“დიფ-ფარფლის„ კონცერტი ერევანში
11 თებერვალს, კლუბ „რვა-ნახევარში“ გაიმართა ტურისტული კომპანია „ელიტ ტურის“ მიერ ორგანიზებული ტურის პრეზენტაცია, რომელიც როკის ყველა მოყვარულს საშუალებას მისცემს, გაემგზავროს ერევანში და დაესწროს 25 მაისს დაგეგმილ, ლეგენდარული „დიფ-ფარფლის“ კონცერტს. „ელიტ ტურის“ საშუალებით თქვენ შეძლებთ სტამბულში დაგეგმილ ერიკ კლეპტონისა და „იუ 2-ის“ კონცერტებზე მოხვედრასაც. რაც შეეხება „დიფ ფარფლს“, გზისა და სასტუმროს თანხა 115-დან 170 ლარამდე მერყეობს, ხოლო კონცერტის ბილეთების ფასი – 45-დან 160 დოლარამდე. ეს თანხა სავსებით მისაღებია იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა აისრულოს ოცნება და როკ-ჯგუფს „ლაივში“ მოუსმინოს.