კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ჯაზის აღიარებულ ვარსკვლავებთან ტაილანდის მეფე რამა მეცხრეს და რამდენწლიანი პატიმრობით ისჯება მისი შეურაცხყოფა ტაილანდის ტერიტორიაზე


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

იგი მიიჩნევა ყველაზე მდიდარ მონარქად მსოფლიოში და ერთადერთია მსოფლიო მმართველებს შორის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღება შეუძლია. ტაილანდის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ფხუმიპონ ადულიადეტი ანუ მისი სამეფო უდიდებულესობა, მეფე რამა მეცხრე, ყველაზე ხანგრძლივვადიანი მმართველია თანამედროვე მსოფლიო ლიდერებსა და მონარქებს შორის და ტაილანდის ისტორიაშიც. დღევანდელ რუბრიკაში სწორედ ამ აზიელი მონარქის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ.

1. ტაილანდის სამეფო დინასტია ჩაკრის წარმომადგენელი, ფხუმიპონ ადულიადეტი, 1927 წლის 5 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსის შტატში, კემბრიჯში დაიბადა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დედამისი არ მიეკუთვნებოდა დიდგვაროვნების ოჯახს, ფხუმიპონს დაბადებისთანავე „ფხრა ონგ ჩაოს“ სტატუსი მიაკუთვნეს. სახელი ფხუმიპონ – „ქვეყნის ძალას, შეუდარებელ ძალაუფლებას“ ნიშნავს. ფხუმიპონი ტაილანდის სამეფო ტახტზე 1946 წელს ავიდა, მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა, მეფე რამა მერვე ანანდუ მაჰიდოლა, იდუმალ ვითარებაში მოკლული ნახეს. ტახტზე ასვლისთანავე მას სამეფო სახელი – რამა მეცხრე ეწოდა, ხოლო მისი სახელი სრულად ასე გამოითქმის – ფხრაბატ სომდეტ ფრა პარამინდარა მაჰა ფხუმიპონ ადულიადეტ მაჰიტალადჰიბეტ რამადჰიბოდი ჩაკრინარუბოდინდ საიამინდარადჰირატ ბორომანატბოფიტი. უამრავი ჭორი ვრცელდებოდა მისი გამეფების შესახებ. ამბობდნენ, რომ მისი ძმა ტახტის დაუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. ამ ჭორების აბსურდულობის დამტკიცების მიზნით, ფხუმიპონმა ფიცი დადო, რომ არასდროს დაჯდებოდა ტახტზე ბანგკოკის სამეფო სასახლეში. გარდა ამისა, 60-იან წლებში მეფე რამა მეცხრემ დაიფიცა, რომ არასდროს დატოვებდა ტაილანდის ტერიტორიას. ჯერჯერობით არც ერთი ფიცი არ გაუტეხავს.

2. ფხუმიპონ ადულიადეტი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ მონარქად მსოფლიოში. მისი უდიდებულესობა ერთადერთია მეფეებს შორის, რომელსაც რამდენიმე საერთაშორისო პატენტი აქვს. რამა მეცხრემ პირადად შეიმუშავა წვიმის ხელოვნურად გამოძახების ტექნოლოგია. მის მიერ განხორციელებულია სამი ათასამდე სამეფო პროექტი სხვადასხვა დარგში: სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ჯანდაცვაში. ეს პროექტები ტაილანდური ეკონომიკის ლოკომოტივად ითვლება და სწორედ მეფის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ტაილანდი ჩამორჩენილი აგრარული ქვეყნიდან თანამედროვე განვითარებულ სახელმწიფოდ იქცა და პრეტენზიას აცხადებს ლიდერობაზე აზიის რეგიონში.

3. რთულია იმის დადგენა, თუ როდიდან მიიღო ციფრმა „9“-მ მაგიურის სტატუსი ტაილანდში. გადმოცემის თანახმად ეს ტრადიცია სიამში ჩინეთიდან შემოვიდა, სადაც მრავალი საუკუნის განმავლობაში „9“ ასოცირდებოდა იმპერატორის პერსონასთან. ციფრი „9“ მისი უდიდებულესობა მეფე რამა მეცხრის პირად გერბზეც ფიგურირებს. დინასტიის ნიშნის შუაში არსებული ცხრიანი მიანიშნებს, რომ ფხუმიპონ ადულიადეტი არის რიგით მე-9 მეფე ჩაკრის დინასტიიდან. აღსანიშნავია, რომ ფხუმიპონი ტახტზე სწორედ ცხრა რიცხვში ავიდა – 1946 წლის 9 ივნისს.

4. ტაილანდის მეფე, რამა მეცხრე, ერთ-ერთი ყველაზე „სპორტული“ მონარქია მსოფლიოში. მისი უდიდებულესობის გატაცება აფროსნობაა. მეფეს საკუთარი ნახაზებით და საკუთარი ხელით აქვს ნაშენები იახტები, რომლებიც საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობდნენ. ვიდრე ასაკი ხელს უწყობდა, იგი თვითონაც იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებებში და მას ოქროს მედალიც კი აქვს მოპოვებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურ თამაშებში. სხვათა შორის, რამა მეცხრის მიერ დაარსებული სამეფო რეგატა ფხუკეტში – ყველაზე დიდი აფროსნული შეჯიბრებაა აზიაში.

