კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცეცხლში გახვეული სილამაზე


წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადა ვანკუვერში გაიმართება და, როგორც ვარაუდობენ, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ოთხი წლის შემდეგ კი ზამთრის ოლიმპიადას სოჭი უმასპინძლებს. რუსები მაქსიმალურად ცდილობენ, აღიდგინონ შელახული ავტორიტეტი და, ვერსია, რომ ისინი ოლიმპიადის ჩატარებას თავს ვერ მოაბამენ, როგორმე გააქარწყლონ. სანამ სიტყვას საქმეს მოაყოლებენ, მანამდე რუსებმა ოლიმპიური ცეცხლი უნდა გადაიბარონ. საამისოდ კი ვანკუვერში სოჭის მერი უნდა ჩავიდეს, რომ ჩირაღდანი იქაურმა მერმა გადასცეს. ჰოდა, ასეთ დროს, ქალაქის მერებს ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული სპორტსმენი მიჰყავთ ხოლმე თან, ჩირაღდანს მათთან ერთად იბარებენ და საკუთარ ქალაქში საზეიმოდ ჩააქვთ. და, როგორ გგონიათ, ვინ მიჰყავს სოჭის მერს ვანკუვერში? ვინ და, ნატალია ვოდიანოვა, ქალი, რომელიც ყველაზე წარმატებულ რუს მოდელად ითვლება და თვალს ვერ მოსწყვეტ.

– ნატაშა ჩვენი სიამაყეა და მთელ მსოფლიოს დავანახვებთ, როგორია ნამდვილი სილამაზე, – განაცხადა სოჭის მერმა, მაგრამ, ვოდიანოვას დანახვაზე სპორტის რომელი სახეობა გაახსენდება უმრავლესობას, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.


скачать dle 11.3