კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანი ნიქაბაძე: „თხოვნით და თბილი სიტყვით წავალ საყვარელი ადამიანის წინაშე დათმობაზე“

ანი: ძალიან მომწონს მოდელობა, ფოტოკამერების წინ პოზირება, პოდიუმზე გამოსვლა. ასევე, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ფრენბურთის თამაში, მიყვარს წიგნების კითხვა. სააგენტოში ვსწავლობთ  ცეკვას, აერობიკას, იმისთვის, რომ მოქნილები ვიყოთ და კარგი პლასტიკა გვქონდეს.

– როგორ რეაგირებ კომპლიმენტებზე?

– როგორც ყველა გოგონას, მეც მსიამოვნებს კომპლიმენტები. ძირითადად მეუბნებიან ხოლმე, რა ლამაზი გოგონა ხარ, დღეს რა კარგად გამოიყურები და ასე შემდეგ.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– ამაყი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვიცი საკუთარი თავის ფასი. მხიარულიც ვარ და ვცდილობ, ბევრი მეგობარი შევიძინო. ძალიან კარგად ვერთობით მეგობრები, კინოში, თეატრში დავდივართ.

– იოლად ენდობი ადამიანებს?

– როცა ვიცი, რომ ადამიანს ჩემი კარგი სიამოვნებს, ვცდილობ ყველაფერი გავუზიარო. მაგრამ, თუ შევამჩნევ, რომ ჩემთვის კარგი არ უნდა, ვცდილობ თავი მოვარიდო და მასთან ურთიერთობა არ მქონდეს. ყველა ადამიანთან არ ვარ გახსნილი, ყველას არ ვენდობი.

– ნამდვილად გეყოლება თაყვანისმცემლები. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?

– საჩუქრებით მანებივრებენ, მეც ვცდილობ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, თუმცა ეს შეიძლება, არ გამომივიდეს. აბეზარი თაყვანისმცემლებიც მყავს, ზოგჯერ ნერვებს მიშლიან, მაგრამ მეხერხება მათი თავიდან მოშორება. ამ დროს ძალიან ჯიუტი ვარ, შეიძლება, ვინმეს ამაყი და თავნება ვეგონო, მაგრამ ასე არ არის. ხშირად რეკავენ ტელეფონზე, სახლთანაც მხვდებიან. სასიამოვნოა, როდესაც კომპლიმენტებს ისმენ, ნებისმიერ ბიჭს მოსწონხარ, მაგრამ როცა არ მოგწონს ბიჭი, მერე უკვე მისი მხრიდან არაფერი გსიამოვნებს, პირიქით – გაღიზიანებს.

– თავად როგორი ბიჭები მოგწონს?

– ბიჭი ჯერ გარეგნობით უნდა იყოს ლამაზი, ძალიან სიმპათიური და მერე შინაგანად უნდა მომეწონოს. თმის და თვალის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, გარეგნობით მომეწონოს და თავი შემაყვაროს. რაც შეეხება ხასიათს, ბიჭი საყვარელი უნდა იყოს და სითბო უნდა მაგრძნობინოს. საერთოდ სასიამოვნოა, როდესაც ბიჭი შენს მიმართ თბილი და ყურადღებიანია.

– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ შენი გული დაიპყროს?

– ბიჭმა ყველანაირად უნდა გაგრძნობინოს, რომ უყვარხარ – სითბოთი, სიურპრიზებით თავი უნდა შეგაყვაროს. საერთოდ, როცა ბიჭს ერთ უარს ეტყვი და მერე სხვა გოგონასთან წავა, ნამდვილად არ მესიამოვნება. თუმცა, გოგონამ თავი ცოტათი უნდა დაიფასოს და მერე ბიჭიც უფრო დააფასებს. შეიძლება, ბიჭი მოგწონდეს, მაგრამ თავიდან უარი უთხრა. თუმცა, მიმაჩია, რომ როდესაც ბიჭს მოსწონხარ, მისგან სითბოს იგრძნობ, მის მიმართ რაღაც გრძნობა გაგიჩნდება.

– თბილი თუ ხარ, როგორ გამოხატავ სითბოს?

– თბილი ვარ და ვცდილობ სითბო ყველანაირად გამოვხატო, ვინც მიყვარს იმ ადამიანს თავი ბედნიერად ვაგრძნობინო. ყურადღებიანიც ვარ. ბიჭი თუ მომეწონება, შემიყვარდება, საჩუქრებსაც გავუკეთებ და სიურპრიზებსაც.

– პირველ ნაბიჯს გადადგამ?

– არა, თუმცა გოგონას თუ უნდა, ბიჭს აუცილებლად შეაყვარებს თავს.

