მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ახალი ოპერაცია ესაჭიროება
ცნობილია, რომ ციხეში მყოფ ჯაბა ბოჯგუას ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა და ის რამდენიმე თვის განმავლობაში რეანიმაციაში, სასიცოცხლო აპარატზე მიერთებული ებრძოდა სიკვდილს. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა სტაბილური გახდა და ჯაბამ დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლო, ის საავადმყოფოდან სახლში გამოწერეს, მაგრამ ჯერ კიდევ შოკის შემდგომ მდგომარეობაშია. როგორც ექიმები ამბობენ, ჯაბას კიდევ ერთი ოპერაცია ესაჭიროება, რომლისთვის საჭირო თანხაც ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამჟამად ჯაბას დამოუკიდებლად შეუძლია სუნთქვა და სხვადასხვა ბგერასა თუ ქმედებაზე რეაგირებს. მას პირიდან კუჭში ზონდი აქვს ჩადგმული, რისი საშუალებითაც ხდება ორგანიზმისთვის საკვების მიწოდება. აღნიშნული ოპერაცია სერიოზულად დაეხმარება მომღერალს დაავადებასთან ბრძოლასა და საბოლოოდ განკურნებაში, რითაც ჯაბას გადარჩენის შანსი სერიოზულად გაიზრდება.