5. 1948 წელს, შვეიცარიაში სწავლის პერიოდში, ჟენევიდან ლოზანაში „ფიატის“ მარკის საკუთარი ავტომობილით მიმავალი მეფე რამა მეცხრე სერიოზულ ავარიაში მოყვა. სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად მეფემ ხერხემალი და სახე დაიზიანა. სახის ტრავმა იმდენად მძიმე გამოდგა, რომ შვეიცარიელი ქირურგები იძულებულნი გახდნენ, მეფის მარჯვენა თვალის ამპუტაცია მოეხდინათ და მას შემდეგ ფხუმიპონ ადულიადეტი თვალის პროთეზს ატარებს.

6. მონარქის გატაცებად ითვლება ფოტოგრაფია და თითქმის ყველა ფოტოსურათზე, რომელიც მის საოჯახო ალბომში ინახება, ფხუმიპონი ფოტოაპარატით ხელში არის დაფიქსირებული. მისი ნახვა ფოტოაპარატით ხელში ტაილანდურ ვალუტაზე, 1 000 ბატის ნომინალის მქონე ბანკნოტზეცაა შესაძლებელი. მეფე უპირატესობას ანიჭებს „ქენონის“ მარკის ფოტოაპარატებს და აზიაში იგი ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოხელოვანად ითვლება.

7. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური მონარქია დამყარდა ტაილანდში ანუ 1932 წლიდან 2009 წლამდე, ქვეყანამ 18 სახელმწიფო გადატრიალება გადაიტანა. მე-18 გადატრიალების შემდეგ, რის შედეგადაც გადააყენეს ტაქსინ შინავატრას მთავრობა, სამხედრო ჰუნტას სათავეში გენერალი სონთხი ბუნიარატგლინა ჩაუდგა. ამბობენ, რომ უკანასკნელი გადატრიალება მეფის თანხმობით განხორციელდა. გადატრიალების შემდეგ, მეფე რამა მეცხრემ გენერალი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაამტკიცა. ამ უკანასკნელმა კი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი პარტიის საქმიანობა აკრძალა, ესენი იყო დემოკრატიული ფასეულობების დამცველი პარტიები, რომელთაც დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსები მართავდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეფეს, რომელიც დასავლური დემოკრატიის იდეოლოგიის გამტარებლად ითვლება, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ის მხოლოდ ორაზროვანი და უცნაური მცირე რეპლიკით შემოიფარგლა: „მე გამაჩნია ჩემი საკუთარი აზრი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ მის გამოხატვას აზრი არ აქვს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, ის იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის“.

8. ტაილანდის მეფე რამა მეცხრე, ყველაზე ნიჭიერ მონარქად ითვლება მსოფლიოში. ის არის რამდენიმე წიგნისა და საკუთარ ძაღლზე შექმნილი კომიქსების ავტორი. გარდა ამისა, მონარქი მუსიკაშიც კარგად ერკვევა – ის არის ტაილანდის ჰიმნის ავტორი და, ასევე, პროფესიონალი საქსოფონისტი. ყველაზე მეტად ფხუმიპონს ჯაზი იტაცებს და 60-იან წლებში მის სასახლეში, ბანგკოკში, ხშირად ჩადიოდნენ ჯაზის აღიარებული ვარსკვლავები: ბენი გუდმენი, ჯეკ თიგარდენი, ლაინელ ჰემფთონი, მეინარდ ფერგიუსონი და „ფრეზერვეიშენ ჰელ ჯაზ ბენდი“. მის მიერ დაწერილი რამდენიმე ჯაზური ნაწარმოები პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე შესრულდა თეთრ სახლში, 1967 წლის 27 ივნისს.

9. ტაილანდში შეიზღუდა შესვლა 2 400 სხვადასხვა სახის ვებსაიტზე, მათ შორის პოპულარულ „იუთუბიზე“ და „გუგლზე“. მიზეზად ტაილანდის მთავრობამ მეფის პერსონის მიმართ განხორციელებული უზნეობა და შეურაცხმყოფელი კლიპების დამზადება და გავრცელება დაასახელა. საქმე ისაა, რომ ტაილანდში მეფე ღმერთთან არის გატოლებული და მისი შეურაცხყოფა კატეგორიულად არის აკრძალული, დამნაშავეებზე კი დასაშვებია სისხლის სამართლებრივი დევნაც კი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მაგალითად, გასულ წელს დაკავებული იყო რუსი ტურისტი, რომელმაც შემთხვევით გადახია 1 000-ბატიანი კუპიურა, რომელზეც გამოსახულია ტაილანდის ამჟამინდელი მეფე – რამა მეცხრე. ამ ფაქტის მომსწრე ტაილანდელებმა უჩივლეს ტურისტს და ამ უკანასკნელს რამდენიმე დღის გატარება მოუხდა ტაილანდის ციხეში.

10. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ტაილანდის მეფე ყველაზე მდიდარ მონარქად ითვლება მსოფლიოში მოქმედ მონარქებს შორის – მისი პირადი ქონება 35 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ ტაილანდის მეფე რამა მეცხრის პირადი ქონება ყველაზე გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი მილიარდერი მონარქების რეიტინგში და იგი ყველაზე ნაკლებად არის შემჩნეული თანხის დამალვაში. ფხუმიპონის შემდგომ პოზიციებზე განთავსებულნი არიან: დუბაის შეიხი მუჰამედ ბენ-რაშიდ ალ-მაკტუმი, აბუ-დაბის შეიხი ჰალიფა ბენ-ზაიედ ალ-ნაჰიანი და ბრუნეის სულთანი ჰასანალა ბოლკიაჰი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მდიდარი მონარქების საერთო ქონება 131 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.


скачать dle 11.3