კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რატომ ხდება, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე ჯიშის ძაღლი სხვადასხვა ფასი ღირს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად ფასში სხვაობა საკმაოდ დიდია. დავიბენი, როცა ძაღლის შესაძენად წასული ამ გაუგებრობას წავაწყდი.
პასუხი: სუფთა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება და ის ფასშიც აისახება. ისინი ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. ამიტომ არ უნდა დაინანოთ ლეკვში თანხის გადახდა, რადგან, დაბალფასიანი ძაღლი ვერ გაიზრდება ისეთი, როგორიც თქვენს წარმოსახვაში იყო. ფულის დაზოგვის შედეგად, მიიღებთ ჯიშის დაბალი ხარისხის წარმომადგენელს. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლის ყიდვისას ეკონომიის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
კითხვა: ჩემი ძაღლი ოთახის პირობებში იზრდება. ის ჯერ მხოლოდ 9 თვისაა. მაინტერესებს ამ შემთხვევაშიც თუ არის აუცილებელი მისთვის ვაქცინაციის ჩატარება? რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სახლის პირობებში ცხოველი დაცულია. თქვენი აზრი მაინტერესებს, რას მირჩევთ?
პასუხი: მცდარია მოსაზრება, რომ, თუ ცხოველი ოთახის პირობებში იზრდება, არ საჭიროებს ვაქცინაციას ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. სინამდვილეში კი, დაინფიცირების რისკი მაინც საკმაოდ მაღალია, რადგან, ინფექცია გადადის არა მარტო ავადმყოფ ცხოველთან კონტაქტით, არამედ, იმ საგნებითაც, რომლებიც ცხოველთან შეხებაშია. ასევე, დაავადება შეიძლება გადავიდეს ქუჩიდან შინ დაბრუნებული პატრონის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რაც ქმნის ცხოველის დასნებოვნების ყველა პირობას.
კითხვა: მყავს 10 თვის ძუ პეკინესი. მაინტერესებს, აუცილებელია თუ არა მისი შეჯვარება? რაიმე საფრთხეს ხომ არ შევუქმნი მის ჯანმრთელობას, რომ არ შევაჯვაროთ?
პასუხი: მცდარია მოსაზრება, რომ ცხოველი ერთხელ მაინც უნდა შევაჯვაროთ, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუ თქვენ არ ეწევით სანაშენო საქმიანობას და არ იღებთ პასუხისმგებლობას ლეკვების მოვლასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში უმჯობესია, ცხოველს ჩაუტაროთ კასტრაცია, რაც მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ მთელი რიგი გართულებები.
კითხვა: მყავს 2 თვის გერმანული ნაგაზი. მალე ცოფის აცრა უნდა გაუკეთდეს. როგორც გავიგე, ცოფზე ვაქცინაცია ამ ასაკში ხელს უშლის მის ზრდას. მაინტერესებს, შეესაბამება თუ არა ეს აზრი სიმართლეს?
პასუხი: არასწორია ის შეხედულება, თითქოს სამი თვის ასაკში ცოფზე ვაქცინაცია ხელს უშლის ცხოველს ზრდაში და ცუდადად მოქმედებს მისი ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცოფის ვაქცინაში არ შედის ცოცხალი ვირუსი, მას მხოლოდ შენარჩუნებული აქვს იმუნოგენები. ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ისეთი მწარმოებლისგან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ყოვლად უსაფრთხოა.
კითხვა: გვყავს 8 წლის მეტისი, რომელიც მთელი ეს წლები ეზოს პირობებში ცხოვრობს. ბოლო დროს პრობლემები შეექმნა, რის გამოც მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა და გვირჩიეს ოპერაციის გაკეთება. დასაშვებია ამ ასაკში ქირურგიული ჩარევა?
პასუხი: უკეთესი იქნებოდა, დაგეფიქსირებინათ, თუ რა პრობლემები შეექმნა თქვენს ძაღლს და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. ზოგადად კი გეტყვით, რომ ასაკოვან ცხოველებსაც უკეთებენ  ქირურგიულ ოპერაციას, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. რეალურად, ყველაზე ხშირად ოპერაციულ ჩარევას ასაკოვანი ცხოველები საჭიროებენ. ამ დროს ოპერაციულ ჩარევას სასიცოცხლო ჩვენება აქვს, თუმცა, მაღალია ანესთეზიოლოგიური რისკი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული რისკის ხარისხის შეფასება ხდება კლინიკური და სხვა სახის გამოკვლევების მონაცემების ობიექტურად შეფასების საფუძველზე და მხოლოდ მას მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთდეს თუ არა ცხოველს ოპერაცია.

скачать dle 11.3