კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიბრუნა საბჭოთა კავშირმა 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი ბრიტანეთის ბანკებიდან

1972 წლის 9 ივლისს, მოსკოვში, კორჩაგინის გამზირზე მდებარე „კაგებეს“ სახლის ერთ-ერთ ბინაში მაიორი ვალენტინ ზვიაგინცევი მოკლეს. ღამით, 22 საათსა და 50 წუთზე მაიორის ოთახში მისი მეუღლე ანა შევიდა და ჩაი შეიტანა. თუმცა, მაგიდასთან მჯდომ ზვიაგინცევს თავი ჩაერგო და მწვანე მაუდი სისხლით იყო გაჟღენთილი. ზვიაგინცევს ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რომელსაც შესავალი მარცხენა საფეთქელთან ჰქონდა, ხოლო გამოსავალი – მარჯვენა ქვედა ყბასთან. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა მომენტალური სიკვდილი დააფიქსირეს. ექსპერტ-ბალისტიკოსებმა კი საწერი მაგიდის მუხის ფიცრიდან 7,62 კალიბრიანი შაშხანის ტყვია ამოიღეს. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და დადგინდა, რომ მსხვერპლს „ესვედეს“ სისტემის შაშხანიდან, 1 200 მეტრის მანძილიდან ესროლეს.

– სუპერგასროლაა, – თავი გააქნია „კაგებეს“ ბალისტიკოსმა, – აშკარაა, რომ სუპერპროფესიონალი მოქმედებდა და მკვლელი მათ შორისაა მოსაძებნი.

ბრილიანტების საქმე

38 წლის „კაგებეს“ მაიორი ვალენტინ ზვიაგინცევი დიდი პატივით დაკრძალეს და ამ პროცესიას თავად ანდროპოვიც დაესწრო. ხოლო, როდესაც „კაგებეს“ შეფი სამსახურში დაბრუნდა, მან გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ შედრინი იხმო და უთხრა:

– სასწრაფოდ მიიღეთ საპასუხო ზომები. ზვიაგინცევის მკვლელი და მკვლელობის შემკვეთი უნდა დაისაჯონ. თუ ეს კანონიერად არ მოხერხდა, მაშინ არალეგალურად იმოქმედეთ.

მაიორი ზვიაგინცევი „კაგებეს“ გამომძიებელი იყო და ეგრეთ წოდებულ, ბრილიანტების საქმეს იძიებდა, რომელშიც მაშინდელი პოლიტბიუროს რამდენიმე წევრის ცოლები ფიგურირებდნენ. საქმე ეხებოდა მსხვილმასშტაბიან სპეკულაციებს, სავალუტო ოპერაციების ჩათვლით, რაც მაშინ უმკაცრესად ისჯებოდა. ზვიაგინცევმა დაადგინა, რომ ამ საქმის კვალი გალინა ბრეჟნევამდე და მის მეუღლემდე, იური ჩურბანოვამდე მიდიოდა. ანუ – მაიორმა გამოიკვლია, რომ ბრილიანტების მაფიას თავად გენერალური მდივნის ქალიშვილი, გალინა და მისი გენერალი მეუღლე მფარველობდნენ. მაიორმა ორჯერ სატელეფონო გაფრთხილება მიიღო და სამი მისი პატიმარი, რომლებიც „კაგებეს“ ციხეში ისხდნენ, მოკლეს. თუმცა, მაიორს თავად ანდროპოვი მფარველობდა, ის ავალებდა ამ საქმის ბოლომდე მიყოლას და სწორედ ამიტომ მოკლეს.

„ქერის ორმო“

როგორც მოკლული მაიორის მიერ შეგროვილი საბუთებიდან იყო ნათელი, ეგრეთ წოდებული, „ბრილიანტის მაფიის“ წევრები ნაცნობობით ყიდულობდნენ ძვირფას სამკაულებს „იუველირტორგის“ მაღაზიებში. შემდეგ კი მათ ხუთმაგ ფასში, თანაც ვალუტაზე ყიდდნენ საზღვარგარეთ. სამკაულები დიპლომატიური ფოსტით გაჰქონდათ, რაც არ მოწმდებოდა. ამგვარად, საბჭოთა პარტიულ ელიტას, მაღალჩინოსანთა ცოლებს „ქერის ორმო“ ჰქონდათ ნაპოვნი და ყოვლად უკანონოდ მდიდრდებოდნენ. მათ, შვეიცარიის და ინგლისის ბანკებში კერძო, ინკოგნიტო ანგარიშები ჰქონდათ, სადაც ათეულ მილიონობით ფულს ინახავდნენ. ზვიაგინცევს თორმეტი ასეთი ანგარიში ჰქონდა აღმოჩენილი, საიდანაც „კაგებემ“ 38 მილიონი გირვანქა სტერლინგი დააბრუნა უკან. ამ თანხის ნახევარი ჩურბანოვის კუთვნილება იყო და მაიორის მკვლელობაც მან შეუკვეთა.

ოპერაცია „ღამის სხივი“

გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ შედრინმა, რომელიც სპეცოპერაციების სამმართველოს მეთაურობდა, მაიორის მკვლელობიდან ერთ კვირაში ოპერაცია „ღამის სხივი“ ჩაატარა და სნაიპერ იური ლოხინთან ერთად, რომელმაც ზვიაგინცევი მოკლა, 21 ადამიანი, მათ შორის უგონოდ მთვრალი იური ჩურბანოვიც აიყვანა. ამ სპეცოპერაციისას, „ჩეკისტებმა“ სასპეკულაციოდ გამზადებული 72 ცალი ძვირფასი სამკაული ამოიღეს, ხოლო ჩურბანოვის ჩვენება კინოფირზე ჩაიწერეს და როდესაც ის ბრეჟნევს უჩვენეს, მაშინ ჯერ კიდევ ჯანმრთელმა ბრეჟნევმა მხრები აიჩეჩა და ანდროპოვს უთხრა:

– ჩემი სიძე, რა თქმა უნდა, ნაძირალაა, მაგრამ ამ საქმეს მსვლელობა არ უნდა მიეცეს. ჩურბანოვი მე მაჩუქეთ. დანარჩენები კი დასაჯეთ...

ბრეჟნევის მიერ გაწირულთა სიაში ერთი გენერალი, მრავალი მაღალჩინოსანი ოფიცერი და საბჭოთა პარტიულ ფუნქციონერთა ცოლები მოხვდნენ. უმეტესი მათგანი მალევე გამოუშვეს ციხიდან და ბრეჟნევმა მათი ქმრები თავიდან მოიშორა. თუმცა, ვერაფერი მოუხერხა ანდროპოვს, რომელსაც ყველაზე გააჩნდა აშკარა კომპრომატები.


скачать dle 11.3