რა მოხდა ამ დღეს
27 აგვისტო
1859 – პოლკოვნიკმა ედვინ დრეიკმა გათხარა პირველი ნავთობის ჭაბურღილი (ამერიკა, პენსილვანიის შტატი), რის შემდეგაც დაიწყო ნავთობის ერა.
1912 – პირველად გამოქვეყნდა ედგარ ბეროუზის რომანი „ტარზანის თავგადასავალი“.
1955 – პირველად გამოიცა გინესის რეკორდების წიგნი.
28 აგვისტო
476 – არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ.
1904 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში პირველად გაასამართლეს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბების გამო.
1963 – 200 000-ზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა მარტინ ლუთერ კინგის მიერ ზანგების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოწყობილ მარშში.
1996 – პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას განქორწინება.
29 აგვისტო
1526 – ოსმალეთის იმპერიის საომარი მოქმედებების შედეგად არსებობა შეწყვიტა უნგრეთის სამეფომ.
1758 – ნიუ-ჯერსიში შეიქმნა ინდიელთა პირველი რეზერვაცია.
1825 – ბრაზილია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1883 – თომას აპერნმა (კანადა) გამოიგონა პირველი ელექტროღუმელი.
1929 – დირიჟაბლმა „გრაფ ცეპელინმა“ პირველად შემოუფრინა დედამიწას.
30 აგვისტო
ძველი წელთაღრიცხვით 30 – თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ.
1918 – ფანი კაპლანი თავს დაესხა ლენინს.
1983 – ამერიკელი გაიონ ბლუფორდი გახდა პირველი ზანგი, რომელმაც კოსმოსში იფრინა.
31 აგვისტო
1914 – სანკტ-პეტერბურგს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ლენინგრადი.
1935 – ალექსეი სტახანოვმა პირველად დაამყარა თავისი შრომითი რეკორდი.
1955 – უილიამ კობმა (ჩიკაგო) პირველად წარუდგინა საზოგადოებას ავტომობილი მზის ბატარეებით.
1997 – ავტოკატასტროფაში დაიღუპა დიდი ბრიტანეთის პრინცესა დიანა.
1 სექტემბერი
1859 – რელსებზე შედგა პირველი ვაგონი საძილე ადგილებით.
1923 – დიდმა მიწისძვრამ ტოკიოსა და იოკოჰამაში 120 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1939 – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
1951 – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სუპერმარკეტი.
2 სექტემბერი
1870 – საფრანგეთის არმიამ და თვით იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ, სედანთან განცდილი მარცხის შემდეგ, გამოაცხადეს კაპიტულაცია გერმანელთა წინაშე.
1944 – იაპონელებმა წყნარი ოკეანის თავზე ჩამოაგდეს ჯორჯ ბუში უფროსის თვითმფრინავი; ბუში წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა გადაარჩინა.
1945 – დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.