კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის აქვს ყველაზე ლამაზი ხელწერა საქართველოში და როგორ გადახატეს „ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები კონკურსანტებმა

ფიქრობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში  ტყავის გრაგნილებზე აღარ წერენ?! ნურას უკაცრავად! ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილ მეტად საინტერესო კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციასა და ხელით წერის ტრადიციის აღდგენა-განვითარებას,  კონკურსანტთა  ნამუშევრებში ტყავის გრაგნილებზე შესრულებული  ხელნაწერებიც მოხვდა. სტერეოტიპი, რომ კომპიუტერის ეპოქაში ადამიანებს  ხელწერა აღარ უვარგათ, მთლად მართალიც არ ყოფილა. ვინ წერს საქართველოში ყველაზე ლამაზად? – ამის შესახებ  პროექტის კოორდინატორს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის  ხელმძღვანელს, ირინა გოგონაიას გავესაუბრეთ.

ირინა გოგონაია:  კონკურსი „ქართული  კალიგრაფია” მიზნად ისახავს ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ხელით წერის ტრადიციის აღდგენა-განვითარებასა და  კონკურსანტთა შემოქმედებითი უნარის წარმოჩენას. კონკურსს, რა თქმა უნდა, ჰქონდა საგანმანათლებლო დატვირთვაც და, შესაბამისად, მასში როგორც ორგანიზაციულად, ასევე ფინანსურად, აქტიურად იყო ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  კალიგრაფიასთან  დაკავშირებული  საკითხი მეცნიერულად  არ არის გამოკვლეული, მაგრამ, ის, რომ კალიგრაფიის პრობლემა მაინც არსებობს,  ფაქტია.  ამის მიუხედავად,   აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი წერს ძალიან ლამაზად და ჩვენი კონკურსი ამის გამოვლენის შესაძლებლობაც იყო.
– როგორი იყო კონკურსის პირობები?
–  კონკურსი ჩატარდა არა მარტო საქართველოს მასშტაბით, მასში ჩართულები იყვნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და არა მხოლოდ ქართველები.  პროგრამის ერთ-ერთი საკონკურსო ჯგუფიც სწორედ ასე გვქონდა ფორმულირებული – „საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები”, ანუ, ადამიანები, ვისაც უყვარს ქართული კალიგრაფია, ან ეს ჰობის სახით აქვს წარმოდგენილი. გასულ წელს ჩვენი კონკურსის უხუცესი მონაწილე გახლდათ 91 წლის იოვანდა მარშევი, შვეიცარიელი ქართველოლოგი, რომელიც ახლა ბოსტონში ცხოვრობს. მან საოცრად კარგი ნამუშევარი წარმოადგინა. წელს ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახლდათ ქალბატონი ცირა ბულაშვილი, რომელმაც უფროსი თაობის წარმომადგენლებში მეორე ადგილი დაიკავა.   კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად. შესარჩევი  ეტაპიდან  გადავიდნენ ის მონაწილეები, ვინც წარმოადგინეს ყველაზე საუკეთესო ნებისმიერი ხასიათის ტექსტი, ნებისმიერ საწერ მასალაზე.
 – ნებისმიერი საწერი მასალა რას ნიშნავს, ხბოს ეტრატებიც გამოიყენებოდა?
– ჩვენმა კონკურსანტებმა  წარმოადგინეს ხელნაწერები, გამოსახული  ტყავის ეტრატებზეც, რომელთაც გრაგნილის სახე ჰქონდა. ზოგიერთი ნამუშევარი თავისი სილამაზით, ფანტაზიითა  და ოსტატობით  ჩვენს დიდ გაოცებას იწვევდა.  ნამუშევრები წარმოდგენილი იყო თექაზე, ხეზე, კერამიკაზე და, რა თქმა უნდა, თავისთავად ქაღალდზეც, რაც კონკურსანტების ნიჭიერებასა და შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე მეტყველებდა. ინტერესი კონკურსის მიმართ ძალიან დიდი იყო, ბევრი მონაწილე მოვიდა თავისი კალმით, ტუშით და ისინი ნამდვილ შედევრებს ქმნიდნენ. კონკურსის მეორე ტურში მონაწილეებს მიეცათ ორი დავალება, მათ უნდა შეესრულებინათ კალიგრაფიული ასლი, მოგეხსენებათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია არაჩვეულებრივი  ხელნაწერები და ისტორიული დოკუმენტები;  კონკურსანტებს დაევალათ, მათი ნამუშევრები მაქსიმალურად ყოფილიყო მიახლოებული ორიგინალთან, მეორე დავალება კი უფრო ფანტაზიის უნართან იყო დაკავშირებული. კონკურსანტებს მიეცათ კომპიუტერზე აწყობილი ტექსტი, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ უნდა განელაგებინათ ფურცელზე, სურვილისამებრ,  საზედაო ასოსა და ორნამენტის გამოყენებით.  