კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” მიერ შედგენილი ყველაზე მდიდარი ოლიმპიელების ტოპ-ოცეული

ლონდონის ოცდამეათე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ისტორიის ნაწილი გახდა. სპორტული ჟურნალისტები და ექსპერტები სპორტსმენების მიღწევების შეფასებით არიან დაკავებულნი, ხოლო „ფორბსის” ჟურნალისტებმა ოლიმპიადის მონაწილე ათლეტებისგან ყველაზე მდიდრების ტოპ-ოცეული შეადგინეს, რომელსაც „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ. მასალაში აღნიშნული თანხა, სპორტსმენებმა ბოლო 12 თვეში გამოიმუშავეს.
როჯერ ფედერერი (შვეიცარია) ჩოგბურთი – 54,3 მილიონი დოლარი
31 წლის ლეგენდარულ ჩოგბურთელს „დიდი სლემის” ტურნირების მოგებათა რაოდენობით მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის, 17 ტიტული „უიმბლდონზე”, საფრანგეთის, ავსტრალიისა და აშშ-ს ღია პირველობებზე. ფედერერი რეკორდსმენია მსოფლიო ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნის მხრივაც, 288 კვირა, მათ შორის 237 კვირა ზედიზედ. საერთო ჯამში, ფედერერს საპრიზოების სახით კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 72 მილიონი დოლარი. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ფედერერმა ფინალში მარცხი განიცადა ბრიტანელ ენდი მარეისთან, თუმცა გავრცელებული ვერსიის თანახმად, ფედერერი 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაშიც გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
ლებრონ ჯეიმსი (ამერიკის შეერთებული შტატები) კალათბურთი – 53 მილიონი დოლარი
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი და „მაიამი ჰითის” წევრი, 27 წლის  ლებრონ ჯეიმსი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მისმა ამერიკის ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა ლონდონის თამაშებზე.
კობი ბრაიანტი (ამერიკის შეერთებული შტატები) კალათბურთი – 52,3 მილიონი დოლარი
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარულმა შემტევმა 33 წლის ასაკში მეორედ მოიგო ოლიმპიური ოქრო და მორიგი აღიარება მოუტანა ამერიკულ საკალათბურთო სკოლას.
მარია შარაპოვა (რუსეთი) ჩოგბურთი – 27,1 მილიონი დოლარი
მსოფლიოს ექსპირველმა ჩოგანმა, მშვენიერმა მარია შარაპოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ლონდონის ოლიმპიადაზე. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ წლის განმავლობაში 27 მილიონი დოლარი გამოემუშავებინა.
კევინ დიურანტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – კალათბურთი – 25,5 მილიონი დოლარი
„ოკლაჰომა-სიტის” მოთამაშემ, 23 წლის კევინ დიურანტმა გასული ერთი წლის განმავლობაში 25,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ამას ოლიმპიური ოქროს მედალიც დაუმატა.
კარმელო ენტონი (ამერიკის შეერთებული შტატები) კალათბურთი – 22,9 მილიონი დოლარი
„ნიუ-იორკს ნიქსის” კალათბურთელმა კარმელო ენტონიმ გასულ წელს 22 მილიონი დოლარი მოიხვეჭა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი დაუმატა თავის მონაგარს.
უსეინ ბოლტი (იამაიკა) მძლეოსნობა – 20,3 მილიონი დოლარი
მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა, უსეინ ბოლტმა პეკინის ოლიმპიადაზე დაწყებული ტრიუმფალური სვლა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე განაგრძო და კვლავ გახდა პლანეტის ყველაზე სწრაფი მორბენალი.
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) ჩოგბურთი – 19,8 მილიონი დოლარი
25 წლის „დიდი სლემის” ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე არცთუ წარმატებულად იასპარეზა. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ოლიმპიადის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების პირველ ათეულში მოხვდა.
კრის პოლი (ამერიკის შეერთებული შტატები) კალათბურთი – 19,2 მილიონი დოლარი
ამერიკის საკალათბურთო ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი შემატა თავის ტიტულებს. „ლოს-ანჯელეს კლიპერსის” 27 წლის მოთამაშემ წლის განმავლობაში 19 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა.
