მეცნიერები უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან შესახვედრად ემზადებიან
სანამ დედამიწა უჩინარი გახდება, სწავლულები დროს არ კარგავენ და ცდილობენ, დააჩქარონ უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემთხვევაში მოქმედების გეგმის შემუშავება.
რა უნდა გავაკეთოთ, თუკი არამიწიერი გონი იქნება ნაპოვნი? – ამ თემაზე არც ერთ ხელისუფლებას არ გააჩნია კონცეფცია. ბიოლოგებსა და ასტრონომებს კი, რომლებიც ცდილობენ უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შესვლას, მოსვენებას არ აძლევს ამ საკითხის ეთიკური და ნორმატიული გაურკვევლობა. ინსტრუქცია ასეთი შემთხვევებისთვის მხოლოდ სწავლულთა თანამეგობრობას აქვს.
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის ბრიტანელი ასტროფიზიკოსის – მარტინ ომენიკის აზრით, ანალოგიური გეგმა უნდა იქნეს მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დონეზე. ამ დღეებში ლონდონში მიმდინარე სამეფო სამეცნიერო საზოგადოების კონფერენციაზე მან წამოაყენა ვარაუდი იმის შესახებ, რომ „გონება... და საზოგადოებრივი ცხოვრება სხვა სამყაროებში, ისევე, როგორც დედამიწაზე, შეიძლება, დაკავშირებული იყოს ძალადობასთან“ და ამით მიუთითა უცხოპლანეტელთა მხრიდან შესაძლო აგრესიაზე.
არიზონის შტატის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, პოლ დევისმა, სწავლულთა ჯგუთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გონიერი სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, უმეტეს შემთხვევაში – მიკრობები, შესაძლოა, „პირდაპირ ჩვენს ცხვირწინ, ანდა, ჩვენს ცხვირშიც კი“ ცხოვრობდნენ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ცოცხალ ორგანიზმს ყოველთვის არ აქვს ისეთი ფორმა, „რომელსაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ ორგანიზმებს აქვთ ისეთი ეგზოტიკური ელემენტები, რომლებიც სიცოცხლის სხვა ფორმებს საერთოდ არ გააჩნიათ. ასე რომ, უცხოპლანეტელებთან შესახვედრად მომზადება ნამდვილად საჭიროა, რადგან ყველაფერია გასათვალისწინებელი.