კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული ბომონდი – დედობის მოლოდინში


როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი ქალბატონი დედობის მოლოდინშია. ულამაზესი ხათუნა სხირტლაძე პირველად გამოსცდის დედობის სიხარულს. როგორც იცით, ხათუნა პარლამენტარ კობა ნაყოფიას რძალია. ნიკა ნაყოფიასა და ხათუნას ზღაპრულ ქორწილზე თბილისში დღემდე ლაპარაკობენ.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მეორე შვილს ელოდება მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. ექიმ-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძესთან დაშორების შემდეგ, მისი რჩეული გახდა ქართული ხალხური სიმღერების ერთ-ერთი შემსრულებელი. თუმცა, ამ თემაზე ლიზა პრესასთან საუბარს ერიდება.

მეორე მეუღლისგან მეორე შვილს ელოდება ნუგზარ ფოფხაძის ქალიშვილი, ნათია ფოფხაძე.

თბილისის მერის მეუღლის, ლელა კილაძის ორსულობაზე ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გიამბეთ, თუმცა, ამ სიაში რომ არ გვეხსენებინა, ნამდვილად არ შეიძლებოდა.

მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი მესამე შვილს ელოდება, რომელიც მისი მეორე მეუღლისთვის, ნიკა ლომიძისთვის, მეორე შვილი იქნება. უფროსი შვილი, თორნიკე, თეას პირველი ქმრისგან ჰყავს. ნიკასა და თეას სიყვარულზე თბილისში ლეგენდები დადის. ამბობენ, ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა შოუ-ბიზნესში თითქმის არც ერთ წყვილს არ აქვსო, ეს ურთიერთობა კი უკვე მრავალი წელია, გრძელდება.

პირველ შვილს ელოდება უმშვენიერესი წყვილი – ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია. როგორც ჩვენ გავიგეთ, ლიკა პირველ შვილს ამერიკაში გააჩენს.

სულ მალე შეეძინება პირველი შვილი ანი გიუნტერს. ანი ორსულობის ბოლო თვეებშიც ძალიან აქტიურად მუშაობს და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

სკანდალური განცხადებით გახდა ცნობილი, რომ ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი, სოფო ჩიკვილაძე, ცოტნესგან მეორე შვილს ელოდება. აღიარებს თუ არა ბავშვს თავად ცოტნე, ამას მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო შევიტყობთ.

დედობის მოლოდინში არიან „ფორტუნას“ ცნობილი წამყვანები – გვანცა კილასონია და თუთა, ასევე, „ვარსკვლავების აკადემიის“ მონაწილე ანი სუბელიანი, რომელიც ამავე პროექტის მონაწილე ლევან დობაძიშვილს გაჰყვა ცოლად. „ვარსკვლავური“ შვილი სულ ცოტა ხანში მოევლინება ქვეყანას.


скачать dle 11.3