კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან ოჯახური სკანდალები, მეუღლესთან უსიამოვნებები და რა კავშირშია წინაპართა კარმული ვალები თქვენს ბედ-იღბალთან


მისტიკური ნიშნები და ზოგი წეს-ჩვეულება წინაპრებისგან შემონახული დაკვირვებებია და მათი ერთი ხელის მოსმით უარყოფა არ შეიძლება. რადგან, თუ კარგად დააკვირდებით, მათში სიმართლის მარცვალს აღმოაჩენთ.

სიყვარული უწმინდესი გრძნობაა. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევენ, ამ დროს კი შეცდომის დაშვება ცხოვრების დანგრევის ტოლფასია. მართალია, ამბობენ, ცოლ-ქმრის ბედი ზეცაში წყდებაო, მაგრამ, როგორც ქალბატონი ნათელა ამბობს, ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ასევე, მისივე თქმით, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა წარმოიქმნება ერთი საერთო ენერგოველი ორ ადამიანს შორის, რომელიც მათ აახლოებს და იცავს.



ნათელა: სიყვარული რომ უწმინდესი და უსპეტაკესი გრძნობაა, ეს ფაქტია, მაგრამ, პირადად მე უამრავი ადამიანი მინახავს ამ გრძნობას გადაყოლილი და დაღუპული. უსიყვარულოდ ცხოვრებას კი, ჩემი აზრით, ჯოჯოხეთში ცხოვრება ჯობია. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევენ, ყველაფერს იოლად უყურებენ და ჰგონიათ, ერთად ყველა პრობლემას და წინაღობას ადვილად გადალახავენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ეს გრძნობა, რომელიც გულს გიფორიაქებთ, არ გამორიცხავს იმის აუცილებლობას, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყურადღებით მოეკიდოს მომავალი პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, ეს მანამ გაარკვიოთ, სანამ თავს უღელში გაყოფთ – დაქორწინდებით და ერთ ჭერქვეშ დაიწყებთ ცხოვრებას. ასე იმიტომ უნდა მოიქცეთ, რომ სამომავლოდ საბედისწერო შეცდომებისგან დაიზღვიოთ თავი. რაც შეეხება სექსუალურ გამოცდილებას, ეს თანდათან მოდის, საკუთარ ენერგეტიკულ თავისებურებას კი ვერავინ გაექცევა – ეს უკანასკნელი თავის დონეზე დგას და, რაც უნდა ეცადოთ, მას საკუთარი სურვილისამებრ ვერ შეცვლით. გეტყვით იმასაც, რომ მისი შეცვლა მხოლოდ სერიოზულ ცხოვრებისეულ კატასტროფებს შეუძლია, რასაც ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა აარიდოს თავი.

– როგორ მივხვდეთ იმას, თუ რამდენად მისაღებია ენერგეტიკულ დონეზე ესა თუ ის ადამიანი, მით უმეტეს – მომავალი მეუღლე?

– ამის გარკვევა არ არის რთული, თუმცა, დაკვირვებული თვალი აუცილებელია. ერთ-ერთი ყველაზე საშიში სიმპტომია, როცა თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობის შემდეგ თავს გადაღლილად იგრძნობთ. თუ ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს, აუცილებელია, დაფიქრდეთ და გაიაზროთ, რისგან არის ეს გამოწვეული. სხვათა შორის, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან.

– დაგვიკონკრეტოთ, იქნებ, ეს რას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს – იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, გასცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ და ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ყოველივე ზემოთქმული, საერთო ჯამში, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ შეუთავსებლობას იწვევს და კონფლიქტები, გაუგებრობები და დაძაბული სიტუაციების რიცხვიც ამიტომ იზრდება. ორ ადამიანს შორის შეუთავსებლობის მეორე მიზეზი კი კარმაა. ამ დროს ორმაგი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. მაგალითად, თუ თქვენ დიდი რაოდენობით კარმული ვალი გადმოგეცათ წინაპრებისგან, ბედ-იღბალში სიკეთესა და ბედნიერებას ნუ ელით. ეს თქვენს შვილებზეც აისახება უარყოფითად და მათ ბედ-იღბალშიც შეიტანს უარყოფით შტრიხებს. მათზე არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი მეუღლის კარმაც მოქმედებს და ეს ორმაგი დარტყმის ტოლფასია.

– ესე იგი, კარმულად ცოდვილი ადამიანების შთამომავლები უიღბლოები და წარუმატებლები არიან?

– ასეა. ბევრი მეკითხება, როგორ გამოვიცნო, კარმულად ცოდვილია თუ არა ჩემი რჩეულიო. კარგია ამ საკითხით თავიდანვე რომ ინტერესდებიან. ერთ მარტივ წესს გეტყვით, ამასთან დაკავშირებით: დააკვირდით თქვენი რჩეულის ბავშვობის სურათებს. თუ ის გარეგნულად ძალიან შეცვლილია, ესე იგი, მას წინაპრების კარმული ვალები გადმოეცა შთამომავლობით. ბევრი მინახავს, ბავშვობის სურათებში რა ნაკვთებიც აქვს, ზუსტად იგივე აქვს შემორჩენილი დიდობაშიც, ზოგი კი ისე იცვლება, მსგავსებას აბსოლუტურად ვერ აღმოაჩენთ ბავშვობის ფოტოებთან. კარმული ვალების გამოსწორება კი დამოკიდებულია ადამიანის საქციელზე. თუ ის ცუდად და არაადეკვატურად მოქმედებს, მაშინ მდგომარეობა რთულდება და ამით მომავალ თაობასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ, უნდა იფიქროთ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ თქვენს მომავალზეც და შვილების ბედ-იღბალზეც.

