კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა ჩვეულებრივი თელაველი კაცი მოურჩენელი დაავადებების მკურნალად


„ღმერთმა საქართველო არ გაწირა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთს საქართველო უყვარს... ღმერთი საერთოდ არ გაწირავს ერთურთის მოსიყვარულე ხალხს... მე შავ რაშად მოვიჩნევ ადამიანთა ავადმყოფობას და ღმერთმა ხელში ჩამაგდებინა შავი ლაგამი, წამლის სახით, რომელიც ავადმყოფობისთვის პირში ამომადებინა... ჩემი ოცნებაა, ხალხმა ავადმყოფობის გარეშე გაატაროს ამქვეყნიური ცხოვრება“ – ამას ამბობს კაცი, რომელიც მართლაც სასწაულმა აქცია სახალხო მკურნალად. კაცი, რომელსაც მედიცინასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონია და დღეს მძიმე ავადმყოფობისგან არჩენს ადამიანებს. დომენტი გაგნიძის წამლების შექმნის ამბავი, მართლაც ჰგავს სასწაულს და ძნელად დასაჯერებელი იქნებოდა, რომ არა ასობით მორჩენილი ავადმყოფი და თავად მისი გადარჩენაც. დღეს უკვე ლიცენზირებული წამლების, „დომენტოლისა“ და „გაგენოლის“ ავტორი, თვითონ იყო პირველი, ვინც ამ პრეპარატების სასწაულმოქმედი ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა.



დომენტი გაგნიძე: ჩემი სახალხო მკურნალად გადაქცევის ამბავი, მართლაც რომ სასწაულია. 1985 წელს მძიმედ ავად ვიყავი. ჩემი გადარჩენის შანსი ნამდვილად არ იყო. სწორ ნაწლავზე მქონდა სერიოზული პრობლემა. ან უნდა გავჭრილიყავი, ან, მაპატიეთ და გავმსკდარიყავი. ჩამოვედი თბილისში პროფესორ მუხაშავრიასთან. ხელი არ დამადო. ამის ოპერაცია არ შეიძლება, საოპერაციო მაგიდაზე დარჩებაო. წაიყვანეთ და სანამ იცოცხლებს, იცოცხლებსო. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ყველაფერს მივცემდი სიცოცხლის ფასად. ჩამოვედი სახლში. ძალიან გვიან, ძლივს დამეძინა და ვნახე სიზმარი. ღრუბლებში ვარ და გამომეცხადა, წვეროსანი, ანაფორაში ჩაცმული ადამიანი. ზურგს უკან ვუდგავარ მე. მელაპარაკება, თან ჯოხით მცენარეებზე მითითებს. წადი მთა-თუშეთში, ეს ბალახები მოხარშე და ეგ არის შენი წამალიო. რამდენჯერმა ვცადე, მისი სახე დამენახა, მაგრამ არ მიჩვენა. კიდევ მიმითითა მცენარეებზე და გაქრა. გაოგნებულს გამომეღვიძა.

– ბატონო დომენტი, მანამდე თუ გქონდათ შეხება სამკურნალო მცენარეებთან და თუ ცნობდით მათ?

– არა. არც ერთი მცენარის სახელი არ ვიცოდი. მაგრამ ავდექი, არავისთვის არაფერი მითქვამს, დავქოქე ჩემი მანქანა, ახალნაყიდი „ნივა“ მყავდა, ძალიან ლამაზი, სალათისფერი და წავედი მთა-თუშეთში. რომ იტყვიან, სული კბილით მეჭირა, ისე მიჭირდა მანქანის მართვა. გაჭირვებით ვმოძრაობდი, მაგრამ რაღაც ძალას მივყავდი. ავედი მთა-თუშეთში. რომელი ბალახიც მივამგვანე სიზმარში ნანახს, შევკარი კონა-კონა და წამოვიღე. ოცამდე სახეობის მცენარე მაინც იყო. ერთ დღეს ერთს ვადუღებდი, მეორე დღეს – მეორეს, მერე – მესამეს და რიგ-რიგობით ვსვამდი.

