კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა წარბების გამუქება ნებისმიერი ფანქრით?
პასუხი: რა თქმა უნდა, უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალურად წარბებისთვის განკუთვნილი ფანქარი, რადგან ის შეიცავს ისეთ ცხიმებს, რომლებიც ძნელად ლღვება სითბოში და, შესაბამისად, თანაბრად ნაწილდება, ისე, რომ არ ტოვებს მკვეთრ, ხელოვნურ ხაზს.
კითხვა: მაინტერესებს, რატომ უმატებენ კოსმეტიკაში მარგალიტის ფხვნილს?
პასუხი: მარგალიტის ფხვნილს, ძირითადად, უმატებენ მგრძნობიარე და ალერგიული კანისთვის განკუთვნილ კოსმეტიკაში, რადგან მას აქვს ანტიალერგიული მოქმედება. გარდა ამისა, მარგალიტს აქვს უნარი, შეებრძოლოს პიგმენტურ ლაქებს.
კითხვა: მაქვს ხვეული თმა და მინდა გავისწორო. როგორ გავიკეთო ეს სახლის პირობებში?
პასუხი: წაისვით სპეციალური კრემი, რომელიც თმის გასწორებისთვის არის განკუთვნილი და დააყენეთ ფენი საშუალო ტემპერატურაზე. შემდეგ, მეჩხერკბილებიანი ჯაგრისი სავარცხლით ივარცხნეთ და ფენით ისე გაიშრეთ.
კითხვა: ხშირად მიშრება ხელები. გამიგია, რომ ხელებისთვისაც საჭირო ყოფილა პილინგი. როგორ პილინგს მირჩევთ?
პასუხი: რაც უფრო მშრალია კანი, მით უფრო სქელია მისი რქოვანას ზედა შრე და შესაბამისად, მით უფრო ძნელად იწოვს ის კრემს. ამიტომ, თქვენთვის აუცილებელია ხელების პილინგი მინიმუმ კვირაში ორჯერ, მით უფრო, რომ ხშირად გიშრებათ. 1 სადილის კოვზ დაფხულ „ჰერკულესს“ შეაზილეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი,  ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხის გული (უმი). ეს მასა წაისვით ხელებზე, 20 წუთის შემდეგ კი დოლბანდის ტამპონით გაიკეთეთ პილინგი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით მკვებავი. პროცედურა ჩაიტარეთ ძილის წინ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ მოგიწიოთ ხელების დასველება.

скачать dle 11.3