კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარემოებათა მსხვერპლი


უამინდობა გაღიზიანებთ, სრულიად შეუფერებელ მომენტში ფუჭდება კომპიუტერი, მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაგეშალათ, მეგობარმა „გადაგაგდოთ“ – არ მოვიდა, გასარეცხი ჭურჭელი კატასტროფულად იმატებს და, ერთი სიტყვით, გგონიათ, რომ მალე ჭკუიდან შეიშლებით... მით უმეტეს, თუ ქმარიც ბუზღუნებს და დიდი მონდომებით გაკეთებულ კერძს გიწუნებთ, შეიძლება (და ეს სრულიად ბუნებრივი იქნება), ნერვები ვეღარ მოთოკოთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისტერიული და ნერვიული არსება ბრძანდებით და ნევროპათოლოგი, ან, კიდევ უარესი – ფსიქიატრი გჭირდებათ. სულაც არა. თქვენ მხოლოდ გარემოებათა მსხვერპლი ხართ. უსიამოვნებები, მით უფრო, თუ ისინი ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება თქვენს ცხოვრებაში, მავნე ზეგავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე. ნუ შეგეშინდებათ, თუ ერთ დღეს მგელივით ყმუილი მოგინდებათ და ნუ იტყვით ამაზე უარს, გათავისუფლდით დაგროვილი უარყოფითი მუხტისგან. ზოგიერთი ქალი, მრისხანების ზღვარზე მყოფი, ჭურჭელს ამტვრევს, მაგრამ არც ამაშია რამე საგანგაშო.

პრობლემები მაშინ გაჩნდება, თუკი ეს მოვლენები ნორმალურ ცხოვრებაში შეგიშლით ხელს. თქვენმა მრისხანებამ გონება არ უნდა დაგიბინდოთ, არ უნდა ჩაგადენინოთ ისეთი საქციელი, რომელიც მერე სანანებელი გაგიხდებათ. ჯობია, ჯავრი ისევ ჭურჭელზე იყაროთ, ვიდრე საყვარელ ადამიანზე, თორემ, მერე ძნელი ასახსნელი იქნება, რამ დაგაკარგვინათ წონასწორობა. აგრესიის გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, წამგებიანია. თქვენ თუ გარემოებათა მსხვერპლი ხართ, მათ ამაში ბრალი არ მიუძღვით. ზოგჯერ კი, უარყოფითი მუხტის „გადმონთხევა“ ერთგვარი დოპინგია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი რეალობა.


скачать dle 11.3