კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება, მომაწოდეთ მოკლე ინფორმაცია A, B, E და PP ვიტამინების შესახებ.

პასუხი: ვიტამინი A (იგივე – რეტინოლი) აუცილებელია სახის კანისთვის. ის სუფთა სახით გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტში „ლაინი“.

პროვიტამინი A და ბეტაკაროტინი ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის მეშვეობით გადამუშავდება A ვიტამინად. A ვიტამინს შეიცავს ყველა მოწითალო, მოყვითალო და ნარინჯისფერი პროდუქტი.

A ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ქათმის სიბრმავეს, კანის გამოშრობას, თმის მსხვრევადობასა და ცვენას, ბატის (ხორკლიან) კანს, ლორწოვანი გარსების სიმშრალეს.

ყველაზე მეტ A ვიტამინს შეიცავს: მწვანე სალათის ფოთლები, ფორთოხალი, სტაფილო, რძე (განსაკუთრებით – თხის რძე), კარაქი და სხვა პროდუქტები.

B ვიტამინის ნაკლებობა იწვევს თავის ტკივილებს, ქრონიკული დაღლილობის (მოთენთილობის) შეგრძნებებს, კუნთოვანი სისტემის სისუსტეს, კუჭ-ნაწლავური ტრაქტის მოქმედების შეფერხებას, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევას, ფრჩხილების მსხვრევადობას, ქუთუთოების შიდა მხარეს წვას. ტუჩის კუთხეებში ნახეთქების გაჩენას, ხშირად ვითარდება სხვადასხვა ტიპის სებორეა და ეგზემა.

B ვიტამინს ჭარბად შეიცავს: რუხი ფქვილი, ლობიო, სოიო, კვერცხის გული.

E ვიტამინს „ქალის ვიტამინს“ უწოდებენ (რადგან ხელს უწყობს სასქესო ორგანოებისა და საშვილოსნოს ჩამოყალიბებას). ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რადგან ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი შხამების გამოყოფას. მაგრამ, დროთა განმავლობაში დადგინდა, რომ E ვიტამინი მამაკაცებისთვისაც აუცილებელი ყოფილა – მისი მკვეთრი ნაკლებობის დროს პოტენცია შენარჩუნებული აქვთ, მაგრამ სპერმის განაყოფიერების უნარი დაქვეითებულია.

E ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: ნედლი ნიგოზი, არაქისი, თხილი, მზესუმზირა, გოგრის თესლი, ლობიო, სოიო, ოსპი და სხვა.

E ვიტამინი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახის კანის მოსავლელად.

PP ვიტამინი ხელს უწყობს კანის შეხორცებას. გვხვდება: პომიდორში, კარტოფილში, ხბოს მჭლე ხორცსა და რძეში.

PP ვიტამინიც საუკეთესო შედეგს იძლევა სახის კანისთვის.

კითხვა: რა სიხშირით უნდა გავიკეთო მკვებავი ნიღაბი და როგორ უნდა მოვიშორო სახიდან ნებისმიერი, კონკრეტულად კი – ცხიმიანი ნიღაბი?

პასუხი: მკვებავი ნიღბები უნდა გავიკეთოთ კურსობრივად, კვირაში 2-3-ჯერ. კურსი შედგება 12-15 ნიღბისგან.

არ არის სასურველი ნიღბის გამდინარე წყლით ჩამობანა.

ცხიმიანი კანიდან ნიღბის მოსაცილებლად წყალში ვაზავებთ ბორის მჟავას ან ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთს, უკიდურეს შემთხვევაში – ძმარს.

ნორმალური და მშრალი კანიდან ნიღბის მოშორება სასურველია ბალახის, ჩაის, ასკილის ნაყენებით და წყალში გაზავებული რძით.

20 წუთზე მეტხანს ნიღბის სახეზე გაჩერება დაუშვებელია.

კითხვა: რა ჯობია ტანზე წასასმელად – ზეთი თუ კრემი?

პასუხი: გააჩნია, როგორი ეფექტის მიღება გსურთ. საერთოდ კი, სურნელოვანი ან ჩვეულებრივი ზეთის წასმა უმჯობესია ზამთარში. გარდა ამისა, ზეთი კარგი სარელაქსაციო საშუალებაა, ელასტიკურს ხდის და არბილებს კანს, მაგრამ შესაძლოა, ზეთმა ლაქები გააჩინოს თქვენს ტანსაცმელზე. ზეთი ძალიან უწყობს ხელს კანზე ნახეთქების შეხორცებას. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კრემი ყოველდღე წავისვათ, ზეთი კი მაშინ, როცა სახლში ვართ და სახლიდან გასვლას აღარ ვაპირებთ. უმჯობესია, ზეთი წაისვათ შხაპის შემდეგ, ჯერ კიდევ ნამიან ტანზე – ეს თქვენს კანს დაატენიანებს და სასიამოვნო შეგრძნებას დაგიტოვებთ. სხეულის გარდა, კარგი იქნება, თუ ზეთს შეიზელთ იდაყვებზე, მუხლებსა და თმის ძირებში.

კითხვა: გამიგია, რომ უთქვამთ, ისეთი კანი აქვს, უბრწყინავსო. მეც მინახავს ასეთი კანი – სუფთა, დაწმენდილი, ხავერდოვანი და ნათელი, თითქოს მართლაც ბრწყინავდა. როგორ მოვუარო სახეს, რომ ჩემი კანიც ბრწყინავდეს?

პასუხი: პირველ ყოვლისა, ამაში ხელს უნდა გიწყობდეთ გენეტიკა, შემდეგ – მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება და ნაღვლის ბუშტის პრობლემები, ასევე, დაარეგულირეთ კვების რეჟიმი და შეარჩიეთ დიეტური მენიუ. მხოლოდ ამის პარალელურად უნდა მოუაროთ კანს: დილა-საღამოს კარგად გაიწმინდეთ შესაფერისი ლოსიონით ან ტონიკით, კვირაში ერთხელ – სკრაბი. გამოიყენეთ კრემი, რომელიც შეიცავს ვიტამინს. ძალიან კარგია სახის გაწმენდა მცენარეული ნაყენის ან მწვანე ჩაის ყინულის კუბიკებით. სახის ფერს აცოცხლებს თაფლის ან კენკროვანი ხილის ნიღაბი, ასევე, კომპრესები. ნებისმიერ კრემს, ნიღაბს, კომპრესს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

თამრიკო ზამთარაძე


скачать dle 11.3