კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცვალა „კომ დე გაღსონმა“ ქალების ცხოვრებაში


გენიალური იაპონელი, დიზაინერის, რეი კავაბუკოს მიერ შექმნილი ლეიბლი – „კომ დე გაღსონი“ ფრანგულიდან ქართულად ნიშნავს – „ბიჭები მომწონს“. კავაბუკო, როგორი უცნაურიც უნდა იყოს მოდის სფეროსთვის, პარალელურად ამ მოდის სახლის ერთადერთი მფლობელიცაა. ასობით ბუტიკს შორის, „კომ დე გაღსონის“ ყველაზე დიდი და პრესტიჟული მაღაზიებია ტოკიოში, აოიამაზე და პარიზში, პლასე ვედნომზე. სამოცდაათიანი წლების ბოლოს მოდის სახლი ძალიან ცნობილი გახდა თავად იაპონიაში, ოთხმოციანი წლების დასაწყისში კი რეი კავაბუკომ რევოლუციური ჩვენება მოაწყო პარიზში და მოდის კანონმდებელთა გაოგნება გამოიწვია. „კომ დე გაღსონის“ კოლექციები ყოველთვის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი და უცნაურია, მას მოსწონს რომანტიკული და ცოტა უცნაური ქალები, იშვიათი „აუტფიტით“ და ნაზი ელემენტებით, მაგალითად, როგორიცაა ძალიან ბევრი გული ან ტუჩები სამოსზე. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ „ლანვინი“ და „კომ დე გაღსონი“ ერთმანეთს ეპაექრებიან, ბოლო წლებში ორივე დიზაინერთან აქტიუალური გახდა ცოტა ბავშვური, მაგრამ ძალიან რომანტიკული და მიმზიდველი ელემენტები სამოსზე, როგორიცაა სამოსზე დაპრინტული სახეები, გულები, ტუჩები, ბაფთები, რუშები, ზოგჯერ მძივებიც კი.

საინტერესო იყო „კომ დე გაღსონის“ ახალი, შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც ერთი შეხედვით პრეტ-ა-პორტეს სტილიდან მთლიანად იყო ამოვარდნილი და უკვე ოტ-კუტიურში გადადიოდა. მაგრამ, თუ ასე დიდი რაოდენობით წარმოდგენილ უცნაურ თავსაბურავებსა და მოდელების ლოყებზე კოცნის ნაკვალევს არ ჩავთვლით, სამოსი ნამდვილად პრეტ-ა-პორტეს სტილშია, ზუსტად ისეთი, როგორიც, შესაძლოა, თბილისის ქუჩებშიც ჩაიცვათ და თავი ყველასგან განსხვავებულად და გამორჩეულად იგრძნოთ. „კომ დე გაღსონის“ სამოსში ჩაცმულებმა, შეგიძლიათ, „შანელში“ გამოწყობილებსაც კი გაუწიოთ კონკურენცია გემოვნებაში, რადგან ეს არის ბრენდი, რომლის მიხვედრა და ჩაწვდომა ყველას ერთნაირად არ შეუძლია. როდესაც „კომ დე გაღსონზე“ წერ, შეუძლებელია, თავში აზრად მოგივიდეს, ხაზი გაუსვა მის მიერ გამოყენებულ ქსოვილებს, თემებსა თუ კონსტრუქციებს, რადგან წერისას მხოლოდ ემოციები, მოდის წინა პლანზე. რეი კავაბუკომ აჩვენა ქალის გრძნობები, რომელთა მართვა და გამოყენება მას არ შეუძლია. ეს იყო ქალი – უდანაშაულო, ქალი – საწყისი, ქალი – ბუდე, რომლისგანაც ყველაფერი იწყება.

რეი კავაბუკო: „მე ვაჩვენე საოცრებათა სამყარო, ზუსტად ის საოცრებათა სამყარო, სადაც ერთმა პატარა გოგომ იმოგზაურა, სადაც არაფერი იყო ისეთი, როგორიც ის ერთი შეხედვით ჩანდა“. ასე იყო ტანსაცმელშიც. რამდენიმეფენიანი სამოსი ტრანსფორმაციას განიცდიდა და, ერთი ლაბადიდან შეიძლება აღმოჩენილიყო, რომ მოსაცმელიც გაქვს და ქურთუკიც. ვარდისფერთან ერთად გამოყენებული იყო სამხედრო ხაკისფერი, რომელიც საოცრად უხდებოდა მთელ კოლექციას. რომანტიკულ შიფონის ან აბრეშუმის შარვლებს კავაბუკომ არაჩვეულებრივად მოუხდინა მამაკაცური, ფეხსაცმელი, ჩვენთან ეგრეთ წოდებული „ინსპექტორები“, რომელიც ერთიან რომანტიკულ ანსამბლში, მიუხედავად მისი სიუხეშისა, მაინც ჯდებოდა. გამოიყენება თუ არა ეს კოლექცია – ეს კითხვა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიო მოდის წამყვან კრიტიკოსებსაც გაუჩნდათ. შეფასებაც არაჩვეულებრივად სწორი აღმოჩნდა: „კომ დე გაღსონი“ იდეალურად ჯდება ყველაზე სტანდარტულ გარდერობშიც კი და არ არის „ლაქშარი“ და ზედმეტად ძვირად ღირებული ბრენდი, რომლის სამოსიც მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ან ჰოლივუდის ვარსკვლავების სამსართულიან გარდერობებში კიდია. და, ბოლოს, კავაბუკო იმდენად ჭკვიანია და კერვის ხელოვნებაში იმდენად გაწაფული, რომ ახალი კოლექციით მან საფუძველი ჩაუყარა იდეებს მაისურების ახალი ხაზისთვის, რომელიც მოდის სახლის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცევა ხოლმე.


скачать dle 11.3