კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნიშნავს თენგიზ ადამიასთვის ყურადღებიანი და საქმიანი გამგებლის სტატუსი

 პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ახლა სენაკის რაიონის აღმშენებლობით პროცესს ხელმძღვანელობს. თენგიზ ადამიამ ამ პოსტამდე აქტიური პროფესიული გზა განვლო და, საწარმოო საქმიანობაში ჩართული, სწორედ სენაკის სიყვარულმა დააბრუნა მშობლიურ ქალაქში გამგებლის პოსტზე. დღეს სენაკელები მას ყურადღებიან და საქმიან გამგებლად ახასიათებენ.

მინი-დოსიე: დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს, სენაკში; 1970 წელს დაამთავრა სენაკის ¹1 საშუალო სკოლა; 1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით; 1990 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმოების მართვის ორგანიზაციის ფაკულტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით.1970-1984 წლებში მუშაობდა რუსთავის სახლმშენებლობის კომბინატის მუშად, ოსტატად, განყოფილების უფროსად, დირექტორის მოადგილედ; 1984-1986 წლებში თენგიზ ადამია იყო რუსთავის ხისა და საშენ მასალათა დამმუშავებელი კომბინატის დირექტორი; 1986-1989 წლებში მუშაობდა რუსთავის სამშენებლო მასალათა კომბინატის გენერალურ დირექტორად; 1989-1998 წლებში – ამავე ქალაქის ¹5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1998-2004 წლებში იღვწოდა ბიზნესის სფეროში; 2005-2009 წლებში იყო რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტის” სამშენებლო სამსახურის ხელმძღვანელი; ხოლო 2009 წლიდან – ამავე გაერთიანების გენერალური დირექტორის თანაშემწე; 2010 წლის 5 იანვარს დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. 2010 წლის 25 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, არჩეულ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლად; თენგიზ ადამია არის საქართველოს მშენებელთა კავშირის წევრი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.      
– ბატონო თენგიზ, რამდენი ხანია, რაც სენაკის რაიონის გამგებელი ბრძანდებით?
–  2010 წლის იანვრიდან ვარ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ადრე სრულიად სხვა  მიმართულებით ვმუშაობდი: რუსთავში სამშენებლო სამმართველოდან დავიწყე, შემდეგ იყო რკინა-ბეტონის ქარხანა, სადაც უკვე დირექტორის პოზიციაზე ვიმუშავე, მოგვიანებით – აზოტის ქარხანა და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, სახელმწიფო ადმინისტრაციულ რგოლში არასოდეს მიმუშავია, მაგრამ, მშობლიური სენაკის გამგებლად მუშაობა ჩემთვის ფრიად საპასუხისმგებლო საქმეა. ვამაყობ, რომ ძირძველი სენაკელი ვარ, ჩემი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ და, დღეს რომ სენაკისთვის რაიმეს გაკეთება შემიძლია, ეს უდიდესი პატივია.
– ბატონო თენგიზ, იქნებ, დეტალურად მოგვითხროთ, რა  კონკრეტული სამუშაოები განხორციელდა თქვენი გამგებლობის პერიოდში სენაკის რაიონის მუნიციპალიტეტში?
– 2011 წელს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი სახის სამუშაოები განხორციელდა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შესრულდა 900 000 ლარის სამუშაოები, მათ შორის, სანიაღვრე სამუშაოების 43 ობიექტზე დაიხარჯა 130 000 ლარი; შიდა გზების რეაბილიტაციას სენაკში მოხმარდა  475 000 ლარი; მოეწყო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის განათება 5,5 კილომეტრზე. ადგილობრივი  ბიუჯეტით შესრულდა მნიშვნელოვანი სამუშაოები: რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კინოთეატრ „რუსთაველის” წინ არსებულ სკვერს, რეაბილიტირებულ იქნა შენობების ფასადები, სახურავები, ტროტუარები; აღდგენილი იქნა შადრევნების განათებები, ამფითეატრი და სხვა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით,  წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯა 1 119 000 ლარი. ნოსირის