ნა ლი (ჩინეთი) ჩოგბურთი – 18,4 მილიონი დოლარი
ჩინეთის პირველი წარმომადგენელი მსოფლიო ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგის პირველ ათეულში, 30 წლის ნა ლი ოლიმპიადის ყველაზე მდიდარი ათლეტების ტოპ-ათეულის ბოლო პოზიციაზე გავიდა.
დერონ უილიამსი (ამერიკის შეერთებული შტატები) კალათბურთი – 18,2 მილიონი დოლარი
ამერიკელი დერონ უილიამსი „ბრუკლინ ნეთსის” ღირსებას იცავს და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალ სეზონზე მისი თანაგუნდელი ჩვენებური თორნიკე შენგელია იქნება.
პაუ გასოლი (ესპანეთი) კალათბურთი – 17,2 მილიონი დოლარი
ის ყველაზე ცნობილი ესპანელი კალათბურთელია ამერიკულ ლიგაში, რომლის თანაგუნდელი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსიდან” კობი ბრაიანტი, გაცილებით მაღალ პოზიციაზეა ამ რეიტინგში.
სერენა უილიამსი (ამერიკის შეერთებული შტატები) ჩოგბურთი – 16,3 მილიონი დოლარი
33 წლის ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა და „დიდი სლემის” ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა, ყველას დაანახვა, რომ ჩოგბურთელისთვის სოლიდურ ასაკშიც კი შესაძლებელია მაღალი ადგილების დაკავება ოლიმპიურ თამაშებზე.
კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) ჩოგბურთი – 13,7 მილიონი დოლარი
მსოფლიოს ექსპირველმა ჩოგანმა ქალთა შორის, დანიელმა ლამაზმანმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ ოლიმპიურ თამაშებზე არცთუ წარმატებულად იასპარეზა. თუმცა ის ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და მოსალოდნელია, რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე თავის სიტყვა თქვას.
ტონი პარკერი (საფრანგეთი) კალათბურთი – 13,1 მილიონი დოლარი
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი „ფორბსის” რეიტინგში. „სან-ანტონიო სპურზის” ფრანგმა ლეგიონერმა, 30 წლის პარკერმა წლის განმავლობაში 13 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა.
ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) ჩოგბურთი – 12 მილიონი დოლარი
ენდი მარეიმ თითქმის შეუძლებელი შეძლო და ოლიმპიადის ფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა, რომელიც ოლიმპიური ტურნირის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა, მას შემდეგ, რაც ოლიმპიადაში ტრავმის გამო რაფაელ ნადალმა ვერ მოახერხა ასპარეზობა.
მანუელ ჯინობილი (არგენტინა) კალათბურთი – 11,8 მილიონი დოლარი
34 წლის არგენტინელისთვის ლონდონის ოლიმპიადა სავარაუდოდ უკანასკნელი იქნება კარიერაში. თუმცა, „სან-ანტონიო სპურზის” ერთ-ერთი ლიდერი აქტიური სპორტიდან წასვლას არ ჩქარობს.
ანდრე იგუდალა (აშშ) კალათბურთი – 11,4 მილიონი დოლარი
თავის თანაგუნდელებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი სახე ამერიკის საკალათბურთო ნაკრებში. ამის მიუხედავად, იგუდალა, ოლიმპიური ჩემპიონი და რამდენიმე მილიონი დოლარის მფლობელია.
ტაისონ ჩენდლერი (აშშ) კალათბურთი – 11 მილიონი დოლარი
„ნიუ-იორკ ნიქსის” კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც „ფორბსის” ტოპ-ოცეულის წევრი გახდა. 29 წლის ჩენდლერმა ბრწყინვალედ იასპარეზა ლონდონის ოლიმპიადაზე.
მარკ გასოლი (ესპანეთი) კალათბურთი – 10,9 მილიონი დოლარი
„მემფის გრიზლის” და ესპანეთის ნაკრების წევრი, რომელმაც ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ამერიკის ნაკრებთან წაგებულ ფინალში.

скачать dle 11.3