1888 დამყარებული რეკორდის მოხსნა ინგლისში
ინგლისელმა გოლკიპერმა ჯეკ ბატლენდმა იტალიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მოხსნა რეკორდი, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, 1888 წელს დამყარდა. ბატლენდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე მათ შორის, ვისაც კი ინგლისის ნაკრების მაისური ჩაუცვამს. იტალიასთან მატჩში ბატლენდი 19 წლის და 158 დღის გახლდათ, ხოლო წინა რეკორდის მფლობელი ბილი მუნი იყო, რომელიც 1888 წელს უელსთან გამართული მატჩის დროს 19 წლის და 222 დღის იყო. საინტერესოა, რომ ბატლენდს ჯერჯერობით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ინგლისის პრემიერ-ლიგაში, იგი „ბირმინგემ სიტის” საკუთრებაა, თუმცა, ჯერაც ინგლისის მეორე და მესამე დივიზიონებში ასპარეზობს.