როდის გრძნობს ადამიანი ენერგიის მოზღვავებას და რატომ უნდა იყოთ ფრთხილად სავსემთვარეობის დროს
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე. სწორედ მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და ჯანმრთელობაც კი.
სანამ ახალი მთვარე გამოჩნდება ცის კაბადონზე, ის თითქოს რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით მოგვევლინება. სწორედ ამ წინარე პერიოდში აქვს მთვარეს უდიდესი გავლენა ადამიანებზე. კერძოდ, ამ დროს ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისგან ადვილად თავისუფლდება. კარგია ამ პერიოდში სამკურნალო შიმშილობა, არასასურველი ადამიანებისგან გათავისუფლება.
როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა მინიმუმამდე ეცემა, ქვეითდება იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა. მაღალია დეპრესიის ალბათობა.
მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან ამ პერიოდში ძლიერდება სამკურნალო პრეპარატების მოქმედება. ადვილად ხდება ვიტამინებისა და მინერალების შეთვისება.
მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია მასაჟი, გამწმენდი პროცედურების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იწყება ორგანიზმში ცხიმის დაგროვება, ამიტომ უნდა იზრუნოთ წონის შენარჩუნებაზე.
მზარდი მთვარის პერიოდს სიყვარულისა და იმედების დროდ მიიჩნევენ. ეს პერიოდი მეტად წარმატებული და იღბლიანია, საქმიანობა ნაყოფიერი ხდება. მთვარის ფაზიდან ფაზაში გადასვლის პერიოდში იყავით მეტად ყურადღებით, რადგან ასეთ დღეებში ადამიანი შედარებით გაუწონასწორებელი, კონფლიქტური და მოუთმენელი ხდება. იზრდება ემოციური ფონი.
მთვარის მეორე ფაზა იწყება, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ პერიოდში ორგანიზმის ენერგიულობა მომატებულია, ადამიანი მეტად აქტიურია, ძლიერია და ცხოვრებისეულ პრობლემებს ადვილად უმკლავდება. შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ. სავსემთვარეობის პერიოდში კი დაგროვილი ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა ხდება. ამ დროს მოჭარბებული ენერგია შესაძლოა უმართავი, უკონტროლო გახდეს. მოზღვავებული ენერგია ორგანიზმს მოსვენებას არ აძლევს. ადამიანი აფორიაქებულია, მძაფრდება ნერვული აშლილობა, იწყება უძილობა. ამ დროს დიდია ავარიების, ჩხუბების, კამათისა და დაცვის ალბათობა. გახსოვდეთ, რომ ამ დღეებში ემოციების მოზღვავება, დაუფიქრებელი საქციელი და ფორიაქი დროებითია და მალევე გაგივლით. ეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად და წინდახედულად განვლოთ. სხვათა შორის, სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტად ვნებიანი და ემოციურია.
მთვარის მესამე ფაზის დასაწყისი დაკავშირებულია სასიხარულო მოვლენებთან, მოქმედებებთან, სიცოცხლისუნარიანობასთან. ამ პერიოდში ის უნდა აკეთოთ, რაც გსიამოვნებთ და რა საქმეც გიყვართ.
კლებადი მთვარის დროს ქირურგიული ოპერაციები კარგი შედეგით სრულდება, გამოჯანმრთელების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს. ორგანიზმი საკვებს ცუდად ითვისებს, ამიტომ შეგიძლიათ, სწორედ ამ პერიოდში ჭამოთ ის, რაც გსურთ და არ იფიქროთ წონის მატებაზე. კარგია ამ პერიოდში სამეგობრო წრეში ყოფნა.
მთვარის მეოთხე ფაზა, კლების დროა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი სუსტდება, ენერგია შესუსტებულია, ქვეითდება აქტიურობის შესაძლებლობები, ადვილად იღლებით. შემდეგ კი მთვარე კვლავ უჩინარდება რამდენიმე დღით და ისევ ხელახლა ჩნდება რკალის სახით.