კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეზღუდეთ ტკბილეულის ჭამა – უმეტესად მიირთვით რძის პროდუქტები და ფაფები


საკვები პროდუქტების დღიური ასორტიმენტი მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზომიერებას არ გადააჭარბოთ.

მცენარეული საკვების ცოცხალი სახით რაციონში გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფაფები, კერძოდ, ქერის, წიწიბურას, ხორბლის ფაფები, რომლებიც მცენარეული ბოჭკოებისა და სხვა ნივთიერებების საბადოა. ფაფების ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის მუშაობას. ფაფები მდიდარია ისეთი კომპონენტებით, რომლებიც ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ყოველნაირ წიდებსა და შხამს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავში საკვებთან ერთად ხვდება და ისეთებსაც, რომლებიც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოიქმნება.

განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა ისეთი ფაფები, რომლებიც რამდენიმე სახის ბურღულეული ნარევისგან მზადდება. სასარგებლო საკვები ნივთიერებები პრაქტიკულად არ იშლება, თუ ბურღულეულს საღამოს მცირე რაოდენობით წყალს დაასხამთ, გააჩერებთ დილამდე, დილით გამდინარე წყალში გაავლებთ, შემდეგ დაასხამთ სუფთა წყალს, ცოტა რძეს და მოხარშავთ, დაახლოებით, ოცი წუთის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე.

აუცილებელია, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან მიაჩვიოთ ტკბილეულის ზომიერ მიღებას – შაქრის, მურაბის, კანფეტების, სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის ჭარბი მიღება საზიანოა და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჭარბი წონის აკრეფას. ის ასევე ცუდად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, შლის კბილის მინანქარს და აქვს აღმგზნები ეფექტი.

განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ რძის მჟავე პროდუქტებს, მაგალითად, იოგურტს, კეფირს, მაწონს და ასე შემდეგ. ასეთი პროდუქტები უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მაგალითად, ვიტამინების, მიკროელემენტების, ფერმენტებისა და ჰორმონების საბადოა – სასიკეთო გავლენას ახდენს ბევრ ორგანოსა და სისტემაზე. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს ნაწლავებში ტოქსიკური ნივთიერებების წარმოქმნას, ხელს უწყობს სისხლის წნევის დაწევას და ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას, ასევე, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას, ტონუსს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პროდუქტებს კიბოს საწინააღმდეგო ქმედებაც ახასიათებს.


скачать dle 11.3