ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მყავს 5 წლის ინგლისური კოკერ სპანიელი. ძალიან წყნარი იყო, მაგრამ ბოლო დროს გაავდა და უმიზეზოდ იღრინება. ხანდახან ოჯახის წევრებსაც უღრენს. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს, ალბათ, ნერვული აშლილობის მიზეზი შეიძლება იყოს. ამის გამომწვევი მიზეზი კი ვეტერინარმა უნდა დაადგინოს.
კითხვა: შეიძლება, ძაღლს ყვითელ ფერზე აგრესია ჰქონდეს? თუ ვინმე დაინახა ამ ფერში გამოწყობილი, ყველას უღრენს. რისი ბრალია?
პასუხი: ძაღლები ფერებს კარგად ვერ არჩევენ. მისი საქციელი, შეიძლება, სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ამიტომ ძაღლი აუცილებლად უნდა ანახვოთ ვეტერინარ ექიმს.
კითხვა: მყავს 6 თვის გერმანული ნაგაზი. ერთი თვეა, ცალი თვალის ფერი შეეცვალა. ეს პათოლოგიაა თუ დასაშვებია?
პასუხი: აუცილებლად უნდა აჩვენოთ ვეტერინარს, რადგან ეს, შეიძლება, სერიოზული პრობლემის ბრალი იყოს, ვთქვათ, როგორიცაა კერატიტი ან რქოვანას შემღვრევა და სხვა.
კითხვა: ჩემმა ძაღლმა გასული წლის ზამთარში ფეხი იღრძო. მკურნალობის შემდეგ კარგად იყო, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ცუდი ამინდის დროს კოჭლობს. მირჩიეთ რა ვქნა? ვერავინ ვერაფერი გაუგო.
პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს ძაღლს აღნიშნული პრობლემის გამო ქრონიკული ართრიტი ჩამოუყალიბდა. ამიტომ, ჯობია, ვეტერინარს მიმართოთ.
კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე ასაკშია შესული და ვატყობ, რომ საკვების შეცვლა სჭირდება. გთხოვთ, ამიხსნათ, რა სახის კვებაა მისთვის სასურველი?
პასუხი: როცა ძაღლი ასაკში შედის, მას განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. პირველყოვლისა, ის აუცილებლად სპეციალური რაციონით უნდა გამოვკვებოთ. არსებობს საკვები, რომელიც სპეციალურად ხანში შესული ძაღლებისთვის არის განკუთვნილი. ეს საკვები სწორედ იმ მინერალებს შეიცავს, რომელიც მათი ორგანიზმისთვისაა აუცილებელი.