კონკურსის მესამე ტური უფრო გართულებული იყო: სამი დავალებიდან, რომლებიც ეძლეოდათ ფინალისტებს, ასლის შესრულებასა და ინდივიდუალურად ტექსტის შექმნას  დაემატა აფორიზმიც  „ვეფხისტყაოსნიდან” –  წელს პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსნის” გამოცემიდან 300 წლისთავი შესრულდა და, შესაბამისად, ეს თემატიკა შევარჩიეთ. აქ აუცილებელი პირობა იყო საზედაო ასოს შესრულება.
– ვინ არიან კონკურსის გამარჯვებულები?
– კონკურსში მონაწილეობდა ხუთი საკონკურსო ჯგუფი. 2010 წელს, როცა პირველად ჩავატარეთ ეს კონკურსი, მასში მონაწილეობა მიიღო ათი ათასზე მეტმა კონკურსანტმა და ისინი ძირითადად სკოლის მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ, საზოგადოებამ მოითხოვა: ჩვენ, დიდებმა რა დავაშავეთ, ჩვენც გვინდა კონკურსში მონაწილეობაო. ამიტომაც, გავზარდეთ საკონკურსო კატეგორიები: ცალკე ჯგუფად დავამატეთ სტუდენტები,  ზრდასრულები და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები  დაინტერესებული  პირები.  ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსწავლეთა ჯგუფია, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს. საკონკურსო კატეგორიებში გაიმარჯვეს ძალიან საინტერესო ნამუშევრების ავტორებმა: ზრდასრულთა კატეგორიაში გაიმარჯვა დავით ქურდაძემ, მეორე ადგილი ერგო პოეტ ცირა ბულაშვილს.  არ შემიძლია არ აღვნიშნო შარშანდელი ფინალისტი, აფხაზეთიდან დევნილი  ლეილა ბაღვაია,  რომელიც აქტიურად არის ჩართული  ჩვენს საქმიანობაში და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის ხესა და კერამიკაზე. სკოლის მოსწავლეებიდან მინდა გამოვყო ერთ-ერთი კონკურსანტი,  სკოლის მოსწავლე სოფელ ფოკადან, ჯივანი მკრტიჩიანი. მას ქართულად საუბარი ძალიან უჭირს, მაგრამ, ისე ლამაზად წერს ქართულად,  გაოცდებით. როცა ჯივანის დავალება მივეცით, კლარას დაუძახეთო, – გვთხოვა. როგორც  გაირკვა, კლარა იყო მისი ქართულის მასწავლებელი, რომელიც ბავშვს გამოჰყვა სოფლიდან, რათა თავისი მოსწავლისთვის დახმარება  გაეწია.     
დავით ქურდაძე (კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული): პროფესიით ეკონომისტი ვარ, სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ.  ქართული წერა ყოველთვის მაინტერესებდა. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, მიიღე მონაწილეობა ასეთ კონკურსებშიო, მაგრამ, შორიდან ვადევნებდი თვალს.   წელს პირველად ჩავერთე კონკურსში და პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
– ეს თქვენი ჰობია თუ შემოსავლის წყარო?
– ჰობი, თანაც, ძალიან საინტერესო ჰობი,  გადაწერას ძალიან ბევრი დრო სჭირდება, რაც დღეს ასე თავისუფლად არ გვაქვს ადამიანებს. შესაბამისად გადამწერებს უნდა ჰქონდეთ მეტი მატერიალური დაინტერესება. საერთოდ, სხვისი კალიგრაფიის იმიტაცია იოლი არაა, შესაბამისად,  ალბათ, ეს ყველა კონკურსანტისთვის ყველაზე რთული დავალება იყო.  როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგად გავაკეთე მარიამისეული  „ქართლის ცხოვრების“ ფრაგმენტის  ასლი.  მე არ მქონია საზედაო ასოსა და მხატვრული  გაფორმების გამოცდილება, ჩვენ გადავწერეთ ვახტანგ მეფის სიგელის ასლი, რომელსაც ისეთი დასათაურება ჰქონდა, თითოეული ასო იყო გადასახატი, თუმცა, ეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესი იყო.

 

скачать dle 11.3