კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

გაკეთებულ სიკეთეს აფიშირება არ სჭირდება
ერთი მეზობელი ქალბატონი მყავს. ყველანაირად კარგი პიროვნებაა: კეთილი, გულისხმიერი, უბოროტო, გულუხვი და, რაც მთავარია – მორწმუნე. თუ შეუძლია, უცნობ ადამიანსაც ისე ამოუდგება მხარში და ყველანაირად დაეხმარება, როგორც თავის ახლობელს. მატერიალურად არ უჭირს და, შესაბამისად, ქველმოქმედებასაც ეწევა, შეიძლება, ისეთი მასშტაბებით არა, რომ ეკლესიები ააშენოს ან გაჭირვებულს ბინა უყიდოს, მაგრამ მის კარზე მისულ მათხოვარს ცარიელი ხელით არ გაუშვებს, ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფარში გზავნის ტანსაცმელს და პროდუქტს, ციხეში უამრავი წიგნი გაგზავნა, მოკლედ, ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. თან, ეკლესიურად ცხოვრობს: ყველა წესს იცავს და წირვა-ლოცვას არ აკლდება, მაგრამ, ერთი ცუდი თვისება აქვს – ყველას დაწვრილებით უყვება, თუკი ვინმეს რამე გაუკეთა. მე თვითონ მორწმუნე ადამიანი ვარ და, ვიცი, ამ წერილს არ უნდა გწერდეთ, რადგან, გამოდის, რომ სხვას განვიკითხავ, მაგრამ, პირადად, ვერ ვუბედავ თქმას და, იქნებ, რომ წაიკითხავს (ვიცი, რომ თქვენს რუბრიკას  მუდმივად კითხულობს), მიხვდეს, რომ არ შეიძლება ყოველი კეთილი საქმის საქვეყნოდ მოყოლა. ეტყობა, დაავიწყდა, რომ მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რასა იქმს მარცხენა; რომ ასეთი ტრაბახით (სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ) აუფასურებს იმ სიკეთეს, რასაც სჩადის. ხანდახან, როცა ჩემთანაც იწყებს მოყოლას, ვის რა და რამდენი მისცა, ვის რაში დაეხმარა, მინდა ხოლმე, რამენაირად ვუთხრა, რომ ნუ ყვება ამ ყველაფერს ყველასთან, მაგრამ, მოხუცია და ვერ ვაკადრებ. ამ თვისების გამო კი, მიუხედავად მისი უსაზღვრო სიკეთისა და ხელგაშლილობისა, მაინც გაურბიან მეზობლები – ყველას ეზარება გაუთავებელი კვეხნის მოსმენა. მე კი მეცოდება, რადგან, მართლა კარგი ქალია, მაგრამ, ვერ ხვდება, რომ ამით ღმერთსაც აწუხებს და ადამიანსაც.
ლელა, 30 წლის.

ეჭვიანი ხასიათის გამო გოგონები გამირბიან
ძალიან ეჭვიანი ადამიანი ვარ, რაც მე თვითონვე მიქმნის საშინელ დისკომფორტს, თუმცა, თავს ვერაფერს ვუხერხებ. სულ ვცდილობ, ყველაფერს მარტივად შევხედო; მინდა, რომ ყველასი მჯეროდეს, მაგრამ, არაფერი გამომდის. სულ მგონია, რომ ყველა მატყუებს, რომ არავინ არ არის ჩემთან გულწრფელი. ოჯახის წევრების მიმართაც ასეთი ვარ. რომ ჩამიჯდა ტვინსა და გულში ეჭვიანობის ჭია, ვეღარაფრით ვეღარ მოვიშორე – დედაჩემს გადავეკიდე, ჩემი ძმა უფრო გიყვართ, მე ფეხებზე გკიდივართ, ის უფრო გეამაყებათ და გესახელებათ, მისთვის ყველაფერი გემეტებათ, ჩემზე კი საერთოდ არ ზრუნავთ-მეთქი. საწყალ ქალს ყოველდღე ცხარე ცრემლით ვატირებ. ამაზე მამაჩემი ხან მეჩხუბება, ხან ახსნა-განმარტებებს მიტარებს, ხანდახან მებუტება კიდეც, მაგრამ, ეტყობა, ეს ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც არ იკურნება. საწყალი ჩემი ძმა ყველაზე ცუდ დღეშია. საკმარისია, დედამ ჰკითხოს, ხომ არ გშიაო, რომ შეშინებული გამომხედავს ხოლმე – ხომ არ მეწყინა.
მეგობრებთანაც ეჭვიანი ვარ, ოღონდ, შედარებით ნაკლებად. სამაგიეროდ, გოგოები მყავს გამწარებული. უნივერსიტეტში საკმაოდ პოპულარული ბიჭი ვარ და, შესაბამისად, გოგოების ყურადღება არ მაკლია, მაგრამ, საკმარისია, რომელიმე მათგანი დამიახლოვდეს, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში დამდუღრულივით გამირბის და ჩემკენ აღარ იხედება.
ამას წინათ ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, თუ ხასიათი არ შეიცვალე, მარტო  უქალოდ და უცოლოდ კი არა, საერთოდ მარტო დარჩები და მერე მგელივით იყმუვლებ, მაგრამ უკვე გვიან იქნებაო. მეც ვიცი, რომ საშინელება მჭირს და ძალიან ძნელია ჩემთან ურთიერთობა, ამის გამო საკუთარი თავი მძულს და ხანდახან ვფიქრობ, ნეტავი საერთოდ არ დავბადებულიყავი-მეთქი, მაგრამ, რა ვქნა, როგორ მოვერიო თავს, აზრზე არა ვარ. ალბათ, ფსიქიატრთან მომიწევს წასვლა, თუმცა, ეჭვი მეპარება, რამე მიშველოს.
აჩიკო, 20 წლის.

