კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეყოლათ შვილი „დირბის ღვთისმშობლის“ ხატის მოლოცვის შემდეგ ათი წლის განმავლობაში უშვილოდ მყოფ ქალებს და რა სასწაულებს ახდენს ის


დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირას დამრეც ფერდობზე. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანც ვიგებთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული, თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი იყო. ის სოფელთან ერთად სვიმონ პირველს (1556-1600 წლები) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. როსტომ მეფემ და დედოფალმა მარიამმა 1650 წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულობა. დოკუმენტის თანახმად, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადისგან იმ პირობით, თუ იერუსალიმისთვის ყოველწლიურად ექვსი ათას თეთრს გადაიხდიდა. 1785 წელს ერეკლე მეორეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია. მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან დირბს ისევე, როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტერსა და უფლის საფლავის სხვა მამულებს, საქართველოში იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები მართავდნენ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ, რომელსაც „არქიმანდრიტის სასახლეს“ ეძახდნენ. დღეს ამ სასახლისგან მხოლოდ მარანია შემორჩენილი. ბერძენი მამები აქ მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ. მათი განდევნის შემდეგ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალექით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული მეთოთხმეტე საუკუნის უნიკალური ფრესკები. 2000 წელს მეუფე იობის კურთხევით დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და რესტავრაცია, გამოჩნდა მეთოთხმეტე საუკუნის ფრესკები. ერთ-ერთი უნიკალური ფრესკაა „იოსების ყვედრება“, რომელზეც ფაქიზი ოსტატობით არის გამოსახული „დირბის ღვთისმშობელი“. დირბის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას „კუბოს ღვთისმშობლისასაც“ უწოდებენ. ეს სახელი უნდა უკავშირდებოდეს „ღვთისმშობლის ამაღლებას“ – აქ წარმოდგენილ უიშვიათეს გამოსახულებას, სადაც საგანგებოდაა დედა ღმრთისას ღია და ცარიელი ქვის კუბო გამოსახული. 2000 წლის 31 აგვისტოს მეუფე იობმა აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის განახლებული ტრაპეზი, ხოლო 2008 წლის 3 ივნისს წმიდა ბარბარეს სახელობის განახლებული ტრაპეზი. დღეს ამ მონასტერში ჩვეულებრივად ტარდება წირვა-ლოცვები, ხშირად ჩამოდიან მომლოცველები, რომლებიც განსაკუთრებულ შემწეობას „დირბის ღვთისმშობელს“ სთხოვენ და არაერთი სასწაულის მხილველნი ხდებიან. მონასტერში ლოცვით მზადება „დირბის მალამო“, რომელიც უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. თუმცა, ამის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება მონასტრის წინამძღვარი, დედა ნატალია:

– ჩვენს მონასტერში ორი სახის მალამო მზადდება, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მისი დამზადება დიდი ხანია დაიწყო, თუმცა ჩვენს მონასტერში სამი წელია ვამზადებთ. როდესაც ურბნის მონასტერში მორჩილი ვიყავი, წინამძღვარი, სქიმმონაზონი დედა ნინო ამზადებდა ამ მალამოს. ერთხელაც მითხრა, შენც ისწავლე მისი მომზადებაო. ამის შემდეგ დედა ნინო აკეთებდა და მე ვუყურებდი. როდესაც დირბის მონასტერში გადმოვედი, მეც დავიწყე მისი დამზადება. ვიფიქრე მონასტერში გვექნება, გამოვიყენებთ დამწვრობის ან სხვა რამისთვის-მეთქი. თავიდან საჩუქრებად ვარიგებდით, ყველა კმაყოფილი რჩებოდა, მადლობას გვიხდიდა. მალამო ყოველთვის მზადდება ლოცვით, ამ დროს ან პარაკლისს ვკითხულობთ, ან დაუჯდომელს. ის უნდა შეინახოთ მაცივარში, მაგრამ მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საერთოდ არ ფუჭდება. იმიტომ, რომ დამზადებულია ნატურალური სანთლის ცვილით და ქიმიური არაფერი ურევია. რადგან დირბში მზადდება, მას სპეციალურად „დირბის მალამო“ დავარქვით.

– რის სამკურნალოდ გამოიყენება მალამო?

– ერთი მალამო სახის კანის მოვლის საშუალებაა, გამოიყენება ასევე დამწვრობის, სოკოს, ალერგიული გამონაყარის სამკურნალოდ, ჭრილობების მოსაშუშებლად. მეორე კი ანთებითი პროცესების დროს, მტკივან ადგილზე დადებით, გამოიყენება. ძალიან კარგია მისი გამოყენება ჩვილი ბავშვებისთვის, კანის გაღიზიანების, დამწვრობის დროს. მალამოს არ აქვს უკუჩვენება და მზადდება ბუნებრივი ნაერთებისგან. ძალიან ბევრი ადამიანია ამ მალამოთი კმაყოფილი. ერთი ასეთი ფაქტი იყო: ადამიანს ფეხზე ჰქონდა განგრენა. უკვე ისე იყო, რომ მატლები ეხვეოდა. თავიდან მალამო მოსასინჯად წაიღეს, ორი კვირის შემდეგ დაგვირეკეს, კიდევ ხომ არ გაქვთ, კმაყოფილები ვართ და გვინდა წაღებაო. მერე ის კაციც მოვიდა, მადლობები გადაგვიხადა, ფეხი მომირჩა, ჩვენთან ბევრს აქვს ასეთი პრობლემები და მათაც მოვუყვები მალამოს შესახებო. დიდი რაოდენობით წაიღეს. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია.

