„თბილისელების“ სამზარეულო
ბლინები ჯემით
საჭირო ინგრედიენტებია: 2 სადილის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ტკბილი ვანილი, ცოტა მარილი, 50 მილილიტრი რძე, 1 სადილის კოვზი ფორთოხლის წვენი, 1 კვერცხის გული, 20 გრამი კარაქი, 125 გრამი ალუბლის ჯემი, შაქრის პუდრი, 1 ჩაის კოვზი დაჭრილი ნიგოზი.
მომზადების წესი: ფქვილში შეურიეთ ვანილი, ცოტა მარილი, რძე, წვენი, კვერცხის გული და ათქვიფეთ. კარაქი გაადნეთ, ცოტა გააცივეთ და შეურიეთ ცომს. აურიეთ კარგად. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
თხელი ბლინები გამოაცხვეთ ცხელ, კარაქიან ტაფაზე. წაუსვით ჯემი, მოაყარეთ ნიგოზი და შაქრის პუდრი.