ყველაფერი ჩემი ბრალია
უკვე ასაკში ვარ, ჯანმრთელობაც შერყეული მაქვს და, ამიტომ, არ ვიცი, როდის წამიყვანს უფალი თავისთან. ვარ აბსოლუტურად მარტო და ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა ჩემი გასაჭირის შესახებ.
ისე მოხდა, რომ პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე და გაუთხოვარი დავრჩი, თუმცა, სხვებზე ნაკლები გოგო არ ვიყავი. ჩემი ნაცნობებიდან ვინც ყველაზე შეუხედავი და გაუნათლებელი იყო, იმათ ყველაზე უკეთ აიწყვეს ცხოვრება, ზოგი ორ-სამჯერაც კი გათხოვდა და ყველა ქმარი თან ჰყვებოდა, მე კი მინდვრის თაგვივით მარტო დავრჩი. არ გეგონოთ, ვინმესი მშურდეს. ღმერთმა ყველა ბედნიერად ამყოფოს, ეტყობა, ეს იყო ჩემი ბედი. თუმცა, ბედის შექმნაში ადამიანი თვითონაც უნდა დაეხმაროს ღმერთს, მე კი ეს, როგორც ჩანს, არ გავაკეთე.
სამი და-ძმა ვიყავით. ძმამაც ადრე მოიყვანა ცოლი, დაც ადრე გათხოვდა, მე კი სწავლას გადავყევი თან. მერე კარგ სამსახურში აღმოვჩნდი, კარგი ხელფასით, მერე დამაწინაურეს და თანამდებობის პირიც გავხდი და სიყვარული იმდენჯერ გადავდე სამომავლოდ – ამისთვის ჯერ არ მცალია-მეთქი, რომ, როცა მოვიცალე, უკვე გვიან იყო. სამსახურიდან ბინაც მივიღე და ცალკე ვცხოვრობდი. რადგან ბინაც მქონდა და შემოსავალიც, ჩემმა დამ და ძმამაც თავიანთი შვილები პრაქტიკულად მე გამაზრდევინეს – შენ აწი ვეღარ გათხოვდები და ესენი იგივე შენი შვილები არ არიანო? მიუხედავად მოუცლელობისა, თან ვყვებოდი ბავშვებს, არაფერს ვაკლებდი. ისინი რომ დაოჯახდნენ, მერე მათ შვილებსაც ვზრდიდი. მათ გამო პენსიაზე ადრე გავედი – მშობლებს არ სცალიათ და ბავშვებს რამე არ მოაკლდეთ-მეთქი. ძირითადად ჩემთან ცხოვრობდნენ, ხანდახან თუ მიდიოდნენ თავიანთ დედ-მამასთან. ამ წასვლა-წამოსვლაში, ერთმანეთის ჯინაზე, თითქმის სულ გამიცალეს სახლი – ერთი ოდნავ ღირებული ნივთიც კი არ დამიტოვეს, ყველაფერი გაზიდეს. მივხვდი, რაც ხდებოდა და ძალიანაც მეწყინა, მაგრამ, ხმა არ ამოვიღე, ვიფიქრე, მთელი ჩემი ქონება ხომ მაინც მაგათ უნდა მივცე-მეთქი. თან, ჩემი გაზრდილები იყვნენ და საკუთარი შვილებივით და შვილიშვილებივით მიყვარდა.
ერთ დღეს კი სახლში დავეცი და ფეხი მოვიტეხე. საავადმყოფოში დამაწვინეს და მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მომაკითხეს. მე მგონი, არც კი უნდოდათ იქიდან ჩემი წამოყვანა, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდათ და, ფეხზე რომ დავდექი, სახლში წამიყვანეს. თუმცა, ჯობდა, გზაში დამმართნოდა რამე, რადგან, ჩემი ბინა ვეღარ ვიცანი: აღარც ჩემი ავეჯი დამხვდა, აღარც ჩემი წიგნები და სხვა ნივთები. ისე ცუდად გავხდი, შეკითხვის თავი აღარ მქონდა და ნერვიულობისგან ლოგინად ჩავვარდი. რადგან ჩემი მოვლის სურვილი არც ერთს არ ჰქონდა, იკადრეს და მომვლელი ქალი ამიყვანეს. ცოტა უკეთ რომ გავხდი, ფერებ-ფერებით და ქლესაობით, დის შვილიშვილმა დამარწმუნა, დანარჩენებს თვითონ გავისტუმრებ თანხით, შენ კი მე მოგივლი, ბინას თუ გადმომიფორმებო. მოვტყუვდი და დავთანხმდი. გადაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი გამომიცხადა, ბინას რეკონსტრუქცია უნდა ჩავუტარო და რომ არ შეწუხდე, ცოტა ხნით მოხუცთა სახლში გადაგიყვან. რემონტს რომ დავამთავრებ, ისევ უკან დაგაბრუნებ და გაწიკწიკებულ ბინაში იცხოვრებო. უარი რომ მეთქვა, რას გავხდებოდი. ამიტომ, დავეთანხმე და მას შემდეგ ვაგდივარ მარტო. რამდენიმე თვე ისე გავა, სანახავადაც კი არ მოდის. ახია ჩემზე, ყველაფერი ჩემი უჭკუობით მომივიდა, მაგრამ, თვითონ ღმერთის მაინც არ ეშინიათ?!
დარეჯანი, 78 წლის.

скачать dle 11.3