– დოზირების გარეშე?

– რა თქმა უნდა. მაშინ დოზირება არც ვიცოდი. ერთი-ერთი ბალახის ნახარშის დალევის შემდეგ, თითქოს კუჭში რაღაც გაიხსნა, მაგრამ კუჭის მოქმედება მაინც არ იყო. უცებ, აზრად მომივიდა ოყნის გაკეთება. თითქოც ვიღაც უხილავი მკარნახობდა. ნახარშის ოყნა გავიკეთე და საათ-ნახევრის შემდეგ, ერთ ვედრომდე ჩირქი და სისხლი გამოვიდა ორგანიზმიდან. შემეშინდა. ეს რა გავაკეთე, ნაწლავები დავიზიანე-მეთქი. დავწექი და სიკვდილს ველოდებოდი, მაგრამ მეორე დღეს ცოცხალს გამომეღვიძა. თუმცა, მაინც სუსტად ვიყავი. გავრისკე და ერთი ჭიქა ნაყენი დავლიე. მესამე, მეოთხე დღეს სიკვდილმა უკან დაიხია – გადავრჩი, გამოვკეთდი, მაგრამ ცოტა სისუსტეს მაინც ვგრძნობდი. ვერ დავკმაყოფილდი. მინდოდა, ორგანიზმიდან სულ გასულიყო სენი. ის პირველი წამალი „დომენტოლი“ იყო, ახლა უკვე სახელები ჰქვია, მეორე ბალახიდან მიღებული პრეპარატი, „გაგენოლი“ რომ დავლიე, იმან სულ მთლიანად გაწმინდა ორგანიზმი. მაინც ვერ ვისვენებდი. რაღაც ძალა არ მასვენებდა და გადავწყვიტე, ნახარშისგან ნემსი დამემზადებინა. გაფილტვრა მე არ ვიცოდი და სტერილიზაცია, არც არავინ დამხმარებია. მაშინდელი ნანემსრები დღესაც შავად მამჩნევია. (იცინის) გაუფილტრავი წამალი ძალიან ცუდად იხსნებოდა და მწარეც იყო. საკუთარ თავზე გამოვცადე მათი ძალა. დღეს სამი ათასი ადამიანი მაინც მყავს მორჩენილი. გაფილტვრაც ვისწავლე და დოზირებაც. ყველაფერი ჩემით, უფლის ძალით და ნებით.

– თუმცა, ხალხის მკურნალობა მორჩენისთანავე არ დაგიწყიათ.

