მარტივი დიეტა
ეს დიეტა მოიცავს ოთხჯერად კვებას. მისი დაცვის შემდეგ მაღლდება საერთო ტონუსი, ორგანიზმი თავისუფლდება უსარგებლო და მავნე ნივთიერებებისგან.
რჩევა: ამ დიეტის დროს აუცილებელია მცენარეული ცხიმის მიღება. მათი სრული უგულებელყოფა ვნებს ჯანმრთელობას.
აუცილებელი პირობა: მთლიანად გამორიცხეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმები და ნებისმიერი სხვა პროდუქტი.
მოქმედების პრინციპი: რაციონი ძირითადად შედგება ბურღულეულის, ბოსტნეულის, ხილისა და მცირეოდენი მცენარეული ცხიმისგან.
მოსალოდნელი შედეგი: ორ კვირაში სამუდამოდ დაემშვიდობებით ზედმეტ 6 კილოგრამს.
საუზმისთვის შეგიძლიათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი: ა) წყალზე მოხარშული ხორბლის ან „ჰერკულესის“ ფაფა; ბ) ბოლოკისა და სტაფილოს სალათა; გ) მოხარშული ჭარხალი მწვანილებითა და ცოტაოდენი ზეთით; დ) ცეხვილი შავი პურის 3 პატარა ნაჭერი და ყაბაყის „ხიზილალა“; ე) მოთუთქული ბოსტნეულის სალათა მწვანილით (თითოეული ვარიანტი არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს). სასმელებიდან – ბალახეულის ჩაი და ხილის წვენი.
სადილში აუცილებლად უნდა შეიტანოთ ვეგეტარიანული სუპი და სალათა. შეარჩიეთ ვარიანტები: ა) უხორცო ბორშჩი სოკოთი და უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა; ბ) ჭარხლის წვნიანი და ვაშლისა და სტაფილოს სალათა მწვანილით; გ) კარტოფილის სუპი და კიტრისა და სალათის ფოთლების სალათა მწვანე ხახვითა და კამით.
სამხარზე შეგიძლიათ, მიირთვათ: ა) აირღუმელში გამომცხვარი ვაშლი; ბ) მოშუშული სოკო და კარტოფილი; გ) ბოსტნეულის კატლეტი.
ვახშამი არ უნდა გადააცილოთ საღამოს 6 საათს. შეგიძლიათ, მიირთვათ: ა) ბრინჯი სოკოთი; ბ) მოხარშული კარტოფილი და კიტრის მწნილი; გ) მანანის ბურღულის ან „ჰერკულესის“ ფაფა თაფლითა და ქიშმიშით.
არ დაგავიწყდეთ, რომ საუზმისა და ვახშმის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს, სადილი და სამხარი კი – 300 გრამს.