კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ჩავარდა სალი ხომერიკი შოკში „მის მსოფლიოზე” და რატომ მისცეს მას 9 გოგონასთან ერთად საფინალო შოუზე გამოსვლის უფლება

სულ ახალახან ჩინეთში ჩატარდა „მის მსოფლიოს” მორიგი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა „იმიჯ-ცენტრის” მოდელი, „პირველი ვიცე-მის საქართველო 2011,” სალი ხომერიკი. სხვათა შორის, სალი კონკურსზე ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა და, რაც მთავარია მისმა შესრულებულმა „ლაზურმა” არა მხოლოდ ჟიურის, არამედ, ყველა მონაწილისა და კონკურსის ორგანიზატორების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სალი ხომერიკი: 17 ივლისს გავემგზავრე თბილისიდან, ნელ-ნელა ყველა გოგონა ჩამოვიდა და 19 ივლისისთვის უკვე 120 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით. რაც მთავარია ყველა ძალიან კარგი გოგონა იყო – უშუალოები, კომუნიკაბელურები, ერთმანეთის მიმართ დადებითად განწყობილები. ჟიურის წევრებიც ძალიან მომეწონა, მოკლედ, ოჯახური, თბილი სიტუაცია იყო, თავი მარტო არ მიგრძნია, თან, ჩემს ოჯახთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. ჩემი „რუმეითი” ბულგარელი იყო, ძალიან საყვარელი გოგონაა, კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მიხარია, რომ მისნაირი მეგობარი შევიძინე და დარწმუნებული ვარ, ეს მეგობრობა ბოლომდე გაგვყვება. მეუბნებოდა, ჩვენ ორიდან რომელიც ადრე გათხოვდება, მეორე იქნება მისი მეჯვარეო. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, გოგონების უმეტესობას ბუნებრიობა ჰქონდა დაკარგული, თითქოს ყველა ხელოვნური იყო: გაკეთებული ჰქონდათ ყველაფერი – მკერდი, ცხვირი, ტუჩი, სხეულის კორექციები, უმრავლესობას ლინზები ჰქონდა ჩასმული და პარიკები ეხურა.
– გავიგე, რომ შენი ცეკვით საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიე.
– მეორე დღესვე ჩატარდა ტრადიციული ცეკვების ქასთინგი. თავიდან მეგონა, რომ ჩემს მომზადებულ ცეკვას „ტალანტ შოუზე” გავიტანდი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ცალკე ტარდებოდა ტრადიციული ცეკვების კონკურსი და ცალკე – „ტალანტ შოუ”. ტრადიციული ცეკვების კონკურსში 120 მონაწილე, ანუ ყველა კონკურსანტი მონაწილეობდა. ყველამ ვიცეკვეთ და, თავიდან აირჩიეს 50, შემდეგ – 30, 20, 15 და ბოლოს – 10 საუკეთესო, რომელთა შორის მეც მოვხვდი. ჟიური მთელი კონკურსის განმავლობაში მეუბნებოდა: როგორი დახვეწილი, ნაზი იყავი, ამ დახურულ კოსტიუმში როგორ მოახერხე შენი ქვეყნის ისტორია, ტრადიცია ასე ლამაზად დაგენახვებინა. როცა ცეკვავ, სულ გვინდა, გიყუროთ, მუსიკას ვუსმინოთ და ფიქრებში წავიდეთო. კონკურსანტებიც, როგორც კი დამინახავდნენ, მაშინვე „ლაზურის“ მუსიკას ღიღინებდნენ ან მოძრაობას აკეთებდნენ. მიხარია, რომ ჩემი ცეკვით თავი დავამახსოვრე ხალხს, ეს ჩემთვის დიდი მიღწევაა. რაც მთავარია, უფლება მოვიპოვე, რომ გახსნის ცერემონიალზე მეცეკვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. თავიდან 120 გოგონა გამოვიდა და შემდეგ 10-მა ფინალისტმა ვიცეკვეთ. ჩვენ წინ ვიდექით და თითოეულს 30 წამი გვქონდა იმისთვის, რომ გვეცეკვა. ყველა გოგონას ძალიან ეფექტური ნომერი ჰქონდა და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მომეცა შანსი, ჩემი ქვეყნის კულტურა, ისტორია წარმედგინა ჟიურისთვის და შემდეგ უკვე – მთელი მსოფლიოსთვის.
– რატომ არ მოგცეს „ტალანტ შოუზე” გამოსვლის უფლება?
– იქ უფრო სიმღერას, თანამედროვე ცეკვას, განსაკუთრებულ ტალანტს ითხოვენ, ან, ინსტრუმენტზე უნდა დაგეკრა. ჩემი ცეკვა ტრადიციულ ცეკვაში ჩამითვალეს – ჩვენ უფრო თანამედროვე, ჩქარი და ენერგიული ცეკვა გვინოდაო. ამის შესახებ არ ვიცოდი, თორემ, აუცილებლად სხვა ცეკვასაც მოვამზადებდი. სპორტული შეჯიბრებებიც იყო და ყველაში მივიღე მონაწილეობა: ვირბინე კიდეც, „ატჟიმანიები” ცხოვრებაში რომ არ გამიკეთებია, იქ გავაკეთე. ისე ვიწვალე, ორი დღე ვეღარ ვმოძრაობდი, მაგრამ, გარკვეული ქულები მოვაგროვე.
– როგორ მოხდა, რომ თავიდან 30 გოგონას შორის იყავი, მაგრამ შემდეგ კი სხვებმა გადაგისწრეს?