– არა. მე რომ მოვირჩინე თავი, ამ წამალს ყურადღებას აღარ ვაქცევდი. თითქმის ათ წელზე მეტი გავიდა და ჩემი ბიძაშვილის გოგო გახდა ძალიან ავად. მასტოპათია ჰქონდა მკერდში და ხერხემალზე გადავიდა. პარალიზებული გახდა ახალგაზრდა გოგო. თან ტკივილები ჰქონდა ისეთი, მორფი დაუნიშნეს, რომ ვერ უყუჩებდნენ. ექიმებმა თქვეს, ეს ფეხზე ვეღარასოდეს გაივლისო. მაშინ გამახსენდა ჩემი წამალი. ვუთხარი ჩემს ბიძაშვილს, არაფერი მისცეთ, მე მივხედავ-მეთქი. მაშინ დავამზადე ხელმეორედ ნახარში და მივაღებინე. მორფი ხომ აღარ დასჭირდა, ერთ თვეში ფეხზეც დადგა. მაშინ ვთქვი, კაცო, ამ წამალს ვინ გადააგდებს-მეთქი და მას მერე, მოდის და მოდის ხალხი ჩემთან. ვისთვისაც მიმკურნალია, ყველა კმაყოფილია. მართალია, დარეგისტრირებაზე ძალიან მაწვალეს, (იცინის) მაგრამ ექიმებიც აღიარებენ ჩემი წამლის სასწაულმოქმედ ძალას. როცა პირველად ხმა გავრცელდა, რომ მე ხალხს ვმკურნალობდი, ჩამოვიდნენ თბილისიდან, სამინისტროდან და მითხრეს, შენი მორჩენილი ადამიანები გვაჩვენეო. ერთ-ერთი ისეთი პაციენტი ვაჩვენე, რომელიც გაფანტული სკლეროზით იყო ავად და მე მოვარჩინე. სახლში მივიყვანე მასთან. მატნელი ბიჭი იყო. დედამისი დაგვხვდა სახლში. ჰკითხა სამინისტროს თანამშრომელმა, ჯოგლიძემ – როგორ ატყობ შენს შვილს, რომ მორჩაო. საკუთარი ხელით საჭმელს ვერ ჭამდა და ქუჩაში ვერ გადიოდა, ახლა საქმეზეა წასულიო. ნუგზარ ჯოგლიძე ხან მე მიყურებდა გაოცებული, ხან – იმ ქალს. ეს თუ მართალია, მაშინ ეს კაციო, ჩემზე თქვა, ნობელის პრემიის ლაურეატია (იცინის) გაფანტული სკლეროზი ვერ რჩებაო. ძალიან უკვირდა, ნუთუ ეს ყველაფერი მართალიაო.

– ბატონო დომენტი, მედიცინის შესწავლაც ხომ არ დაიწყეთ?

– ახლა უკვე ვკითხულობ სამედიცინო ლიტერატურას, მაგრამ ეს წამალი ბუნებრივად არის ისეთი თვისებების, დამატება არაფრის სჭირდება. ორ პრეპარატზე მაქვს ლიცენზია. „დომენტოლზე“ და „გაგენოლზე“. მესამეც მაქვს, რომელიც ახლა უნდა დავარეგისტრირო და არანაკლები სამკურნალო ძალა აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ჩემს წამალს სარგებლობის და სიკეთის მოტანა არ შეეძლოს. ყველას სჭირდება. ჯანმრთელსაც და ავადმყოფსაც. იმუნიტეტს აძლიერებს საოცრად. სისხლს წმენდს. ვის რისი სჯერა, ნაკლებად მაინტერესებს, მე იმ ადამიანების ბედნიერი სახეები მაძლევს ძალას და რწმენას, რომლებიც ამ წამლებმა სასწაულებრივად მოარჩინა. ხალხმა უკვე იცის, რა ძალა აქვს მას. ახლა ვაწარმოებთ ავადმყოფების აღწერას და ყველა შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. ჩემი ვაჟი მეხმარება და პროფესიონალი ექიმი, დავით მეტრეველი. ძალიან ბევრი ხალხი მოდის და ამან გადაგვაწყვეტინა ქარხნის აშენება. შიდა სამუშაოებია დარჩენილი.

– ამ ყველაფერს საკუთარი ძალებით აკეთებთ?

– დიახ. საჭიროა. სულ უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ჩემი წამალი. C ჰეპატიტი მოვარჩინე. ცერებრალურ დამბლას შველის, დიაბეტს არჩენს, გაფანტულ სკლეროზს, პარკინსონის დაავადებას. გვაქვს ამისი ფაქტები. მეც გაოცებული ვარ, მაგრამ საკუთარი თვალით ხომ ვხედავ მორჩენილებს. ოცდამეერთე საუკუნის სასწაულს ვეძახი. მსოფლიო მედიცინაში ამ წამლის მსგავსი არაფერი არსებობს. ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ხალხისთვის საშველი გამოეგზავნა, თორემ მოვკვდებოდი და ეგ იქნებოდა. რატომ მასწავლიდა საშველს, განა ჩემ გარდა არავინ მომკვდარა?! მით უმეტეს, რომ მედიცინასთან არანაირი შეხება არასოდეს მქონია. ბერ-მონაზვნები მოდიან ჩემთან და მიაქვთ წამალი. საბერძნეთიდან თექვსმეტჯერ ჩამოვიდნენ. მიაქვთ რუსეთშიც, მოსკოვში. ძალიან დიდ თანხებს მთავაზობენ, მაგრამ ჩემს ხალხს მე წამალს ვერ გავუძვირებ და ფულის შოვნის საშუალებად ვერ გადავაქცევ უფლის ბოძებულს. ჩვენ ამ წამლით ავადმყოფობა საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ და ადამიანებს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ. შიდსიანი ავადმყოფი განიკურნა. გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ არა, მაგრამ ფაქტს სად წავუვალთ.

