კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია მურღულიას კოლექციიდან



– რა უბედურებაა, ყოველ წელს ბავშვს ვაჩენ!

– აბა, სცადეთ და ქმარს ორ-სამ წელიწადს ნუ შეხვდებით.

– ვცადე და არ მიშველა.

***

ნათელმხილველი ეუბნება ნაცნობს:

– დღეს ისეთივე მთვრალი ხარ, როგორც ზეგ!

***

ზესტაფონის სადგურზე მატარებელი დაიძრა და ერთი მგზავრი უკან მისდევს სირბილით.

– ჩქარა, ჩქარა! – ეძახიან მატარებლიდან, მანდ არ დარჩე!

იქვე მდგომ მოხუცს ჩაეცინა:

– დარჩეს მერე, რა მოხდა! ჩვენ სულ აქანე არ ვართ?!

***

მოშე ეუბნება მამას:

– მამა, 500 ლარი მომეცი, „პრაიგრივატელი” უნდა ვიყიდო.

– აჰა, შვილო, შენ 1 000 ლარი და „ვიიგრივატელი“ იყიდე!

***

მამა ტუქსავს შვილს:

– რამდენჯერ უნდა გითხრა – აფთიაქის დანახვაზე პირჯვარს ნუ იწერ!

***

კახელმა სიდედრი დაკარგა და გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა:

„დამეკარგა სიდედრი. მპოვნელს მოვ...ავ დედის ტ....ს!“

***

– ექიმო, ჩქარა მოდით, ჩემს ცოლს ბრმა ნაწლავის შეტევა აქვს!

– შარშან ხომ ამოვაჭერი?!

– ეს სხვა ცოლია, კაცო!

***

პურის მაღაზიაში:

– ერთი პური მომეცით.

– თეთრი თუ შავი?

– სულერთია, ვისთვისაც მიმაქვს, ბრმა არის.

***

განცხადება: „აგურის ქარხანა იწვევს მტვირთავებს საინტერესო სამუშაოზე”.

***

– ვინ არის გინეკოლოგი?

– ის, ვინც პრობლემებს ეძებს იქ, სადაც სხვა სიხარულს პოულობს.

***

– არყის დალევას ლუდის დალევა რატომ ჯობია?

– იმიტომ რომ, ღვიძლი ერთი გვაქვს, თირკმელი კი – ორი...

***

რესტორანში:

– თუ შეიძლება, ეს ქათამი გამომიცვალეთ!

– რატომ, კარგად არ არის შემწვარი?

– კარგად კი არა, მთელი გარნირი შემიჭამა!

***

– როგორ კვდებიან ადამიანები?

– წეროებს მიჰყავთ!


***

მთვრალი მეგრელი დგას შუა ავტობუსში:

– ვინც ჩემს უკან დგას, ყველა ბოზია და ვინც წინ – ყველა დურაკია!

ქალი უკანა მხრიდან:

– როგორ გეკადრებათ, ბატონო, ჩემი ქმრისთვის მე არასდროს მიღალატია!

– მერე, მობრძანდით, ქალბატონო, წინ!

***

– გუშინ ისე დავთვერი, რომ გავიღვიძე, ხალიჩაზე ვიწექი.

– მერე რა მოხდა?

– როგორ თუ რა მოხდა? ის ხალიჩა კედელზე ეკიდა.


скачать dle 11.3