– დიახ, თავიდან 27-ე ადგილზე ვიყავი, მაგრამ, შემდეგ სხვა შეჯიბრებებსა და ქასთინგებში გოგონებმა ჩემზე მაღალი ქულები აიღეს და ამიტომ გადამასწრეს. როგორც მითხრეს, დაახლოებით 40 გოგონას შორის მოვხვდი.
– ელოდებოდით ასეთ შედეგებს?
– ძალიან კარგი გოგონები, რომლების მოხვედრასაც ვფიქრობდი 30 საუკეთესო კონკურსანტს შორის, არ მოხვდნენ და ისეთები გაიყვანეს, ყველანი გაოცებულები დავრჩით. ამბობდნენ და მეც დავრწმუნდი, რომ ამ კონკურსზე მთავარი პოლიტიკაა. თან, საქართველოდან ჩემი მისამართით არანაირი ყურადღება არ ყოფილა, სხვა გოგონებს კი ჩამოაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა: ოჯახის წევრებმა, ქვეყნის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა... სასტუმროში ნომერი აღარ იყო თავისუფალი. ყველა ქვეყანა სერიოზულ ფიარს უკეთებდა თავის კონკურსანტს,  ასეთ რაღაცეებს იქ დიდ ყურადღებას აქცევენ. რომ გადახედავ სხვა წლებში გამარჯვებულებს და ფინალისტებს, ძირითადად ერთი და იგივე ქვეყნები მეორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი წარმომადგენლები ყოველ წელს შეიყვანონ 30 ან 15 საუკეთესო გოგონას შორის. თან, აბსოლუტურად ყველა დეტალს ითვალისწინებენ. სულ მეკითხებოდნენ: „აბა, ვინ ჩამოდის შენი ქვეყნიდან, რომელი არხი აშუქებს, იქნება პირდაპირი ტრანსლაცია?“ – ანუ, შემდეგში ამ ყველაფერს ითვალისწინებენ, ამით ხვდებიან, საკუთარი ქვეყნიდან როგორი მხარდაჭერა გაქვს, როგორი ინტერესია. მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, უბრალოდ, როდესაც ასეთი ტიპის კონკურსში შენი ქვეყანაც აქტიურად არის ჩართული, წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტი შანსი გაქვს. ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ „მის ჩინეთი” გაიმარჯვებდა. რამე ღონისძიება თუ ტარდებოდა, მაშინვე მას ეძახდნენ; თან, მისი კაბა ზუსტად იმ თვლებით იყო გაფორმებული, რომლითაც გვირგვინი – თითქოს წინასწარ იცოდნენ, რომ გაიმარჯვებდა. ნამდვილად კარგი გოგონაა, უშუალო, ვმეგობრობდი და ვულოცავ გამარჯვებას. შვიდეული რომ შეარჩიეს, ლაპარაკობდნენ: ეს გოგონა იმიტომ მოხვდა შვიდეულში, რომ მისი „ბოიფრენდი“ აფრიკაში ზეთების წარმოების მფლობელია, იმის მამა – მილიონერია და ასე შემდეგ. ასევე, იმასაც ამბობდნენ, რომელ ქვეყანაშიც ტარდება კონკურსი, პირველ ადგილზე  იმ ქვეყნის წარმომადგენელი გადისო; თან, ჩინელის გამარჯვება არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, თითქოს ვიცოდით და შეგუებულები ვიყავით.
– რამე ინციდენტი თუ მოხდა?
– არაფერი, უბრალოდ, ერთ რამეზე მანერვიულეს. ბოლო დღეს სტილისტს ვუთხარი, როგორი ვარცხნილობაც მინდოდა, თან, ფოტო ვაჩვენე ლეპტოპში. მანამდე მაკიაჟი თავად გავიკეთე, რადგან სხვა გოგონები ვიზაჟისტის უკმაყოფილოები იყვნენ. სარკე არ მქონდა და ველოდებოდი, ვარცხნილობა როგორი გამოვიდოდა. რომ ჩავიხედე სარკეში, ისე მქონდა, შოკში ჩავვარდი და ტირილი დავიწყე, თან, ერთი საათიღა გვქონდა დარჩენილი და მერე ფინალური შოუ იწყებოდა. აბაზანაში შევედი, მთელი მაკიაჟი ჩამოვიბანე, ვარცხნილობა დავიშალე, თავიდან გავიკეთე და დასიებული, ჩაწითლებული თვალებით წავედი, ვერც ლაინერი წავისვი და ვერც „ჩრდილები“ გავიკეთე. ძალიან დამწუხრებული ვიყავი. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ენდრიუმ, დაინახა, რომ ყველა გოგონას განსხვავებული ვარცხნილობა ჰქონდა, მე კი, დაღონებული, გაშლილი თმით გამოვედი, ხუთი წუთით ადრე შემიყვანა გასახდელში, გამიკეთა ვარცხნილობა და ისე გამიშვა სცენაზე. ეს ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო, თან, სიტყვიერად დამამშვიდა, მხარში დამიდგა. სხვათა შორის, „მის მსოფლიოს” ერთ-ერთ საიტზე ჩემი ორი ფოტო „დღის ფოტო“ გახდა და ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხალხისგან ძალიან დადებითი მუხტი მოდიოდა, ორჯერ სასტუმროში ყვავილების თაიგულიც კი მომართვეს.  სცენაზე რომ გამოვდიოდი, მაყურებლის მხრიდან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობდი, ქუჩაშიც მცნობდნენ – იცოდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელი ვიყავი.

скачать dle 11.3