პროფილაქტიკისთვის, ექვს თვეში ერთხელ გაკეთებული ორი ფლაკონი წამალი, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. არანაირი ვირუსი და დაავადება აღარ გეკარება. მე უკვე ისეთი პრაქტიკა მაქვს, ზუსტად ვხვდები, დასალევი წამალი უნდა მივცე ავადმყოფს, თუ ინიექციის სახით. დოზირებაც არ მეშლება. ნერვის ანთებას შველის ძალიან კარგად, წითელ ქარს. გეუბნებით, ისეთ დაავადებებს შველის, მსოფლიო მედიცინამ ჯერ რომ ვერაფერი უშველა. ძალიან ბევრი ფაქტი მაქვს ამის, სამადლობელი წერილებით და აღრიცხული შემთხვევებით. გაფანტულსკლეროზიანი, ისრაელში რომ ვერაფერი უშველეს, ჩემთან მოვიდა. იმედგადაწურული ხალხი მოდის, სხვაგან რომ ვერაფერი უშველეს. ხომ იცით, ქართველი კაცის ამბავი. მაინცდამაინც ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს მკურნალობაში, რომ განიკურნოს. ივლიან, ივლიან და ბოლოს ისევ მე მომადგებიან ხოლმე. (იცინის) ერთი ექიმი დადიოდა ჩემთან და მიჰქონდა წამალი. თურმე, ხალხს ათას ლარად ასყიდებდა ჩემგან წაღებულს. წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა?! ახლა აღარ ვაძლევ, რაც გავიგე. გადავირიე კაცი. როგორ შეიძლება ავადმყოფ ადამიანს ასე მოექცე. ისედაც როგორ უჭირს ხალხს. ორ კაპიკს ძლივს შოულობენ. რა დარჩება გაუგებარი. მისი პაციენტი მოვიდა და მოიტანა ჩემი წამალი. ეს თქვენი პრეპარატიაო? – გამიკვირდა. შენ ვინ მოგცა-მეთქი. მითხრა მისი ვინაობა. ამ წამლით მკურნალობს სიმსივნიან ადამიანებს და ფულს შოულობს. ყველა მადლიერი ჰყავსო. რა ვუყო ეგეთ ადამიანს, ვუჩივლო და დავაჭერინო? ღმერთს რა პასუხს აძლევს.

– ისევ მთა-თუშეთში დადიხართ მცენარეებისთვის?

