სამხილები ჰოლმსის წინააღმდეგ
ის მსოფლიოში საუკეთესო მაძებარია. თუმცა არც ძაღლია და არც რეალური ადამიანი. შერლოკ ჰოლმსმა მოახერხა ის, რომ ლეგენდად ქცეულიყო. რა დაწერა კონან დოილმა, ყველამ ვიცით. აქ იმას მოგახსენებთ, რაც არ დაუწერია, მაგრამ... მაინც ვიცით... თუმცა მცდარად.
* ფრაზა „ელემენტარულია, ვატსონ“, კონან დოილის არც ერთ რომანში არ არის. ის შერლოკ ჰოლმსს ამ წიგნის პირველ ეკრანიზაციაში ათქმევინეს.
* ცნობილი სერიალის – „დოქტორი ჰაუსის“ შემქმნელები აღიარებენ, რომ მათი მთავარი გმირის სახე, შერლოკ ჰოლმსის მიხედვით შეიქმნა.
* შერლოკ ჰოლმსის ეკრანიზაციის 213 ოფიციალური ვერსია არსებობს. ჰოლმსის სახე 76-მა მსახიობმა შექმნა. ეს რეკორდი ჯერ მოუხსნელია.
* ჰოლმსის გრაფიკული სახე შექმნა მხატვარმა სიდნეი პეჯეტმა და მოხდა საოცრება, ყველას ჰგონია, რომ ის ნანახი ჰყავს.
* მისამართი ბეიკერ-სტრიტი, სახლი 221ბ, ლონდონში საერთოდ არ არსებობდა. ის მოგვიანებით ააშენეს, რომ მასში შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი გაეხსნათ.
* 2002 წელს შერლოკ ჰოლმსი ინგლისის სამეფო აკადემიის ქიმიკოსთა ლიგის საპატიო წევრად მიიღეს. არც ერთი სხვა გამოგონილი პერსონაჟი ასეთ პატივს არ ღირსებია.
* კონან დოილის რომანების გამოსვლის შემდეგ, დედუქციის მეთოდი მთელ მსოფლიოში აღიარეს კრიმინალურ სამსახურებში და მას ახლაც იყენებენ.
* კონან დოილს ისე მობეზრდა თავისი გმირი, რომ 1883 წელს „უკანასკნელ საქმეში“ მოკლა, მაგრამ ლამის ჩაქოლეს და იძულებული გახდა, შვიდი წლის შემდეგ „ბასკერვილების ძაღლში“ გაეცოცხლებინა.
* კონან დოილის უსაყვარლესი მოთხრობა „ჭრელი ლენტი“ იყო.
* ექიმი ვატსონი მართლა ექიმი იყო, დანტისტი და ნამდვილად ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობდა. მასთან კონან დოილი კბილებს მკურნალობდა.
* მეოცე საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტის კრიმინალურ პოლიციაში კონან დოილის ნაწარმოებები ყველა გამომძიებელს უნდა სცოდნოდა, მერე ის საგნადაც დაამატეს.
* ამბობენ, ჰოლმსზე მოთხრობების ციკლის გაგრძელება კონან დოილს თავად ინგლისის მეფემ სთხოვაო.
* იქნებ არ იცით, რომ ჰოლმსზე მოთხრობები სხვადასხვა დროს დაწერეს: კონან დოილის ვაჟმა ადრიანმა, ნილ მეიმანმა, მარკ ტვენმა, სტივენ კინგმა და ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმაც კი.
* ჰოლმსზე მოთხრობები მსოფლიოს 76 ენაზეა ნათარგმნი.
* ჰოლმსს ტელეფონი უკვე 1888 წელს „ჰქონდა“, მისი გამოგონებიდან ათი წლის შემდეგ. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ ალექსანდრე ბელის, ტელეფონის გამომგონებლის ასისტენტს ტომას ვატსონი ერქვა.
* ნიკოლოზ მეორეს ოჯახი სიცოცხლის ბოლო დღეებში კითხულობდა „ბასკერვილების ძაღლს“.
* ბეიკერ-სტრიტის 221ბ ნომერში დღემდე მიდის ათასობით წერილი, შერლოკ ჰოლმსის სახელზე. ისინი ცნობილ გამომძიებელს შველას სთხოვენ.
* ჰოლმსზე პირველი პაროდია „პიტერ პენის“ ავტორმა, კონან დოილის მეგობარმა, ჯეიმს ბარიმ დაწერა, სახელწოდებით „განსვენებული შერლოკ ჰოლმსი“.
* კონან დოილს ძალიან სჯეროდა მოჩვენებების.
* მსოფლიო ბესტსელერების რიგში მოთხრობები ჰოლმსზე მეორე ადგილს იკავებს, ბიბლიის შემდეგ.
* რეალური სერ ჰარი ბასკერვილი აღაშფოთა კონან დოილის მოთხრობამ და სცადა, ავტორისთვის სასამართლოში ეჩივლა.
* 1983 წელს ლონდონის საოპერო თეატრის სცენაზე წარმატებით დაიდგა ბალეტი შერლოკ ჰოლმსზე – „უდიდესი დეტექტივი“.