კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში იღუპება ენძელა და როგორ უნდა მოუაროთ ჭორიკანას ფოთლების ცვენის შემთხვევაში


საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან ერთად, ოთახის ორ არაჩვეულებრივ მცენარეზე ვისაუბრებთ. თუ გსურთ, ბინაში ლამაზი მცენარეები გქონდეთ და, ამავე დროს, იოლად მოსავლელიც იყოს, ყურადღებით მიადევნეთ თვალი ჩვენს რჩევებს და აუცილებლად გაახარეთ ენძელა და ჭორიკანა.


– ბატონო თენგიზ, წელიწადის რომელი სეზონის მცენარეა ენძელა და შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში მისი გაზრდა?

– ენძელა ადრე გაზაფხულის დამამშვენებელი ყვავილია. ეს მცენარე დეკორატიულია და მისი კულტივაცია უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ენძელას ათამდე ფორმა და სახეობა არსებობს. მისი ფოთლები თხელია, ყვავილობის დროს ღია ფერი დაჰკრავს, შემდეგ კი მუქი ხდება. მცენარის საყვავილე ღეროს ცილინდრული ფორმა აქვს. ყვავილობის დროს ისინი ფოთლებზე გრძელია, შემდეგ კი უფრო მეტად გრძელდება. ამ მცენარის ოთახში გაზრდა ძალიან იოლია. მთავარია, გაითვალისწინოთ მისთვის სასურველი ელემენტარული პირობები და, გარწმუნებთ, ენძელა მშვენივრად გაიხარებს.

– როდის ყვავილობს მცენარე?

– თუ თქვენ უკვე გაქვთ ბინაში ენძელა, მაშინ გაგახარებთ და გეტყვით, რომ სწორედ ამ თვეში, თებერვალში იყვავილებს. მისი ყვავილი თეთრი ფერია და თავდახრილი, ყვავილედი კი მწვანე აქვს, კვერცხის ფორმის. მცენარის ბოლქვი მრავალწლიანია. სამი წლის განმავლობაში მას შეუჩერებლად აქვს მარაგი. ამონაყრები ყვავილობს ხუთი დღის შემდეგ, როგორც კი ნიადაგიდან გამოჩნდება. ყვავილობა ორი თვის განმავლობაში გრძელდება.

– თუ ენძელას ახლა ჩავრგავთ, როდის იყვავილებს?

– ბოლქვის ჩარგვიდან მეხუთე წელს დგება ყვავილობის დრო. წელიწადში მოზრდილი ასაკის ბოლქვებს რამდენიმე შვილობილი წარმოექმნება, რომლებიც თანდათან ვითარდება და შემდეგ სრულყოფილი ხდება.

– როგორი პირობები უნდა შევუქმნათ მცენარეს კარგად ყვავილობისთვის?

– სასურველია, ენძელას ტყის ნიადაგი შეურჩიოთ და ჩარგოთ ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე. მაისის ბოლოს, როდესაც ფოთლები გაუხმება, შეგიძლიათ, ბოლქვები დაანაწევროთ. ჩარგვიდან მესამე წელს, გაზაფხულზე, მცენარეს ფესვები გამოუვა, შემდეგ წელს რაოდენობა უფრო მეტად მოიმატებს და მხოლოდ მეხუთე წელს იყვავილებს.

– როგორ გავამრავლოთ ენძელა?

– ენძელა თესლით მრავლდება. ბუნებაში ის გადააქვთ ჭიანჭველებს. თუ ბაღში გაქვთ ენძელა, მაშინ გამრავლება თქვენ თვითონ უნდა მოახდინოთ, თუმცა თესლით ყვავილის გამრავლებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. შეგიძლიათ, მცენარე გაამრავლოთ ბოლქვის დაყოფით.

– შესაძლებელია ენძელას ბაღში გახარება?

