კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გისოსებს გამოღმათა მწუხარება

„ჩაიდინეთ დანაშაული, მშვენიერო მარგალიტა“

ნორვეგიის სასამართლომ, ხანგრძლივი განხილვის შედეგად, როგორც იქნა, 77 ადამიანის დამხოცავ ბრეივიკს განაჩენი გამოუტანა და მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ნორვეგიელმა სამართლიანობის აღმსრულებლებმა იქვე შენიშნეს, რომ, თუკი ბრეივიკი 21 წლის შემდეგაც საშიში იქნება საზოგადოებისთვის, მას პატიმრობის ვადას კიდევ 21 წლით გაუხანგრძლივებენ და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე მის სულს უფალი არ მიიბარებს.
თავად მსჯავრდებული თავს შესანიშნავად გრძნობს, რადგან, ეწინააღმდეგებოდა თავის შეურაცხადად ცნობას. შესაბამისად, რაკი სასამართლომ ფსიქიკურად ის სავსებით ჯანმრთელად ცნო და მკურნალობის ნაცვლად ციხე მიუსაჯა, საწუწუნოც არაფერი აქვს.
არც წუწუნებს, ან კი როგორ იწუწუნებს, როდესაც, ოფიციალური ინფორმაციით, ამ ერთი წლის განმავლობაში, სასამართლოს მიმდინარეობისას, მისი შენახვა ნორვეგიის სახელმწიფოს 2 მილიონი ევრო დაუჯდა. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნორვეგიის ციხე თითქმის სამოთხეა (სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოს გისოსებს მიღმა მყოფი მოსახლეობისთვის, არამედ, გისოსებს გამოღმა მყოფთათვისაც), სავარაუდოა, რომ მისი 21-წლიანი შენახვა ნორვეგიის ბიუჯეტს არაერთი მილიონი ევრო დაუჯდება.
ამ ფაქტს (მათ შორის, ნორვეგიული  მართლმსაჯულების ჰუმანურობით დაწყებული და ნორვეგიული ციხის პირობებით დამთავრებული) ჩვენს სამშობლოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა (ოღონდ, ისიცაა, ნეტავ ჩვენ ვინ გვეკითხება, როგორ მოაწყობენ თავიანთ ქვეყანას?!), თუმცა, მე რომ მკითხოთ, არ არის გამორიცხული, ამ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი საქართველოს გისოსებს გამოღმა მყოფი მოსახლეობის მწუხარებაც ედოს ნორვეგიის გისოსებს მიღმა მოქალაქეების სიხარულსა ზედა.
ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ, მათ შორის, ნორვეგიაში ცხოველების უფლებებიც ზედმიწევნითაა დაცული, აშკარაა, რომ ნორვეგიელი ძაღლის ბედს ქართველი ძაღლი შეჰყმუის, აი, ის კი თავად გადაწყვიტეთ, რა გრძნობები აეშლება საქართველოს მოქალაქეს (ოთხ წელზე გადანაწილებული 1 000-ლარიანი ვაუჩერის მომლოდინეს) ნორვეგიული ციხის დათვალიერებისას.

скачать dle 11.3