერა...
– ძალიან მიყვარხარ...
– ხო, კარგი‚ თანახმა ვარ‚ მაგრამ‚ არავის უთხრა.
– ეგრე არ მინდა...
***
– შენ გყავს ქალის იდეალი?
– მყავდა.
– მოკვდა?
– არა‚ ცოლად შევირთე.
***
ჰოლმსი და უოტსონი სეირნობენ. შემოხვდათ გოგონა. უოტსონს მოეწონა და გამოელაპარაკა:
– გოგონი‚ რა გქვიათ?
გოგონამ შეხედა და შუა თითი აჩვენა‚ ოღონდ შებრუნებული.
უოტსონი გაბრაზდა:
– რა უზრდელობაა! ასეთი რა ვუთხარი?
– არაფერი... ელემენტარულია‚ უოტსონ: გოგონა იტალიელია‚ მუნჯია და ჟესტების ენით ლაპარაკობს. გითხრა‚ როზა კუტუნიო მქვიაო.
***
ახალგაზრდამ ხელი გაიჭრა. იფიქრა, ინფექცია არ შემეჭრასო და ექიმთან მივიდა.
– გაიხადეთ! – უთხრა ექიმმა.
– გახდა რა საჭიროა‚ მე მხოლოდ თითი მაქვს გაჭრილი.
შირმის იქიდან მამაკაცის ხმა მოესმა:
– ეგ რაა‚ მე‚ საერთოდ‚ ტელეფონის შესაკეთებლად მოვედი.
***
პირველი ჩხუბი ქალსა და მამაკაცს შორის მაშინ მოხდა‚ როცა ადამმა მთლიანად შეუჭამა ევას მოკბეჩილი ვაშლი.
***
ოპერჯგუფი შემთხვევის ადგილას გამოიძახეს. მამაკაცს ტაფით აქვს თავი გატეხილი. ოფიცერი პრაქტიკანტს მიმართავს.
– დაწერე – თავის ქალის ტრავმა.
– ქალა-ტვინის ხომ არ დაგვეწერა?
– რა ტვინი? ცოლის დაბადების დღეზე საყვარელთან ერთად მივიდა!
***
კარზე კაკუნია.
– ვინ არის?
– მეზობელი.
– რომ ვერ გცნობ?!
– ხუთი წელი თავისუფლება არ მენახოს‚ თუ გატყუებდე...