კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხახვის ნაყენი და კვერცხი პოტენციას ამაღლებს



დღევანდელი დაძაბული სტრესული ცხოვრების ფონზე, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრ მამაკაცს აწუხებს. თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან და საკუთარ თავში ჩაკეტვას ამჯობინებენ.
თუ ყოველივე ეს სერიოზული ფიზიოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული, მამაკაცებმა იმედი არ უნდა დაკარგოთ. ადგომისთანავე, უზმოზე,  ყოველ დილით გადაყლაპეთ ერთი კვერცხის გული. ასევე, კარგია კვერცხისა და ხახვის სალათის რეგულარულად მიღება.
პოტენციის დაქვეითების დროს უძველესი დროიდან არის ცნობილი ხახვის ნაყენი. კერძოდ, ორ ჭიქა წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ დაახლოებით 5-6 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ კარგად გაწურეთ და დალიეთ მეოთხედ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე. დააკვირდით საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და დარწმუნდებით, რომ უმოკლეს დროში ძალა და ენერგია გაგიორმაგდებათ.

  ვისაც გასტრიტი აწუხებს, უზმოზე
ჰერკულესი უნდა ჭამოს

 თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილსა და სიმძიმეს გრძნობთ, პერიოდულად გაწუხებთ გულისრევის შეგრძნება, გულძმარვა, ესე იგი, უნდა ივარაუდოთ, რომ  გასტრიტი გაქვთ. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, იყოს არასწორი კვების რეჟიმი, სტრესი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, მედიკამენტები.
ეცადეთ, გასტრიტი არ გამწვავდეს და რთულ ფორმაში არ გადაიზარდოს. ამისთვის, მოერიდეთ მშრალ საკვებს, მწარე და ცხარე პროდუქტებს, ალკოჰოლს. დღის განმავლობაში რეგულარულად მიირთვით საკვები, 3-ჯერ, მცირე ულუფებით და ლუკმები კარგად დაღეჭეთ.
დილით, უზმოზე, მიირთვით ჰერკულესის ფაფა. მისი ლორწოვანი კონსისტენცია კუჭის კედლებს იცავს მავნე ზემოქმედებისგან. თუ კუჭის არეში ტკივილი და სიმძიმე გაწუხებთ, დაიცავით დიეტა. გამორიცხეთ ალკოჰოლი, ამოიღეთ მენიუდან ხორცის ნახარში, ძეხვეული, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი, მოხარშული კვერცხი და შებოლილი ნაწარმი.

თუ ნაადრევად დაბერება არ გსურთ, უპირატესობა ეგზოტიკურ ხილს მიანიჭეთ

სწორი კვება სულაც არ ნიშნავს, რომ საყვარელ საჭმელზე უარი თქვათ. უბრალოდ, უნდა მოერიდოთ თეთრ ფქვილს, შაქარსა და ცხიმს. მიირთვით, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ასევე, რძის ნაწარმი. სითხეებიდან კი – მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და ჩაი. დღის განმავლობაში ლიტრ-ნახევარი სითხე მაინც უნდა მიიღოთ, რაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებისა და წიდების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაის ფოთლები C ვიტამინის, ფტორისა და თუთიის საბადოა. ამიტომ, დალიეთ დღეში ოთხი-ხუთი ჭიქა მწვანე ჩაი – ეს ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების გამოდევნას.
საკვებში გამოიყენეთ საკაზმები, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და ცხიმების დაშლას.
თუ გიყვართ ეგზოტიკური ხილი, მაგალითად, ბანანი, მანგო, ანანასი, კივი, პაპაია და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ. მათში ბევრია რომელინისა და პაპაინის ფერმენტები, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელება-გადამუშავების პროცესს. ასევე, მკვეთრად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

  ჭარხლის წვენი ღვიძლს, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს

ჭარხლის წვენი ძალიან მარგებელია. ის უზრუნველყოფს ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.
კლიმაქსურ პერიოდში ქალებისთვის ჭარხლის წვენი აუცილებელია. გირჩევთ, ამ დროს, ჰორმონული პრეპარატების ნაცვლად, ახალგამოწურული ჭარხლის წვენი სვათ.
ჭარხლის წვენი, ორგანიზმს ასევე, ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან პათოლოგიები აღენიშნება.
წითელი ჭარხლის წვენი შეიცავს იმდენ კალიუმს, რაც ორგანიზმისა და მისი ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისია. ასევე, შეიცავს ქლორს, რომელიც ღვიძლს, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს და ორგანიზმის ლიმფურ სისტემას ასტიმულირებს.
 საკვები და ჯანმრთელობა ურთიერთკავშირშია

