კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ახალდაქორწინებული თიკო ნატროშვილი მეუღლესთან ერთად სტრიპტიზ-კლუბში


გასულ კვირას კიდევ ერთი ლამაზი ქართული ოჯახი შეიქმნა. „ნატალის“ მოდელი და „რადიო ფორტუნას“ ჟურნალისტი, თიკო ნატროშვილი ცოლად გაგა ხაბულიანს გაჰყვა. გაგა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეა. მან მომავალი მეუღლე ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ქორწილში გაიცნო, რის შემდეგაც სამ თვეში ჯვარიც დაიწერეს, ხელის მოწერას კი წყვილი ახლო მომავალში გეგმავს.

გაგა ხაბულიანი: თიკო ლადოსა და ირინას ქორწილში გავიცანი. თიკო ირინას მეგობრების სუფრასთან იჯდა, მე – ლადოსი. ერთმანეთს კი „ტანცპლაშჩატკაზე“ შევხვდით (იცინის). თიკოს ვთხოვე, თავისი ტელეფონის ნომერი ჩაეწერა ჩემს მობილურში და საკუთარი ხელით ჩამიწერა.

თიკო ნატროშვილი: ქორწილში რომ ვიყავით, გაგამ შემომთავაზა კიდეც, მასთან ერთად სადმე წავსულიყავი, მაგრამ, სად უნდა გავყოლოდი, ნორმალურად არც კი ვიცნობდი, ქორწილის მეორე დღეს რომ შევიკრიბეთ, გაგა სუფრის თავში იჯდა, მე კი – ბოლოში. მან ძალიან გულწრფელად გამოხატა თავის სურვილი: დემონსტრაციულად ადგა და გვერდით დამიჯდა.

– ლადომ და ირინამ თუ იაქტიურეს თქვენი ურთიერთობის ასაწყობად?

გაგა: არანაირად. მე და თიკომ ერთმანეთთან ისე გავარკვიეთ ურთიერთობა, რომ ლადოსგან და ირინასგან ზედმეტი რეკომენდაციები არ დაგვჭირვებია. ყველაფერი თავისთავად აეწყო, თუნდაც ჩვენი პარიზში ვიზიტი: თავიდან მე ჩემს საქმეზე ვაპირებდი იქ წასვლას, თიკოს კი ირაკლი ნასიძესთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი. პარიზში ჩემი მომავალი მეჯვარე – გიკა ჯოხაძეც იყო, ირინა და ლადოც წამოვიდნენ, ასევე, ჩვენი რამდენიმე მეგობარი. საბოლოოდ, ისე აღმოჩნდა, რომ ყველა ერთი საქმისთვის წავედით – ეს ჩვენი ჯვრისწერა იყო.

– პარიზში ჯვარი სად დაიწერეთ?

– პარიზში არის თამარ მეფის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც გასულ წელს პატრიარქმა გახსნა და პირველი ლოცვა მან აღავლინა. საქართველოდან ჩასული პირველი წყვილი ვართ, რომლებმაც იქ დავიწერეთ ჯვარი. ჯვარი მამა ანტონ კანდელაკმა დაგვწერა. მგალობლებიც იყვნენ. სულ 25 ქართველი ვიყავით. შემდეგ კი ქართულ რესტორანში აღვნიშნეთ ეს დღე. სუფრასთან ქართველი სტუმრების გარდა ზანგიც გვყავდა, ფრანგიც და ასე შემდეგ.

– თქვენი მეჯვარეები ირინა ონაშვილი და გიკა ჯოხაძე იყვნენ. როგორც გავიგე, თიკოს თაიგული გაგას მეჯვარემ დაიჭირა.

თიკო: ლოგიკურია, რომ თაიგულის დაჭერაში ირინამ არ მიიღო მონაწილეობა და გაგას მეჯვარემ ჩაიგდო ხელში, თუმცა, საბოლოოდ ისე დაჭკნა ჩემს ოთახში, პატრონს არც გაუტანია.