– რა თქმა უნდა. როცა დამჭირდება, მივდივარ და ვაგროვებ. ერთხელ, მცენარეებს რომ ვაგროვებდი, მწყემსმა დამინახა. რას აკეთებ, რად გინდაო. არ დამიმალავს, წამალია-მეთქი, ვუთხარი. მეორე წელს რომ ჩავედი მცენარეებისთვის, იმ ადგილას ერთი ღერი აღარაფერი დამხვდა. ვერაფერი ვიპოვე. სულ მთლად გამქრალიყო. ეტყობა, არ უნდა მეთქვა. დღესაც გაოცებული ვარ. ახლა მიუვალ, მიუდგომელ ადგილებში ვეძებ და ვაგროვებ. მხოლოდ და მხოლოდ მცენარეებს ვიყენებ. სხვა არაფერი ერევა, არც ერთი მილიგრამი. უკუჩვენება საერთოდ არ გააჩნია. ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ვასმევთ. გაციება რა არის, არ იციან. მოწამლულს არჩენს. მე თვითონ გადამარჩინა ორჯერ. პირველად სოკომ მომწამლა. მეუღლემ შეწვა და ვჭამე. მოვიწამლე. მაშინ არ ვიცოდი, ჩემი წამალი მოწამლულსაც თუ შველოდა. მომიდუღეს ნახარში და დავლიე. ერთმა ჭიქამ მიშველა. ხუთ წუთში ყველაფერმა გამიარა. მეორედ, მოხარშულმა სიმინდმა მომწამლა. ძალიან მიყვარს მოხარშული სიმინდი. კი ვნახე, რომ კარგად არ მოიხარშა, მაგრამ მაინც შევჭამე. სოკოთო მოწამვლა არაფერი იყო იმასთან. ლამის მომკლა. ნახარში რომ დავლიე, ისეთი ეფექტი არ ჰქონდა. სამი გრამი წამალი – „დომენტოლი“ გავიკეთე კუნთში და მეშველა. რამდენი იღუპება მოწამვლით. ორი გრამი „დომენტოლის“ ინიექცია და მორჩენილია. სექსუალურ დარღვევებზე გვაქვს კიდევ ძალიან კარგი შედეგი.

– წამლის თვისებებს სულ საკუთარ თავზე სცდიდით?

– ასე გამოვიდა. (იცინის) ამიტომ არ მეშინია და ზუსტად ვიცი, რა ძალა აქვს ჩემს წამალს. განსაკუთრებით, ინიექციის სახით.

– პაციენტები თელავში ჩამოდიან?

– თელავშიც ჩამოდიან და თბილისშიც გავხსენით ოფისი. დიდძალი ხალხი მოდის. ერთ დღეს რომ აქ ვარ, მეორე დღეს თელავში ჩავდივარ. თხუთმეტ დაავადებას ვშველი ისეთს, ჩვეულებრივი წამალი რომ ვერაფერს უშვრება, მაგრამ, ჩემით არავის ვთავაზობ მას. ამის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს. ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. თუ მოვა ჩემთან, დავეხმარები – უანგაროდაც. გაჭირვებულებს, ლტოლვილებს, მოხუცებულებს ეკლესიებში ვუგზავნი. ვისაც ყიდვის საშუალება არა აქვს, უსასყიდლოდ ვაძლევ წამალს. მაშ, თუ ფული არა აქვს ადამიანს, მოვკლათ, დავხოცოთ? ყველას აქვს სიცოცხლის უფლება.

– ნობელის პრემიის საქმე როგორ არის, გაძლევენ?

– ჩემი ნობელის პრემია სიკვდილის ხელიდან გამოგლეჯილი ადამიანებია. რად მინდა პრემია. ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ჯილდოა. არც არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემი წამალი საქართველოს საკუთრებაა. ერთი პროფესორი მკურნალობს ჩემთან. ვიტყვი მის ვინაობას. დამირეკა და მითხრა, მოსკოვიდან არიან შენს სანახავად ჩამოსულები და სადა ხარ, რომ შეგახვედროო. თბილისიდან გავდიოდი უკვე. ლილოში დამაწია და იქ შევხვდით. აკადემიკოსი ყოფილა. შენ აქ რას აკეთებ. წამოდი მოსკოვში, იქ იმუშავეო. არა-მეთქი. ეს წამალი ქართველებს და საქართველოს ეკუთვნის. ღმერთი არ მომცემს უფლებას, აქედან სადმე წავიღო. შენც თუ ქართველი ხარ, აქ ჩამოდი და იყავი აქ. პირდაპირ ვუთხარი, თქვენს პუტინსაც სჭირდება, ეს წამალი, იქ რომ გყავთ, ეგებ გონება გაეხსნას-მეთქი. (იცინის) უკრაინიდან იყო ძალიან სერიოზული შემოთავაზება. ხუთას მილიონს მაძლევდნენ რეცეპტში. გვითხარი, რა არისო. ხუთი მაგდენიც რომ მომცენ, მაინც არ გავამხელ. ჯერჯერობით შვილსაც არ ვეუბნები. (იცინის) მერე ვნახოთ. შვილი ჩემია. როცა ამისი დრო და ნიშანი იქნება, ვასწავლი.

