კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიარ-აქცია – ბიკინებში

ვიეტნამის ავიაკომპანია Viet Jet Air სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ერთ-ერთი თავისი ლაინერის ბორტზე მოწყობილი წარუმატებელი ფიარ-აქციის გამო. ახალი მიმართულების გახსნის აღსანიშნავად, გადამტანმა გადაწყვიტა, პირველი მგზავრებისთვის ლამაზი შოუ მოეწყო ეროტიკული ქვეტექსტით, რომელიც საკმაოდ კონსერვატიულ ვიეტნამში ბევრმა სათანადოდ ვერ შეაფასა. წარმოდგენა განსაკუთრებით არ მოეწონათ ავიაციის ჩინოვნიკებს.
სკანდალური შემთხვევა მოხდა თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პირველ რეისს ხოშიმინიდან ნიაჩანგში ასრულებდა. მგზავრებს ბორტზე მომხიბვლელი სტიუარდესები ჰავაის ფერად ქვედაკაბებსა და ბიკინის ლიფებში გამოწყობილები მიესალმნენ. როგორც აღმოჩნდა, გოგონები ბორტგამცილებლები კი არა, სილამაზის ნაციონალური კონკურსის მონაწილენი იყვნენ და ბორტზე საზეიმო შოუში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.
ბანანებზე ენერგიული სიმღერით გოგონები საკმაოდ მოუხერხებლად, მაგრამ, ღიმილით ასრულებდნენ ცეკვას სავარძლების რიგებს შორის. წარმოდგენა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ, მგზავრების მამაკაცთა ნახევარს ეს შოუ  ნამდვილად მოეწონა: მოცეკვავეებს ერთდროულად ათობით მობილურ ტელეფონზე იღებდნენ.
ვიდეო მომენტალურად მოხვდა ინტერნეტში, სადაც ცხარე დისკუსია გაიმართა: ეკადრებათ კი ახალგაზრდა ვიეტნამელ გოგონებს დოყლაპიების თვალწინ თეძოების ქნევა?! სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უმრავლესობას ვიდეორგოლიც და გოგონებიც ძალიან მოეწონა, მაგრამ, არა ავიაციის ჩინოვნიკებს. ვიეტნამის ავიაციის სამმართველომ გაეცნო რა ვიდეოჩანაწერს, გადაწყვიტა, 1 000 დოლარით დააჯარიმოს ავიაკომპანია „უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის“. როგორც ჩინოვნიკებმა განმარტეს, ბორტზე შოუს მოწყობა არ იყო შეთანხმებული ზემდგომ ინსტანციებთან და წარმოადგენდა პოტენციურ საშიშროებას მგზავრებისა და თვითმფრინავისთვის.

скачать dle 11.3