– შენი გატაცებები, სასიყვარულო თავგადასავლები რამდენ ხანს გრძელდება?

– სერიოზული გრძნობა ჯერ არ მქონია, რაც შეეხება გატაცებებს, დიდხანს არ გრძელდება. რამდენი ბიჭი შეიძლება, მომეწონოს, ყველაზე სერიოზულად ხომ ვერ ვიფიქრებ. ძირითადად, ბავშვური გატაცებები მაქვს, ხან ერთი ბიჭი მომწონს, ხან მეორე, ბოლოს კი რომელი მომწონს მეც ვერ ვხვდები.

– როგორ ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე გახსნილი უნდა იყოს?

– მამაკაცთან ბოლომდე არ უნდა გაიხსნა და საერთოდ, ადამიანს ბოლომდე არ უნდა ენდო, მით უმეტეს ბიჭს. როდესაც მიუწვდომელი ხარ, ბიჭი შენით უფრო ინტერესდება, ცდილობს მეტად შემოვიდეს შენს გრძნობებში და უფრო ღრმად ჩაგწვდეს. ბიჭისა და გოგონას ურთიერთობაში პატარა ინტრიგები საჭიროა, სერიოზული – არა.

– ეჭვიანი ხარ?

– საყვარელი ადამიანის მიმართ ვიქნები ეჭვიანი, ყოველთვის ვიეჭვიანებ. ასევე მომეწონება, ბიჭმა რომ ჩემზე იეჭვიანოს. ქალმაც ბიჭი ცოტა უნდა აეჭვიანოს, დააინტრიგოს. საერთოდ, ქალმა უნდა დაიფასოს თავი, ბიჭს უნდა ჰქონდეს მისი დაკარგვის შიში. არ უნდა იფიქრო, რომ ეს ბიჭი ჩემი ბოლო ბედია და მორჩა.

– საყვარელი მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?

– მშობელს შეუძლია, რაღაც ამიკრძალოს, მაგრამ არც ერთ ბიჭს არ მივცემ იმის უფლებას, ამიკრძალოს – ეს არ ჩაიცვა, იქ არ წახვიდეო. არც ერთ ბიჭს არაფერს ავაკრძალინებ, თუმცა, თუ მთხოვს, გავითვალისწინებ. თხოვნით და თბილი სიტყვით წავალ საყვარელი ადამიანის წინაშე დათმობაზე. სამაგიეროდ, მე გავაკონტროლებ საყვარელ მამაკაცს, ვეცდები გავიგო სად არის, რას აკეთებს. ოღონდ, ამას ჩუმად გავაკეთებ, ის რომ ვერ მიხვდეს.

– ზოგიერთი გოგონა ამბობს, მიღალატოს საყვარელმა მამაკაცმა, მთავარია, ეს მე ვერ გავიგოო. შენ, რას ფიქრობ ამაზე?

– როცა შეყვარებული იქნება, ვერ ავურკძალავ არ მიღალატო-მეთქი, რომ ავუკრძალო, მაინც მიღალატებს. მაგრამ, როდესაც ოჯახი იქმნება, შეიძლება, კაცმა მიღალატოს, მაგრამ არ უნდა გამაგებინოს. თუ დავინახავ, რომ ჩემი შეყვარებული სხვა გოგონასთან დადის, დავშორდები. რატომ უნდა გაიაროს მასთან, ჩემთან ერთად იაროს. თუ გავიგებ, რომ საყვარელი მამაკაცი მღალატობს და თან ამას ჩემი თვალით დავინახავ, კარგს არაფერს გავაკეთებ.

– ბიჭების წვალება გიყვარს?

– რა თქმა უნდა, მიყვარს და მსიამოვნებს ბიჭების წვალება. როდესაც ყურადღებას არ აქცევ, მერე ცდილობს, გაეჭვიანოს და შენ ისევ რომ არ აქცევ ყურადღებას, მერე უკვე სერიოზულად ბრაზდება. ასე აწვალებ კიდეც. თუმცა, არ მომეწონება, ბიჭმა რომ მაწვალოს, მე უნდა ვაწვალო. თანაც, ბიჭი თვალებში რომ შემოგხედავს, მზერაში ყოველთვის ემჩნევა, რომ მოსწონხარ და ამას ვერ დამალავს. შესაბამისად, მისი შემოხედვით ბევრ რამეს ვხვდები. ზოგადად, ბიჭის მზერას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ დროს შეიძლება გულშიც რაღაც გაივლო, მაგრამ ძირითადად, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ამას.

ტატა დევდარიანი


скачать dle 11.3