– ხელის მოწერას როდის გეგმავთ?

გაგა: მალე. ალბათ, მარხვის შემდეგ.

– თიკო, ჯვრისწერაზე საკმაოდ ორიგინალურ კაბაში იყავი გამოწყობილი.

– კაბა ირაკლი ნასიძემ შემიკერა, ნამდვილად იმ დღისთვის იყო შესაფერისი. მართალია, თეთრი კაბა და შლეიფი პატარძალს უხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებული იყო. თაიგულზეც კი გზაში ვიზრუნეთ, თან, კვირა დღე იყო და იქ ამ დღეს ყველა მაღაზია დაკეტილია. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა ყვავილების შოვნა. ბოლოს ერთი მაღაზია ვიპოვეთ, სადაც მხოლოდ წითელი თაიგულები აღმოჩნდა. ირინამ დაახლოებით 7-8 თაიგული დააშლევინა გამყიდველს, თვითონვე გადააწყო-გადმოაწყო ყვავილები, პატარძლის თაიგულს დაამსგავსა, საკუთარი ხელით შეკრა და კაპრონის ძაფი გადაუჭირა. სხვათა შორის, მაკიაჟი და ვარცხნილობაც თვითონ გავიკეთე და, ძალიან სადა რომ არ ყოფილიყო, თაიგულიდან ერთი ვარდი ამოვიღე და თმაში გავირჭე.

გაგა: უნდა გენახა, ჯვრის წერის წინ რა ხდებოდა: ფენი მომაწოდე! ბიჭო, ეს ქამარი დიდი მაქვს, შენი მომეცი! საქორწილო ტუფლი მიჭერს, ვის გაქვთ ჩემი ზომა ფეხსაცმელი!.. და ასე შემდეგ.

თიკო: რაც მთავარია, გაგა და ლადო დილით ქამრის საყიდლად წავიდნენ და, ყველაფერი მოიტანეს, ქამრის გარდა.

– მოკლედ, პარიზული ერთი კვირა მართლა დაუვიწყარი იყო და ყველანი კარგად გაერთეთ.

– დიახ დისნეილენდშიც ვიყავით. გაგამ მიკი-მაუსის ხელები იყიდა და იმით დარბოდა. შოპინგზეც პირველად ვიყავით ერთად. ლუვრიც მოვინახულეთ. „მულენ რუჟის“ ტერიტორიაზეც კი ამოვყავით თავი.

გაგა: თან, ჩემი დაბადების დღეც იქ დაემთხვა.

თიკო: რატომღაც, გადავწყვიტეთ, ღამის 2 საათზე სტრიპტიზ-კლუბში წავსულიყავით. ყველამ ჩავიცვით და მთელი ჯარი წავედით გასართობად. თან, საკმაოდ ძვირი ღირდა შესვლა. შევედით. არაფერი იქ არ ხდებოდა, ერთი ზანგის ქალი ცეკვავდა. მოკლედ, იმ ღამეს კრახით დასრულდა სტრიპტიზ-კლუბში გასეირნება.

– ახლო მომავალში თუ გეგმავთ სამოგზაუროდ წასვლას?

გაგა: ჩემი ძალიან ბევრი ნათესავი ბარსელონაში ცხოვრობს. თავიდან იქ გვინდოდა წასვლა, მაგრამ ხანგრძლივ გზას და რამდენიმე რეისის გამოცვლას, პარიზის 5-საათიანი ფრენა ვამჯობინეთ. ჩემებს კი შევპირდი, რომ ბარსელონაში სხვა დროს აუცილებლად ჩავალ თიკუნასთან ერთად. რადგან თიკუნას ვუთხარი, შეიძლება წავიდეთ-მეთქი, აუცილებლად ავუსრულებ და ბარსელონაშიც წავიყვან.


скачать dle 11.3