ვალენტინობა – ამერიკულად
ოთხი წლის წინ, დღეისათვის უძლიერესმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ენდი როდიკმა, ერთ-ერთი ჟურნალის ყდაზე დამწყები მოდელის, ბრუკლინ დეკერის ფოტო ნახა და გადაირია. ისე გადაირია, რომ თავის პირად აგენტს დაურეკა, სადაც გინდა, ეს ქალი მიპოვე და ჩემთან სადილად დაპატიჟეო. მას შემდეგ წყვილი განუყრელად ერთად იყო და შარშან ჯვარიც დაიწერეს.
მოკლედ, ბრუკლინმა სამოდელო კარიერა განაგრძო და, საკმაოდ წარმატებულადაც: მოახლოებულ ვალენტინობასთან დაკავშირებით, დეკერს ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოების გადაღება შესთავაზეს და ისიც დათანხმდა, თუმცა, ჰონორარის გარდა, ერთი უცნაური მოთხოვნაც წამოაყენა – მისთვის ზუსტად ის საცვლები უნდა ეჩუქებინათ, რომლითაც ჟურნალში დაბეჭდავდნენ.
– მინდა, ენდის ვალენტინობა ასე მივულოცო და, როცა შინ დაბრუნდება, იმ საცვალში დავხვდე, რომელშიც მილიონობით ადამიანი მნახავს, – განაცხადა ბრუკლინმა.
P.S. წითელი ბაფთის გაკეთება არ დაგავიწყდეს, ქალო!