შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 18 იანვარს, პარასკევ დღეს, დილის საათებში. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფულობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, დამოუკიდებელი მოქმედება; საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით და სერიოზულობით. დაიცავით ადათ-წესები და ტრადიციები, იყავით ერთგული ახლობლების მიმართ და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ, პატივი ეცით უფროსებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოაწესრიგეთ როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ურთიერთობები. ეს თქვენი კარმული მისიაა და წარმატების მომტანი ფაქტორებია ცხოვრებაში.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 7 მაისს. რომელ სფეროში მელის წარმატება სამომავლოდ და რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ საიდუმლოს დაცვა და შენახვა, შეძლოთ, ასევე, ურთიერთობებში დიპლომატიურობის გამოვლენა. იყავით დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე; ხარჯეთ ფული ეკონომიურად. იყავით ფრთხილი და წინდახედული. იმოქმედეთ პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ასევე, იყავით ერთგული და პრაქტიკული. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: საქველმოქმედო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, ასტრონომია, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო, საარქივო, სამუზეუმო საქმიანობა, სამშენებლო სფერო, პედაგოგიკა, საბანკო საქმე.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 27 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 5-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე. უცხოეთში ვაპირებ გამგზავრებას და გთხოვთ მითხრათ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?
პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა ის არც ცუდია. დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, გერმანიის ბავარიის მხარე, უნგრეთი, კუბა და მექსიკა.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 10 ივლისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზია, რადიო, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.
კითხვა: ჩემი ბიჭი დაიბადა 1995 წლის 4 მარტს, ღამის 4 საათზე. მაინტერესებს, რომელი სფერო იქნება მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. პროფესიებიდან კი კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმე, პედაგოგიკა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო საქმე, პოლიტიკის ფართო სფერო, მათ შორის პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია; მედიცინიდან: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა; ასევე, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში თქვენს შვილს წარმატების დიდი შანსი აქვს.