– ეს მცენარე ხარობს როგორც ბინაში, ასევე ბაღშიც. თუ თქვენ გარე კულტურაში გაქვთ მცენარე, გაითვალისწინეთ ერთი რამ: როდესაც ყვავილს მოაჭრით, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ მცენარე ბოლქვიანად არ ამოიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით შეიძლება მთლიანად გადააშენოთ ის თქვენი ბაღიდან. ასევე, გახსოვდეთ, რომ ენძელას უყვარს ბუჩქების ქვეშ ყოფნა. ეცადეთ, ბოლქვები ისეთ ადგილას ჩარგოთ, სადაც მეჩხერი ბუჩქისებური მცენარეები იქნება, რომ მზის სხივებიც ბოლომდე არ დაუჩრდილოს. ეს რჩევა შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ოთახის ენძელას გახარების დროსაც: ქოთანი ყოველთვის დადგით კარგად განათებულ ადგილას, მაგრამ, არ მოახვედროთ მზის მწველი სხივები და მიუდგით გვერდით მასზე მაღალი და დაფოთლილი მცენარე.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე ზამთარში და რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ახლა?

– ზამთარში ენძელას ხშირი მორწყვა არ მოსწონს. დააკვირდით მის ნიადაგს, როდესაც გაუშრება, მხოლოდ მაშინ დაასხით წყალი. მისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – პლუს 18-24 გრადუსი. თუ ასეთ პირობებს შეუქმნით და მცენარე კარგად გაიხარებს, ახლო მომავალში ის იყვავილებს და თითქმის ორი თვის განმავლობაში თქვენს ბინას ლამაზი ყვავილებით დაამშვენებს.

– როგორ მოვუაროთ ჭორიკანას?

– ის ძალიან იოლი გასაზრდელი მცენარეა. შეგიძლიათ, კარკასზე ააყოლოთ ან ქოთნიდან დაბლა გადმოუშვათ. ალბათ, ეს მცენარე ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია და კარგად იცით, რა ლამაზია ბინაში გახარებული ჭორიკანა. მის ფოთლებს ზედაპირზე ვერცხლისფრად მოელვარე ორი ზოლი დაჰყვება, რომელიც მშვენიერ კონტრასტს ქმნის მის მოიისფრო ზურგთან. ამ მცენარეს დროდადრო პატარა ვარდისფერი ყვავილებიც ამოსდის.

– როგორი გარემო მოსწონს ჭორიკანას?

– მას უყვარს კარგი განათება, კაშკაშა სინათლე, რადგან ამ დროს ფოთლები უფრო ხასხასა ხდება და უხვადაც ყვავილობს. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის ნორმალურია 18-24 გრადუსი სითბო. ზამთარში კი 12 გრადუსზე მაინც უნდა ამყოფოთ, რომ არ დაზიანდეს.

– რა შემთხვევაში შეიძლება დასცვივდეს მცენარეს ფოთლები?

– შესაძლებელია, ეს მოხდეს ნიადაგის ან მოურწყველობის გამო. თუ ჭორიკანას ფოთლები დასცვივდება და ტოტები გაუშიშვლდება, წვეროები მოაჭერით და კვლავ ქოთანში ჩაარჭეთ, სადაც დაფესვიანდება.

– რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყათ ჭორიკანა და როდის სჭირდება მას მინერალური სასუქი?

– აქტიური ზრდის პერიოდში მცენარის მიწა საკმაოდ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით ნაკლებად მორწყეთ, მაგრამ ნიადაგი ძალიან არ უნდა გამოუშროთ. ზაფხულობით, შეგიძლიათ, ჭორიკანას მიაწოდოთ მინერალური სასუქი. ეს კარგად იმოქმედებს მის შემდგომ ყვავილობაზე.

– სად გვირჩევთ ჭორიკანას დადგმას?

– მცენარისთვის სასურველია, თუ საკიდ კალათში ჩადგამთ. აუცილებლად დაკიდეთ ისეთ კუთხეში, სადაც კარგი განათება ექნება.


скачать dle 11.3