– თქვენს მონასტერში ძალიან ლამაზი სანთლები მზადდება.

– დიახ, ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ფორმის სანთლებს. ზოგს კანდელის ფორმა აქვს, ზოგს ჯვრის, ასევე ვამზადებთ სანთლებს ჯვრისწერისთვის. 15-18 დეკემბერს თბილისში მაია ჩხაიძემ გააკეთა ფოტო-გამოფენა, სადაც მთლიანად მონასტრის თემა ჰქოდა აღებული. გამოფენა-გაყიდვაზე გამოიფინა ჩვენი მონასტრის ფოტოები, ასევე დეკორატიული სანთლები, რომელსაც ჩვენი მონასტრის მორჩილი ამზადებს.

– როგორც ვიცი, თქვენს მონასტერშია დაბრძანებული მეთოთხმეტე საუკუნის ფრესკის „დირბის ღვთისმშობლის“ ხატი, რომელმაც არ ინება თქვენი მონასტრიდან წაბრძანება და დღემდე შეეწევა მომლოცველებს.

– ჩემი მონასტერში ყოფნის დროს დავიწყეთ „დირბის ღვთისმშობლის“ ხატის რეპროდუქციების გამოშვება. მისი საშუალებით ხალხმა გაიგო ამ ფრესკის შესახებ, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნის არის, განსაკუთრებით შეეწევა ფეხმძიმეებს და უშვილოებს. არაერთი ადამიანი მოსულა ამ ხატთან სალოცავად, შეწევნის სათხოვნელად, ჩემთვის ისიც უთქვამთ, რომ 3-5-10 წლის განმავლობაში უშვილოდ მყოფი ქალები დაფეხმძიმებულან, ახლა უკვე შვილები ჰყავთ და მადლიერებას გამოხატავენ ღვთისმშობლის მიმართ. რაც შეეხება ხატის შექმნას, ის ფრესკიდან დაწერა ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ და მას მეუფე იობმა „დირბის ღვთისმშობელი“ დაარქვა. მეუფემ მაშინ ბრძანა, ვინც ამ ღვთისმშობელს შესთხოვს, ყველას შვილი მიეცემაო. მეუფის სიტყვა ძალზე მნიშვნელოვანია. ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოანემ ეს ხატი დააწერინა წმიდა გიორგის ტაძრისთვის – დედა ჯვრის ტაძრისთვის, როგორც მას სოფელში ეძახიან. ხარება დღეს ხატი აკურთხა მეუფე იობმა, მამა იოანემ კი დედათა მონასტერში მოაბრძანა. რამდენიმე დღე იყოს აქ დაბრძანებული და მერე გადავაბრძანებო. ძალიან შემიყვარდა ხატი, ვერ ვიმეტებდი სხვა ტაძრისთვის. მინდოდა, აქ დარჩენილიყო. ისე მოხდა, რომ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მოვიდა მამა იოანე და მეუბნება, ახლა ვუყურებდი ხატს და მეუბნებოდა ჩემი სავანე აქ არის და რა მინდა წმიდა გიორგის ტაძარშიო. თან, მკითხა შენ რას იტყვი, ამ საკითხზეო. მეც ვუთხარი, ამდენი ხანია ისეთი განცდა მაქვს, ვერ ვიმეტებ ხატს სხვა ტაძრისთვის, მაგრამ იმისთვის იყო დაწერილი და ხმას, როგორ ამოვიღებდი-მეთქი. მამა იოანემ მიპასუხა, დედა ღვთისმშობელმა ინება, რომ ხატი აქ დარჩენილიყო, რადგან ფრესკაც აქ არის, თავად აირჩია საკუთარი სავანე, ამიტომ აღარ გადავაბრძანებო. დღეს ეს ხატი ჩვენს მონასტერშია დაბრძანებული.

ჩვენს მონასტერში ასევე დამზადდა ორი პარაკლისი „ღვთისმშობლის მიძინებისა“ და „დირბის ღვთისმშობლის“ და უახლოეს მომავალში მოხდება მათი გამოცემა. ასევე უახლოეს მომავალში გამოვა სარტყელი, რომელიც შეუძლიათ უშვილოებმა შემოირტყან წელზე და ატარონ. რა თქმა უნდა, უკვე მათ რწმენაზეა დამოკიდებული მათი ნაყოფიერება და შვილიანობა. ასევე გამზადებული გვაქვს კვართები, რომელსაც მოჰყვება „დირბის ღვთისმშობლის“ ხატის კანდელზე თავმომწვარი სანთელი და ზეთი. კვართი შეუძლიათ ატარონ, როგორც ფეხმძიმეებმა, ასევე, უშვილოებმაც. რა თქმა უნდა, რწმენით, ლოცვითა და მარხვით.

„დირბის ღვთისმშობლის“ მადლი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ.


скачать dle 11.3