თავშესაფარი კამერუნელებისთვის
ოლიმპიადის მონაწილე ხუთმა კამერუნელმა მოკრივემ, მოცურავემ და ქალთა ფეხბურთის გუნდის სათადარიგო გოლკიპერმა, დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი მოსთხოვეს. სპორტსმენებმა თვითნებურად დატოვეს ოლიმპიური სოფელი და განაცხადეს, რომ, უმედლოდ დარჩენის შემთხვევაში, მათი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი სპორტული კარიერის ძალით დასრულებას და, ასევე, ფიზიკურად გასწორებას ჰპირდებოდა. სწორედ ამის გამო, სპორტსმენებს სურთ, თავიანთი სპორტული კარიერა დიდ ბრიტანეთში განაგრძონ. საინტერესოა, რომ კამერუნელ ოლიმპიელებამდე ოლიმპიური სოფლიდან ეთიოპიელი სპორტსმენი გაუჩინარდა, რომელმაც, ასევე, თავშესაფარი მოითხოვა.