კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი ჰქონდა გუგა კუზანოვის ოჯახს მჟავანაძის მეწაღესთან და რა სიძნელეები გადაიტანა ნინო კუზანოვამ ბინის რემონტისას


კუზანოვები მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ დიდ ძველ სახლში, ყველანი ერთად ცხოვრობენ. „თბილისელებისთვის“ გუგა კუზანოვის ბინის კარი გაიღო.

ნინო (გუგა კუზანოვის მეუღლე): ეს სახლი 1895 წელს ააშენა გუგას ბაბუის მამამ და აივანზე დღესაც არის ამისი დამადასტურებელი ბეჭედი. ანუ, ეს სახლი თავიდანვე კუზანოვების გახლდათ. საცხოვრებელი ფართის გარდა, ეზოში იყო საჯინიბო და წამლების საწყობი, რადგან მას ფარმაცევტული ბიზნესიც ჰქონდა. ჩემი ქმარი და მაზლი სხვენში პოულობდნენ ხოლმე, ძველი წამლების „პუზირიოკებს“. ჩვენს გვერდით ცხოვრობს ალეკო – გუგას ძმა. მოპირდაპირე მხარეს ივა და ქვემოთ მისი ძმა. ეს ძირითადად, კუზანოვების ეზოა. მხოლოდ ერთი მეზობელი გვყავს. გასაბჭოების დროს ივას ბაბუას სახლი ჩამოართვეს და ორ ძმას მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვეს, დანარჩენში რამდენიმე ოჯახი შეასახლეს. მერე გუგას ბაბუამ და ბებიამ მოახერხეს და იმ ხალხისგან თითქმის მთელი სახლი გამოისყიდეს. დარჩა მხოლოდ ერთი ქალი, რომლის ქმარიც მჟავანაძის ცოლს უკერავდა ფეხსაცმელებს. განთქმული მეწაღე იყო, არნახულ ფეხსაცმელებს კერავდა და მთელი ნაშოვნი ფულით ანტიკვარულ მონეტებს ყიდულობდა. რომ გაიგებდა, ვლადივოსტოკში რაღაც მონეტა იყიდებაო წავიდოდა მატარებლით, იყიდდა და ჩამოიტანდა. სახლში პატარა ერმიტაჟი ჰქონდა. საწყალი ოთხჯერ გაქურდეს და ერთ წაღებაზე, თოთხმეტი კილო ნიკოლოზის ოქროს თუმნიანები წაიღეს. (იცინის) მერე ეს კაცი, აღასი ერქვა, მოკვდა, მისი ქონებისთვის ნათესავებმა ერთმანეთი გაწეწეს. ცოლი – ანია კი ახლა მოკვდა 105 წლის ასაკში. მე და გუგა ვაპირებთ, მემკვიდრეებისგან კუზანოვების ეს ორი ოთახიც გამოვისყიდოთ. ეს ანია ისეთი ავი ქალი იყო, ნამდვილი ურჩხული. ერთადერთი ჩემი ეშინოდა. ეტყობა რუსი ბებია, რომ მყავდა ღირსეულ მოწინააღმდეგედ მთვლიდა. (იცინის) ივიკო რომ გამიჩნდა, ანტიკვარული ნახატიც კი მაჩუქა. ეს ისეთი სასწაული იყო, მეზობელს ჩხუბში თითი მოაჭამა და ხომ წარმოგიდგენიათ, ვინ იქნებოდა.

ჩემს საძინებელში დაიბადა გუგას ბაბუა, გუგას მამა და ივიკო. ანუ, ამჟამად მეოთხე თაობის კუზანოვის ოთახია და სულ რომ მილიონერები გავხდეთ მე და გუგა და ათასი სახლი ვიყიდოთ, ვიცი, რომ მე და ჩემი ქმარი ამ ბინაში დავბერდებით. ეს სახლი ძალიან მიყვარს. რატომღაც მგონია, რომ კუზანოვების ფუძის ანგელოზი, სწორედ აქ ცხოვრობს. ეს ოთახი ხომ განსაკუთრებულია – ბედნიერი, სადაც ახალდაბადებული კუზანოვები იდებენ ბინას.

ივამ სახლის ეს ნაწილი, ჩვენ რომ მოგვცა, მე შიდა ინტერიერი მთლიანად გადავაკეთე. დავანგრიე კედლები, იატაკი ავყარე, აქ ისეთი ამბავი იყო, რამდენი ტონა ნაგავი გავიტანე, არ ვიცი. ჩემმა ქმარმა მომცა ფული, ამ თანხაში უნდა ჩაეტიოო და მერე კარს თუ შემოაღებდა, ცხვირს შემოყოფდა და იკითხავდა, მალე მორჩებაო?! საერთოდ, არაფერში ჩარეულა. მე დავრბოდი „ელიავაზე“ უნიტაზებით, ხელოსნებთან ერთად. ათი წლის წინ სანტექნიკის მაღაზიებიც არ იყო.

