ყველაზე სექსუალური აკვალანგისტი
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო კლუბ „ბრუკლინ ნეთსის” მფლობელის, ცნობილი რეპერის, ჯეი-ზის არანაკლებ ცნობილი მეუღლე – ბიონსე, მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ აკვალანგისტად დასახელდა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე ხნის წინ ბიონსემ ტროპიკულ კურორტზე დაისვენა, სადაც დაივინგით ერთობოდა და თავისი გარუჯული სექსუალური სხეულის ფოტოები ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე გამოფინა. ფოტოების უმეტესობაში ბიონსე აკვალანგისტებისთვის აუცილებელ მოწყობილობებში პოზირებდა და სწორედ ამიტომ დასახელდა პოპ-ვარსკვლავი მსოფლიო „სექსუალურ აკვალანგისტად”.