სამოვარი – დროგბას
მოსკოვში ჩასულ დიდიე დროგბას რუსული სპორტული გაზეთის „სოვეტსკი სპორტის” ჟურნალისტებმა საჩუქარი გაუკეთეს – რუსული ნაციონალური სამოვარი აჩუქეს. საჩუქრის გადაცემის მომენტში დროგბას სიხარული ემჩნეოდა სახეზე, თუმცა, ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ კოტდივუარელი ფეხბურთელი ვერ მიხვდა, თუ რა დანიშნულება აქვს სამოვარს. სხვათა შორის, „ჩელსიში” თამაშის დროს დროგბას თანაგუნდელ იური ჟირკოვს ხშირად ჩაჰქონდა ლონდონში რუსული არაყი და, იურის თქმით, დიდიეს ძალიან მოსწონდა ნამდვილი რუსული „ვოდკა”. დროგბა ამჟამად ჩინური „შანჰაი შენჰუას” რიგებში ასპარეზობს და კარიერის დასრულებას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავს.