კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფუკუსიმას“ რადიაციის შედეგი – მუტაცია უკვე სახეზეა

რიუკიუს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იაპონიაში ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი სახეობის პეპლებში არაჩვეულებრივი გენეტიკური ცვლილებები გამოავლინა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მსგავსი მუტაციები შეიძლება გამოეწვია ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა 1-ზე“ შარშან მომხდარი ავარიის შედეგებს.
სამეცნიერო კვლევების მიმდინარეობისას იაპონელმა სპეციალისტებმა „ფუკუსიმას“ პრეფექტურაში შეაგროვეს Pseudozizeeria maha-ს სახეობის წარმომადგენლების კოლექცია, რომლებიც „ცისფერების“ ოჯახს განეკუთვნებიან.
დაჭერილი პეპლებიდან ბევრს შეამჩნიეს სწავლულებმა მუტაციის ნიშნები – ძალზე პატარა ფრთები და ძლივს შესამჩნევი ჩაზნექილობები თვალებზე. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ მომავალ თაობებში ეს გენეტიკური ცვლილებები პოპულაციის მეტ ნაწილს მოიცავდა.
თუ პირველად დაჭერილ პეპლებში მხოლოდ 12 პროცენტში გამოვლინდა მუტაცია, მათ მემკვიდრეებში ეს ცვლილებები უკვე 18 პროცენტს აღენიშნებოდა.
„ჩვენ დავასკვენით, რომ ეს გარდაქმნები გამოწვეულია რადიონუკლიდებით, რომლებიც ატმოსფეროში „ფუკუსიმა 1-ზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ მოხვდა, – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ, – სხვადასხვა სახეობა სხვადასხვანაირად რეაგირებს რადიაციაზე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ცვლილებები სხვა სახეობებშიც, რათა მივიღოთ უფრო ნათელი სურათი რადიაციული დაბინძურებისა“.
ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუსიმა 1-ზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ, გასული წლის მარტში, იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით ფართო ტერიტორიები დაბინძურდა რადიოაქტიური ნივთიერებებით.
ამჟამად იაპონელი მეცნიერები აქტიურად იკვლევენ ამ მოვლენების გავლენას ქვეყნის ზღვისა და ხმელეთის ფაუნაზე.

скачать dle 11.3