კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვეხარები

აფრიკელი მონიდან – პრეზიდენტამდე

მართალია, ვიკვეხნით, რომ დავამარცხეთ კორუფცია და შავბნელ წარსულში ხელმიუწვდომელი განათლება დემოკრატიული შუქით გასხივოსნებულ აწმყოში ყველასთვის ხელმისაწვდომია, ოღონდ კი რუხი ნივთიერება უფაჩუნებდეს ტვინში, თუმცა, აი, ციფრები კი საპირისპიროს ღაღადებს (თუ ფულიც არ შეეშველა ფაჩუნში, რუხი ნივთიერება მარტო ვერას გახდება). კერძოდ, 10 000 სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა იმ ფრიად პროზაული მიზეზით, რასაც უფულობა ჰქვია (სწავლის გადასახადს ვერ იხდიან), ხოლო, მაგალითად, მაგისტრანტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ყოველწლიურად მხოლოდ 2 მილიონ ლარს იმეტებს (ცნობისთვის: წელს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა 5 000-მდე მაგისტრანტმა ჩააბარა).
ჩვენთან ასეა, მაგრამ იქ, ოკეანის გაღმა, ისე ყოფილა. კერძოდ: მომაგენეოლოგიური კვლევების ამერიკელი სპეციალისტების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკაში პირველი აფრიკელი მონის შთამომავალია.
ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის პირველი პირის იმ სულგანათლებულ წინაპარს სახელად ჯონ პანჩი რქმევია (სპეციალისტები შენიშნავენ, რომ პრეზიდენტი ობამა შვილიშვილია ჯონ პანჩის მეთერთმეტე თაობისა) და ის პირველი აფრიკელი მონაა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამერიკულ კოლონიებში, რა თქმა უნდა, შრომაში გაატარა.
რაც ყველაზე საინტერესოა, პრეზიდენტი ობამა პანჩის მემკვიდრე დედის მხრიდან არის და არც ისაა ინტერესმოკლებული, რომ ხსენებული ჯონ პანჩი 1640 წელს ვირჯინიაში მსახურად მუშაობდა, თუმცა გაქცეულა, რის გამოც, როცა დაუჭერიათ, სამუდამო მონობაც მიუსჯიათ.
ჯერჯერობით ამერიკელ სპეციალისტებს ეს საკითხი ბოლომდე არ დაუმუშავებიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველასთვის ცნობილია, რომ რონალდ რეიგანი სატვირთო მანქანის მძღოლის შვილი იყო. მეორე მხრივ, მართალია, ჩვენი მთავრობაც იჟინებს, რომ გაღლეტილები არიან (რასაც არ ადასტურებს მათ მიერვე შევსებული საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციები, უფრო ზუსტად, ადასტურებს, რომ მეტწილად გაღლეტილები მთავრობაში მოსვლამდე იყვნენ).
ეს ორი პარალელი კი ადასტურებს, რომ კარგი ქვეყანაა ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი აშშ, რასაც კვლავაც ვერ ვიტყვით მის სტრატეგიულ პარტნიორ – ნორჩ დემოკრატიულ საქართველოზე!

скачать dle 11.3