კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ეფლმა“ რევოლუციური iPad წარმოადგინა


კომპანია iPad-მა ახალი პლანშეტური ნოუთბუქი iPad-ი როგორც მას უწოდებენ – Apple Tabliet-ი წარმოადგინა. როგორც მოელოდნენ, გარეგნულად ის გიგანტურ iPad Touch-ს ან iPhone-ს მოგვაგონებს, რომლის ეკრანის დიაგონალი 9,7 დიუმია. ყველაზე უფრო საოცარი კი მისი ფასი იყო: უმცროსი მოდელი, მინიმუმი მეხსიერებითა და 3G დახმარების გარეშე, 499 დოლარი ეღირება.

„ჩვენ გვინდა, 2010 წელი ნამდვილად რევოლუციური და ჯადოსნური პროდუქტით გავხსნათ“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სტივ ჯობსმა, რომელმაც თავისი პროდუქცია სან-ფრანცისკოში წარადგინა.

ჯობსმა აჩვენა მულტიმედიური მოწყობილობა სენსორული დისპლეით, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება, ვუყუროთ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, ვითამაშოთ სხვადასხვა თამაში, შევიდეთ ინტერნეტში და წავიკითხოთ ელექტრონული წიგნები და გაზეთები.

ახალი გაჯეტი წარმოადგენს სმარტფონისა და ლეპტოპის კომბინაციას და გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე iPad-ი. მას 16, 32 და 64 გიგაბაიტი მეხსიერება აქვს და აკმაყოფილებს სტანდარტებს Wi-Fi 802. 11n და Bletooth 2.1. ახალი პროდუქტი 499-დან 829 დოლარამდე ეღირება.

მოდული, რომლის მეხსიერება 16 გიგაბაიტია, ეღირება 499 დოლარი. შესაბამისად, მოდელი 32 გიგაბაიტი მეხსიერებით – 599, ხოლო 64-გიგაბაიტიანი მოდელი – 699 დოლარი. აღნიშნულ მოდელებს გასაყიდად ორი თვის შემდეგ გამოიტანენ. ისინი აღჭურვილი იქნებიან Wi-Fi მოდელებით, მაგრამ ვერ ჩაირთვებიან 3G მობილურ ქსელებში. ვარიანტები 3G-ით გამოჩნდება მოგვიანებით – 90 დღის შემდეგ და უფრო ძვირი ეღირება: 629, 729 და 829 დოლარი.

როგორც თვით ჯობსმა აღნიშნა, მისი ავტონომიური მუშაობის დრო 10 საათია, 30 დღე კი – ძილის რეჟიმი. ასეთი მოწყობილობით შეიძლება ვიფრინოთ სან-ფრანცისკოდან ტოკიომდე და ვუყუროთ ვიდეოს მთელი გზის მანძილზე. კომპანიის ხელმძღვანელმა აქო „სურათის“ ვიზუალური ღირსებებიც, „სუპერუმაღლესი ხარისხია“, – თქვა ჯობსმა.


скачать dle 11.3