კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააქრო სპეცაგენტმა მაღალჩინოსანი მისსავე აბაზანაში


გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან, „მწმენდავი“, რომლის ავტორია საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი ვიქტორ გუტმანი. „მწმენდავი“ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გამოიცა და ბესტსელერად იქცა...

„ქილერების ფაბრიკა“

უშიშროების სპეცაგენტად 25 წელი ვიმუშავე და მხოლოდ ამდენი წლის მერე მივხვდი, რომ ეშმაკს ვემსახურებოდი. სპეცაგენტი, მზვერავის ფუნქციებთან ერთად, უზადოდ უნდა ფლობდეს ქილერის პროფესიასაც, რადგან, ამა თუ იმ პიროვნების ლიკვიდაციის ბრძანება, შეიძლება, ყოველ წამს მიიღო და სათანადო მომზადების გარეშე მას ვერ შეასრულებ.

1958 წელს „კაგებეს“ უმაღლესი სკოლა დავამთავრე და პირდაპირ იქიდან მოვხვდი ქალაქ ზლატოუსტთან მდებარე დახურულ დაწესებულებაში, რომელსაც შინაურულად „ქილერების ფაბრიკას“ ვუწოდებდით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იქ ერთადერთ „საგანს“ – ადამიანის მკვლელობას გვასწავლიდნენ. სწავლის სრული კურსი 13 თვეს მოიცავდა და ამ ხნის განმავლობაში მკვლელობის ყველა იმ მეთოდს ვეუფლებოდით, რომლებიც საფუძვლიანად ჰქონდათ დამუშავებული „კაგებეში“. ყველაზე საინტერესო და, ამასთანავე, საზარელი ის იყო, რომ ჩვენი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რეალიზება ცოცხალ ადამიანებზე ხორციელდებოდა... „მასალად“ კი დასახვრეტად გამზადებულ პატიმრებს ვიყენებდით. თუმცა, როდესაც დასახვრეტად გამზადებულთა რესურსი ამოიწურებოდა ხოლმე, თხუთმეტწლიან პატიმრობამისჯილებით „გვამარაგებდნენ“. ქალაქი ზლატოუსტი და მიმდებარე ტერიტორიები მკაცრი რეჟიმის საპყრობილეებით იყო სავსე და ეგრეთ წოდებულ „მასალას“ იქიდან გვაწვდიდნენ...

ჩემი ცამეტთვიანი სწავლის განმავლობაში ჩემი ცოდნა 39 ადამიანზე გამოვცადე, რომელთა შორის 8 ქალი იყო... ხოლო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქ ჩემნაირი კიდევ 20 ადამიანი ეუფლებოდა მკვლელობის ხელოვნებას, გამოდის, რომ ყოველწლიურად ქილერების ფაბრიკას 780 ადამიანი სჭირდებოდა პრაქტიკის გასავლელად... მკვლელობის უამრავი მეთოდიდან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ორმა: პირველი – ადამიანის ცოცხლად გატყავებამ, რომლის დროსაც ალესილი სამართებლით მოქმედებდი; მეორე – ჩემი აზრით, უფრო საზარელი იყო, ეგრეთ წოდებული „გაქრობის მეთოდი“, რომლის დროსაც გოგირდმჟავადასხმული ადამიანი სულ რაღაც 90 წამის განმავლობაში თვალსა და ხელს შუა ქრებოდა...

პირველი დავალება

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კვალიფიკაციის ადამიანი უცხოეთში დავალების შესრულებაზე იყო ორიენტირებული, პირველი დავალების შესრულება საბჭოთა კავშირში მომიწია.

მეოცე საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისი საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა პარტიულ-ნომენკლატურული დაპირისპირებებით იყო გამორჩეული, ანუ, მაღალჩინოსნები ერთმანეთის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. ამ პროცესში მთავარ როლს კი, რა თქმა უნდა, „კაგებე“ ასრულებდა და სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა. კომიტეტს თითქმის ყოველ პიროვნებაზე გააჩნდა კომპრომატები, თუმცა, ყველა წესს ჰქონდა გამონაკლისი და ეს „გამონაკლისი“ გახლდათ ქალაქ სვერდლოვსკის პარტკომი ანტონ სახაროვი. ის 51 წლის ახოვანი, ჭკვიანი და პრინციპული ადამიანი იყო, რომელსაც კომიტეტმა გასაღები ვერ მოარგო და, მისი პატიოსნებიდან გამომდინარე, მასზე ვერანაირი კომპრომატი ვერ მოიპოვა. სახაროვი ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მტერი ჰყავდა, მაინც მყარად ინარჩუნებდა თავის პოსტს... 1960 წლის მაისის მიწურულს მოსკოვში „კაგებეს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე პოლკოვნიკი ვიქტორ სიმონოვი შემხვდა, სახაროვის სურათი მაჩვენა და მითხრა, ეს კაცი სამუდამოდ უნდა გაქრესო... მაშინ მე არც სახაროვის პატიოსნების შესახებ ვიცოდი რამე და, რომც მცოდნოდა, ეს ვერაფერს შეცვლიდა – რადგან ბრძანება მიღებული მქონდა, უნდა შემესრულებინა. ამიტომ ტექნიკურ განყოფილებაში 4 ლიტრი გოგირდმჟავა მომცეს, რომელიც სპეციალურ ჭურჭელში იყო ჩასხმული, ჭურჭელს კი ჩემოდნის ფორმა ჰქონდა. იმავე დღეს სოჭში გავემგზავრე, სადაც სახაროვი სამთავრობო აგარაკზე ისვენებდა...

გრიმისა და სპეციალურად გაყალბებული საბუთების მეშვეობით სახაროვის აგარაკზე დაუბრკოლებლად შევედი და დილის 9 საათზე, იმ დროს დავადექი თავზე, როდესაც ის შხაპის მიღებას აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ სახაროვს მიმტანად წარვუდექი, მან მაინც ეჭვის თვალით შემომხედა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა, სახაროვი ჯერ ყბაში მოულოდნელი დარტყმით გავთიშე, მერე აბაზანაში ჩავაწვინე, 4 ლიტრი მჟავა დავასხი და 90 წამის განმავლობაში მშვიდად ვუცქერდი, თუ როგორ დადნა და სამუდამოდ გაუჩინარდა.

ამ დავალებისთვის პრემია, 300 მანეთი მომცეს და ორი კვირით სოჭში ვისვენებდი...


скачать dle 11.3