– ბუხარიც აშკარად ძველი ჩანს.

– არა, ჩემი დიზაინია. მე დავხატე, ჰოლანდიურ სტილშია და არაჩვეულებრივად ათბობს. ძალიან „აქტიური“ ბუხარია, მაგრამ ხელოსანმა, რომელიც ამ ბუხარს მიშენებდა, გამაწამა. მოდიოდა თავის ძაღლთან ერთად, გამოაბამდა როიალის ფეხზე, დაუკრავდა, დალევდა ას გრამს, დადებდა ერთ აგურს. კიდევ დაჯდებოდა, დაუკრავდა, დალევდა და ათი თვე მოანდომა დამთავრებას. (იცინის) ბუხრის თავზე რაც სამშვენისებია, ყველა ანტიკვარია. მე მიყვარს სახლს თბილი, ძველი იერი რომ აქვს. ოფისში ვერ ვიცხოვრებ. მარტო ჩემი და გუგას საძინებელშია ავეჯი და ისიც იმიტომ, რომ გუგას მოსწონს. ამიტომაც ჰგავს სასტუმროს ნომერს (იცინის).

– ფანჯარაც არ არის ძველებური?

– არა. ეგეც მე დავხატე. ის ნახატებიც, ზეთში შესრულებული ანტიკვარული რომ გეგონა, ჩემია. რემონტის დროს ვხატავდი, რომ დამთავრდებოდა თუ არა ბინა, დამეკიდა. სანამ სამედიცინოზე ჩავაბარებდი, მე ძალიან კარგად ვხატავდი, მართლა ძალიან კარგად, მაგრამ მამაჩემმა თქვა, არ მინდა კიკინიანი სიძე მყავდესო და ჩემს ხატვის სურვილს „ფრთები შეაკვეცა.“ თვითონ მათემატიკოსია და ჩემი შვილი „დოხტური“ უნდა გამოვიდესო. (იცინის) მერე ძალიან დიდი ხანია, აღარ დამიხატავს და რემონტის დროს გამეღვიძა მუზა. კედლებზე რაღაც ხომ უნდა დამეკიდა. ბარიც ჩემი დიზაინით არის გაკეთებული. ერთი სიტყვით, „პრარაბიც“ მე ვიყავი, დიზაინერიც, მომმარაგებელიც. ბუხრის მარმარილოსთვის, მაღალ ქუსლებზე შემდგარი რომ დავდიოდი სასაფლაოზე, უნდა გენახე. მოკლედ, მთელმა რემონტმა ჩემს კისერზე გადაიარა. ხელოსნებმა ხომ ტვინში სისხლი ჩამიქციეს. კარებს ვინც მიკეთებდა, წაიღო მთელი ფული და წავიდა, დაიკარგა. ლამის გული გამისკდა. ყველა ცენტი დათვლილი მქონდა, საიდან უნდა მომეტანა ახალი კარების ფული? გუგას ვერც ვეტყოდი. ჩავჯექი მანქანაში და დავუწყე ძებნა მთელ ქალაქში იმ ხელოსნის მანქანას. ბოლოს მივაგენი ვაკეში. წავართვი მანქანის გასაღები, მერე მივაყენე მანქანა მის სახელოსნოს, ჩავტვირთე ვიღაცის სამზარეულოსთვის გამზადებული მასალა და ვუთხარი, ამ ყველაფერს მაშინ დაგიბრუნებ, ჩემს კარებებს რომ მომიტან-მეთქი. აბა, რა მექნა. ტკბილი სიტყვით არაფერი გამოვიდა. მლესავები კიბეზე ჩემი ფეხის ხმას რომ გაიგებდნენ, ერთმანეთს აფრთხილებდნენ, ადექი ჩქარა, ის ქოფაკი მოდისო. (იცინის) როიალი საერთოდ ოთახში ამომიშენეს. ბავშვის ოთახში გაიტანეს და კარი დააპატარავეს. მოვედი, გული გამისკდა. სად არის ჩემი როიალი-მეთქი. აქ არის ნინოჯან, აქო. აბა, გამოიტანეთ-მეთქი. ხელახლა დასანგრევი გახდა, რაც ააშენეს...

ბატონი გუგა ბოლოს კმაყოფილი დარჩა, მაგრამ რის ფასად (იცინის).

– „იმედში“ მოგებული სარეცხი მანქანა რა უყავით?

– გავაჩუქე. დედამთილს და მამამთილს ვაჩუქე. ივა საგურამოში აგარაკს აშენებს და იქ უფრო დაგვჭირდება.


скачать dle 11.3