– ბავშვები მოჰყავთ თქვენთან?

– მე თხუთმეტ წელზე უმცროსებისთვის არ ვაძლევ წამალს, მაგრამ მქონდა შემთხვევა, წლის და რვა თვის ბავშვი მომიყვანეს. თავში სიმსივნით. მე არ ვატანდი წამალს. ასეთ პატარაზე ვერ გავრისკავ-მეთქი. ბაბუამისმა ტირილით მითხრა, მაინც კვდება, ექიმებმა ხელი აიღეს და მოგვეცი, იქნებ უშველოს, ხელწერილს მოგცემ, რომ შენ არაფერს დაგაბრალებთო. გავატანე და გავაფრთხილე, ნახევარ გრამზე მეტი არ გაუკეთოთ-მეთქი. მეორე მოსვლაზე დედა და ბებია მოვიდა. მოიხედა ბავშვმაო. ყურებიდან გადმოუვიდა სისხლი და ჩირქიო. როგორ ვთქვა, მაგრამ ისეთი სასწაულები ხდება, თავადვე მიკვირს. ერთი ქალი მოვიდა, მხედველობა გამიუმჯობესა შენმა წამალმა და სათვალე მოვიხსენიო. ქალბატონო, რატომ მატყუებთ, მე ვერ მომიხსნია სათვალე, შენ როგორ გიშველა-მეთქი. თუ გინდა, ნუ დამიჯერებ, მაგრამ ვხედავ უსათვალოდო. ეტყობა იმ დაავადებისგან განკურნა, რის გამოც მხედველობა დაუქვეითდა. არადა, მე მხედველობის გასაუმჯობესებლად წამალს არ ვყიდი. კიდევ ექვსი ქალი მოვიდა ასეთი. ყოველდღე ვხედავ სასწაულებს. ბათუმში მყავს პაციენტი, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე ჰქონდა. ჩემი წამალი წაიღეს. ექიმები გაოგნებულები არიან, რა დაალევინეთ ამისთანაო. ასეა, შვილო. იმედგადაწურულების ნუგეშად ვიქეცით მე და ჩემი წამალი.

ღმერთმა შემაძლებინა, რომ სამოთხიდან ჯოჯოხეთში ხიდი გამედო. ჯოჯოხეთში ხიდის გადებად მივიჩნევ ადამიანთა ბოროტი სენისაგან განკურნებას. შემდეგ ვამბობ, ხალხთა მოდგმას მსხვერპლად მიმეც, თავი დამადებინე. ყველაფერი კი ხალხმა თვითონ ამოიცნოს ზემოთ წაკითხულიდან. ვამბობ, დამიფარე ღმერთო ცრუ და მავნე თვალისგან და ნუ გახდი ჩემს ოცნებებს, ველად გაშლილს ქარისგან. მეტი განმარტება კი ვფიქრობ, ხალხს არ სჭირდება. ჩემი ოცნებაა, რომ ხალხმა ავადმყოფობის გარეშე გაატაროს ამქვეყნიური ცხოვრება.

მკურნალის კოორდინატები: თელავი, კავკასიონის ქუჩა ¹61ბ.

გაგნიძე ბიჭიკო „დომენტი“ ტელ: 893-22-66-51 8(250) 7-61-24.

თბილისი, აწყურის ქუჩა ¹31ა მეტრო „ისნის“ უკანა მხარეს ტელ: 822 74-63-35.


скачать dle 11.3