უცნაური ფაქტები
* ამერიკაში, ერთ-ერთ პოპულარულ ინტერნეტ-საიტზე, გასული წლის ყველაზე სულელური საახალწლო საჩუქრების სია გამოქვეყნდა. სიაში აღმოჩნდა: საშინაო ჩუსტები ზიგმუნდ ფროიდის პორტრეტით, „მოლაპარაკე“ ტუალეტის ქაღალდი; რეზინის დედალი, რომელიც შეგიძლიათ, გაცოფებულმა „მიახრჩოთ“, თუმცა ეს ბოლო საჩუქარი არც ისე სულელური უნდა იყოს.
* ვინ რაზე ზის – ანუ, როდის გაჩნდა პირველი სკამი? აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ „ხანდაზმული“ ისტორია აქვს... და პირველი ოთხფეხა, უზურგო სკამი, ანუ „ტაბურეტი“ იყო. პირველი ტაბურეტი ხუთი ათასი წლის წინ გაჩნდა, ძველ ეგვიპტეში და მასზე მხოლოდ ფარაონი ჯდებოდა. რაზე ისხდნენ უბრალო ეგვიპტელები, ამაზე ისტორია დუმს.
* კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანები საუბარს აღიქვამენ არა მხოლოდ სმენით, ანუ ყურებით, არამედ კანითაც. სწორედ ამიტომ გვიჩნდება ზოგი მოსაუბრის მიმართ სიმპათია, თუნდაც მის აზრებს არ ვიზიარებდეთ.