სათავე სატუმბო სადგურში ჩატარებული სამუშაოების ოთხი ახალი ელექტროტუმბოს დამონტაჟებისა და რეზერვუარების აღდგენის შემდეგ წყალი უკვე თითქმის სრულად მიეწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სტიქიით დაზარალებულ ობიექტებს. უმოკლეს დროში, გადაუდებელი პროგრამით იქნა აღდგენილი საავტომობილო გზების მონაკვეთები ფოცხოსა და უშაფათის თემებში. ჩატარდა მე-7 საჯარო სკოლის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს წყლის გაერთიანებული კომპანიის სენაკის განყოფილებისთვის ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე ტიპის სერვისცენტრი. მუნიციპალიტეტში ელექტრომრიცხველები მხოლოდ 2011 წელს 14 500 ოჯახს დაუმონტაჟდა და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. 2012 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის  რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია მილიონი ლარი. მოასფალტებული გზების გარდა, უნდა განხორციელდეს სანიაღვრე არხების მოწყობა, თანამედროვე ტიპის ელექტროგანათების ბოძები, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნები და სხვა პროექტები. ამ პროგრამის ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო დარჩენილი სამუშაოები წლის ბოლომდე სრულად უნდა განხორციელდეს.
– საკმაოდ ბევრი შესრულებული სამუშაო და განხორციელებული პროექტი დაგვისახელეთ, მაგრამ, პრობლემური საკითხები რაიონში მაინც რჩება. ახლო მომავალში სენაკელებისთვის რა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას გეგმავთ?
– უპირველესად, ეს არის სენაკის გაზიფიკაციის საკითხი. მოგეხსენებათ, თავად  სენაკის გაზიფიკაცია არ დასრულებულა. დღეისთვის გაზიფიცირებულია ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტი; ასევე, სრულად არ დამთავრებულა სენაკის ელექტროგამრიცხველიანება; მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს, 3 სოფელი გავამრიცხველიანოთ; ასევე, სრულად უნდა განხორციელდეს ქალაქში ყველა ქუჩის წყალგაყვანილობის  სისტემის რეაბილიტაცია. აუცილებლად საჭიროა კანალიზაციის გაყვანილობის სამუშაოების სრული რეაბილიტაცია და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი 47,2 კილომეტრი სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გზის კეთილმოწყობა. 1998 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტში დამეწყრილია 44 ოჯახი და, აუცილებელია მათი დახმარებისა და საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხები მოგვარდეს. 
– როგორ ვითარდება ადგილობრივი წარმოება რაიონში?
– ძირითადად, წარმოება სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ვითარდება და ბიზნეს-სექტორშიც სწორედ ეს სეგმენტია დაკავებული. ჩვენ ვცდილობთ, წავახალისოთ და ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესის განვითარებას რაიონში; მართალია, ამ ეტაპზე დიდი სიმძლავრეებით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ, ვითარდება თხილის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე, დაფნის ექსპორტიორი საწარმოები. აღნიშვნის ღირსია ჰოლანდიური ჯიშის  ძროხების ფერმა და რძის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სენაკის რაიონშია განლაგებული და რომელმაც გამორჩეული პროდუქციით უკვე დაიმკვიდრა ბაზარზე თავი.
– თქვენი შეფასებით, რას ნიშნავს, იყო კარგი გამგებელი?
– ჩემი შეფასებით, ეს, უპირველესად, ნიშნავს პასუხისმგებლობით აღსავსე პირს, რომელიც გრძნობს ვალდებულებას ხალხის წინაშე, რათა  დაიცვას მათი ინტერესები და პასუხისმგებლობის განსაკუთრებული გრძნობითა და პროფესიონალიზმით  მოეკიდოს  საქმეს. მოსახლეობას სწორედ ასეთი თვისებების მქონე რაიონის პირველი პირი სჭირდება, რომელიც ხალხის პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს და გადამჭრელ ზომებს მიიღებს მათ მოსაგვარებლად.

скачать dle 11.3