კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა რუსეთში მცხოვრებმა კაცმა ჯარის მეგობარი თბილისში და ვისი პოვნის იმედი აქვს მას უკრაინაში

68 წლის ალექსეი ვასილის ძე რუსსუ ეძებდა: 66 წლის მიხეილ აგაჯანიანს და ჯერ კიდევ ეძებს 68 წლის ივანე ნესტერენკოს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობრებს: 68 წლის ივანე ნესტერენკოს და 66 წლის მიხეილ აგაჯანიანს. ჩვენ ერთად ვმსახურობდით ჯარში, სადაც ძალიან დავმეგობრდით და ერთმანეთისთვის ძმები გავხდით. ძალიან მინდა მათი პოვნა, რადგან, ჯარის დასრულების შემდეგ მათზე არაფერი ვიცი. იმედია, დამეხმარებით მათ პოვნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ ერთ-ერთ ნომერში, რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. საბედნიეროდ, ბატონი მიხეილი ნაპოვნია და მეგობრებს შორის კავშირი აღდგენილია.
ინტერვიუ ნაპოვნ მიხეილთან (სატელეფონო ჩანაწერი):
– რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენ ჯარის მეგობარი გეძებთ?
– როდესაც სრულიად შემთხვევით თქვენი რუბრიკა წავიკითხე და ჩემი სურათი დავინახე, გავოგნდი! თვალებს არ ვუჯერებდი და ჩემს ცოლსაც კი დავუძახე (იცინის), მინდოდა, დაედასტურებინა, მე ვარ ეს თუ არა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, რადგან, მეც სულ მახსოვდა ჩემი ჯარის მეგობრები და განვიცდიდი, რომ მათთან კავშირი არ მქონდა. ჩვენ ჯარში სამსახური 1968 წელს დავასრულეთ; როგორც უკვე იცით, ლენინგრადში (ამჟამინდელი სანკტ-პეტერბურგი) ვმსახურობდით სამივე – მეც, ივანეც და ალექსეიც. არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. ჩემი ოჯახის წევრები დაუსწრებლადაც კი იცნობენ ჩემს ჯარის მეგობრებს, იმდენჯერ მომიყოლია მათთვის ჩვენი ერთობლივი თავგადასავლები. როგორც კი გავიგე, რომ ალექსეი მეძებდა, მაშინვე დაგიკავშირდით. სამწუხაროდ, პირადად ვერ გნახეთ და მადლობას ასე, ტელეფონით გიხდით.
– თქვენ თუ ეძებდით ალექსეის?
– მიუხედავად იმისა, რომ მეგობარი სულ მახსოვდა და მინდოდა მისი პოვნა, არ მიძებნია. მე არც კი ვიცოდი, ასეთი რუბრიკა თუ  არსებობდა. ალექსეიმ ჩემზე უწინ გაიგო თქვენი საქმიანობის შესახებ და გამოგეხმაურათ.
– ამჟამად რა გეგმები გაქვთ, აპირებთ თუ არა შეხვედრას და მესამე მეგობრის პოვნაზე რას იტყვით?
– ძალიან გვინდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ ტერიტორიული სიშორის გამო როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით არ ვიცი. მე და ალექსეიმ გადავწყვიტეთ, ერთად მოვძებნოთ ჩვენი საერთო მეგობარი – ივანე. ამჟამად ივანეს მოძებნაში უკვე მეც მივიღებ მონაწილეობას. ეს ძალიან საინტერესო და აზარტულიც კია. ჩვენ სამივე ერთად ვმსახურობდით 01647-ე სამხედრო ნაწილში 1965-1968 წლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ივანესაც ყველაფერი კარგად ახსოვს და მასაც ძალიან გაუხარდება ჩვენი ნახვა.

скачать dle 11.3