ნებისმიერი სახეობის საკვები განსაკუთრებულ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებზეც დამოკიდებულია კანის, თმის, ფრჩხილისა და საერთოდ, ორგანიზმის მდგომარეობა.
მცენარეული ზეთი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით – ომეგა 3-ით და ომეგა 6-ით. სწორედ ეს ნივთიერებები აგებს პასუხს კანის თვითდატენიანებაზე და ძირითადად, წამყვან როლს ასრულებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში.
სასარგებლო მჟავებით მდიდარია თევზი. იმისთვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი კანი, თმა და ფრჩხილები ყოველდღიურად ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 200 გრამი თევზი უნდა მიირთვათ.
კეფირი შეიცავს ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს. ბიფიდობაქტერიები ორგანიზმს იმუნური სისტემის აღდგენაში ეხმარება. ლაქტობაქტერიები კი, პასუხს აგებს ორგანიზმის მიერ ვიტამინების შეთვისებასა და კანში Q10 ვიტამინის წარმოქმნაზე. თუ ორგანიზმს ეს ბაქტერიები აკლია, ვიტამინები სრულად არ შეითვისება. ეს კი, უპირველესად, კანზე აისახება, კერძოდ, – ცხიმიანზე, რომელიც მიდრეკილია ჩირქოვანი ანთებითი პროცესებისა და აკნესადმი. დაქვეითებული იმუნიტეტი ამწვავებს კანზე მიმდინარე ანთებით და ჩირქოვან პროცესებს. ორგანიზმისთვის ბიფიდო და ლაქტობაქტერიების ნორმალური მიწოდებისთვის აუცილებელია, დღეში ერთი ან ორი ჭიქა კეფირის დალევა.
მხოლოდ ხორცეულს შეუძლია, ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო რაოდენობით ცხოველური ცილა. ცილის ნაკლებობის შემთხვევაში, კანი გაცილებით მომჩვარულია და ნაოჭდება. ელასტიკურობისა და სიგლუვის დასაბრუნებლად, დღეში 100-200 გრამი ხორცის ჭამაა საჭირო, განსაკუთრებით კი 30-35 წლის ასაკის ზემოთ, როცა კანის უჯრედებში კოლაგენის გამომუშავება მცირდება.
მშრალი კანი, რომელიც შეწითლებულია და ალერგიისკენ არის მიდრეკილი, A ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. ამ შემთხვევაში, უნდა მიირთვათ სტაფილო. ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და უჯრედისს, რაც ხელს უწყობს კანის გამოჯანმრთელებას, ასწორებს მის სტრუქტურას. A ვიტამინის სიჭარბეც არ ვარგა, რადგან ის იწვევს კანის სიყვითლეს. სასურველია, დღეში ერთი საშუალო ზომის სტაფილო გახეხოთ და მიირთვათ.
თხილეულში ბევრი თუთიაა. მისი ნაკლებობა იწვევს ფრჩხილებზე თეთრი ლაქების, ნაპრალების გაჩენას და შრეებად დაყოფას. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დღეში ნახევარი ჭიქა ნუში მიირთვათ. თუთია დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ ძვლის სტრუქტურაზე, არამედ, ნივთიერებათა ცვლაზეც. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.
გრეიპფრუტი უამრავ C ვიტამინს შეიცავს. მისი ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმში ყველა პროცესის ინტენსივობა მცირდება, იწვევს გადაღლილობას და ირღვევა კანში სისხლის მიმოქცევის პროცესი. C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. გრეიპფრუტი C ვიტამინის გარდა, შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. გირჩევთ, მიირთვათ ერთი ჭიქა გრეიპფრუტის ნატურალური წვენი სადილობამდე.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ის აწესრიგებს ნახშირწყლების, მარილებისა და წყალმარილების ცვლას ორგანიზმში. საკმარისია, ადამიანმა დღეში ორი ბანანი მიირთვას და ყველა ამ პროცესს ადვილად დაარეგულირებს.

რომელ საკვებზე უნდა თქვათ უარი ცხელ დღეებში

ჯანმრთელობის, ლამაზი გარეგნობის, სიმხნევისა და ხალისიანი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, სწორად იკვებოთ. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ახალ ხილს და ბოსტნეულს, იყიდეთ იმდენი, რამდენსაც მალევე მიირთმევთ, რადგან ერთი დღის განმავლობაში მაცივარში დებისგან სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების დიდ ნაწილს კარგავს.
სადილი და ვახშამი სალათებით დაიწყეთ, ეს მოგიკლავთ შიმშილის გრძნობას.
ზაფხულში ადამიანი იოლად შეძლებს უარი თქვას პურზე, ძროხის ან ღორის ხორცზე და მათ გარეშე გაძლოს. ეს მის ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.
ნუ მოამზადებთ რამდენიმე დღის მარაგს, რადგან წინა დღით მომზადებული და შემდეგ გაცხელებული საკვები სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.
იდეალური საუზმეა ფაფა, ჯემი, შავი პური და ჩაი. ადამიანს დილით ჩაი უფრო აფხიზლებს და ენერგიით ავსებს, ვიდრე ყავა. სადილობა აუცილებელია, რადგან ვინც არ სადილობს, ორმაგად ინაზღაურებს ამას ვახშამზე. ეს კი ორგანიზმისთვის არ ვარგა.
რაციონალური ვახშამი გამოგივათ, თუ დაძინებამდე ორი ან სამი საათით ადრე ბოსტნეულს, თევზსა და ორცხობილას მიირთმევთ. ჭამის დროს არ იჩქაროთ, რომ ზედმეტი საკვები არ მიიღოთ.
საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე სუპებიც კარგია. მისი გადამუშავების დროს ორგანიზმი გაცილებით მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე თვითონ ამ საკვებშია. თან, სუპის შემდეგ შიმშილის გრძნობა დიდი ხნით აღარ შეგაწუხებთ.
კვირაში სამი დღე საუზმეზე უცხიმო ყველი მიირთვით, თან უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი დააყოლეთ. ლანჩზე, შეგიძლიათ უცხიმო იოგურტი და კვერცხი მიირთვათ, ზედ ერთი ჭიქა კეფირიც მიაყოლოთ.
სადილად შეგიძლიათ, ბოსტნეული, უცხიმო თეთრი ხორცი ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი მიირთვათ, ვახშმის დროს კი – ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. ეს ტკბილ ძილს მოგგვრით.
ასევე, აუცილებლად,  ბევრი იმოძრავეთ. ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ.

скачать dle 11.3