– გამოდის, რომ ბედნიერი ქორწინება წყვილებს შორის ენერგეტიკულ შეთავსებაზეა დამოკიდებული?

– ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, საერთო აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს ცუდი გარემოებებისგან. ასეთ შემთხვევაში ოჯახიც მყარია და მეუღლეებიც ჰარმონიაში ცხოვრობენ. ჯობია წინააღმდეგობების გაწევის ნაცვლად, მეუღლეებმა, შეავსონ ერთმანეთი და ეცადონ, ურთიერთობებში დათმობაზე წავიდნენ, ისე არაფერი გამოვა. ოჯახის დანგრევას კი, უმეტეს შემთხვევაში, ცუდის გარდა არაფერი მოაქვს. აქვე გეტყვით, რომ ასევე არსებობენ ენერგოვამპირი ადამიანები და, თუ ორივე პარტნიორი ენერგოვამპირია, აქ საქმე მეტად რთულდება – ასეთი ადამიანები ქვეცნობიერ დონეზე ისრუტავენ გარშემო მყოფთა ენერგიას და, შესაბამისად, მათ ენერგეტიკაზე უარყოფითად ზემოქმედებენ. დონორი ადამიანი კი მათი საწინააღმდეგო ტიპია – ის, პირიქით, ენერგიით ამარაგებს სხვა ადამიანებს. ორი ენერგოვამპირის კავშირი თავიდანვე განწირულია, რადგან თითოეული მათგანი ეცდება პარტნიორისგან ენერგიის გამოწოვას, სანაცვლოდ კი არაფერს გაიღებენ. ასეთ ოჯახში ენერგეტიკული პოტენციალი ნელ-ნელა სუსტდება, იმატებს კონფლიქტები, ურთიერთობაში გაუგებრობები და, დგება მომენტი, როცა შეუძლებელია ოჯახის შენარჩუნება – ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება და ამას წინ ვერავინ აღუდგება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ დაშორებაა. ენერგოვამპირების მსგავსად, შესაძლოა, განქორწინებით დასრულდეს ორი დონორი ადამიანის თანაცხოვრებაც. თუ ხშირად არის ოჯახში ჩხუბი, აყალმაყალი, ხმამაღალი საუბარი, ჩათვალეთ, რომ იქ ორი ენერგეტიკულად აქტიური დონორი ცხოვრობს. იდეალური ვარიანტი, რომელიც ქმნის იდეალურ და ჰარმონიულ ოჯახს, არის ენერგოვამპირისა და დონორის კავშირი. ასეთ შემთხვევაში, ერთი ქვეცნობიერად გამოყოფს ურთიერთობისთვის საჭირო და აუცილებელ დოზას, მეორე კი ასევე ქვეცნობიერად შთანთქავს. ამიტომ, როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წინაპარს, ოჯახს და, რჩეულთან ურთიერთობის დროს საკუთარი გუნება-განწყობის ცვალებადობას. ვგიჟდები, ამდენი ახალშექმნილი ოჯახი რომ ინგრევა, არადა, თითქოს თავიდან ყველაფერი წესრიგშია, ერთმანეთი უყვართ, სჯერათ რომ ცხოვრების ბოლომდე სიამტკბილობაში იცხოვრებენ, ერთ დღეს კი ისე ხელაღებით ანგრევენ შექმნილ ოჯახს, იფიქრებთ, მათ შორის სიძულვილის გარდა არაფერი ყოფილაო. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი აარიდოთ მომავალ უსიამოვნებებს. პირადად მეც გაშორებული ვარ მეუღლესთან და ამას ძალიან განვიცდი. კი ვამბობ ხოლმე, ადამიანს ერთი შეცდომა ეპატიება ცხოვრებაში-მეთქი, მაგრამ, ვხვდები ამ სიტყვებით თავს ვიმართლებ, საკუთარი შეცდომის გამართლების გზას ვეძებ. თუმცა, ის, რაზეც მე გესაუბრეთ, თავად არ ვიცოდი მაშინ, როცა დაოჯახება გადავწყვიტე. ეს ცოდნა შემდგომ წლებში შევიძინე, თორემ, დარწმუნებული ვარ, რომ მცოდნოდა ეს ყოველივე, თვალი რომ გამეხილა და კარგად დავკვირვებოდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ასეთ შეცდომას არ დავუშვებდი. ამიტომ, მინდა, სხვებმა მაინც ისწავლონ ჩემს შეცდომაზე, რომ ხვალ საკუთარი შეცდომის გამო არ ინანონ.


скачать dle 11.3