ჰაშიშით მოვაჭრე ოლიმპიელი
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოკრივე ენტონი ჯოშუა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, თამაშების დაწყებამდე ერთი წლით ადრე ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობაში იყო მხილებული და დაკავებული პოლიციის მიერ. ჯოშუა ჰაშიშით ვაჭრობდა და მას მინიმუმ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, სასამართლომ მას პირობით სასჯელი და 100 საათი საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება შეუფარდა. „დაპატიმრებამ დიდად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი და დროა, კარიერას მივხედო”, – ასეთი კომენტარი გაუკეთა ჯოშუამ ჰაშიშის ისტორიას.